Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

BIKE TOUR N 4 ბათუმი - კვარიათი

BIKE TOUR N 4 ბათუმი - კვარიათი

შაბათ-კვირა, მზე, ზღვა, აუზი, ბუნგალო, მეგობრების ქორწილი, მწვადი, კვარიათი, მუსიკა და კოქტეილების ცვენა. მშვენიერი ჩამონათვალია. ხოდა ეს ყველაფერი ლამის სამჯერ გადამრავლებული გასული უიკენდის მთავარი მოვლენა იყო. პლიუს ამას, მშვენიერი საბაბია ქალაქიდან ველოთი გსასეირნებლად. ხოდა ასეც მოხდა.




დიდი შრომა და ჯაფა ამას ნამდვილად არ სჭირდება. მითუმეტეს თუ შენი "რაშიც" კარგ მდგომარეობაშია და შენც გაქვს იმის სურვილი რომ რამდენიმე საათით, ან სულაც დღით თავი დააღწიო ქალქას, პოლიტიკას და ზოგადად იმ რუტინას, რაც ასე უხვად გვაქვს ყოველდღიურობაში. ხოდა აჰა. სულ რაღაც ერთი საათის სავალ მანძილზე კვარიათის სუფთა ზღვა. სასტუმრო მარტინი და ყველაფერი ის, რაც აუცილებელია საიმისსოდ რომ უიკენდი იყოს დაუვიწყარი. ქორწილის დეტალებს არ მოვყვები. მშვენიერი იყო. მე უფრო ის, მეორე დღის ბოდიალ წოწიალი მინდა განახოთ და ისიც იმიტომ რომ ეგებ თქვენაც მოგინდეთ ქალაქიდან გასვლა . ამინდიც იშვიათად გვანებივრებს. 
ხოდა როცა გვაქვს შანსი - მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამით ზაფხულის ველოტურების ეპოპეა გახსნილად გამოვაცხადე. 









და ეს ყველაფერი მგონი კარგი მიზეზია საიმისოდ რომ თქვენაც გახვიდეთ ქალაქ გარეთ. არ არის საჭირო ეს იდეა ლოჯმიშენებული ჯიპით განახოციელოთ. ველოც საკმარისია. თუმცა თქვენი ჯიპის ქალაქში არარსებობითაც თუ განტვირთავთ მოძრაობას - კარგი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადეთ მეტი სიახლოვე იქონიოთ ბუნებასთან. ჩემი შაბათ-კვირა კი ასეთი გამოდგა. კარგი, გემრიელი და ხალისიანი. ემოციები მგონი მეყოფა ამ კვირის ბოლომდე


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]