Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ფერადი მუსიკა ბათუმის ქუჩებში

ფერადი მუსიკა ბათუმის ქუჩებში

კვირა დღეა. მგონი პირველი შემთხვევაა როცა არ წვიმს უქმეებზე. ხოდა მეც ბათუმის ბულვარში გავისეირნე. სიგრილე, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი - მშვენიერია. მაგრამ იყო აქ რაღაც მუსიკალურად ხმაურიანი და ეს ხმა ბულვარიდან მოდიოდა. ცოტაც გავიარე და აი ამ სურათს წავაწყდი. მხიარულ ფერებში გაფერადებული პიანინოს კლავიშებს ამდენი ხელი მგონი  იშვიათად უნახავს. ზოგადად ბულვარში გაფერადებული და ღია ცის ქვეშ დაბრძანებული პიანინოზე აღარაფერს ვამბობ. 



ეს Heat Batumi- ის ფარგლებში დაგეგმილი კიდევ ერთი აქტივობაა. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მხატვრების მიერ მოხატული მხიარული რამდენიმე ასეთი არტ-პიანინო დგას და ელის თავის მოცარტს, ან კიტ ჯარეტს, ან სულაც მაილს დევისს ან სულაც შენ

გახსოვთ ალბათ თუ როგორ მოგვწონდა ევროპის ქალაქებში დადგმული ასეთი ფერადი პიანოები. მაედანზეც კი ამხნევებდა უკრაინის დროშის ფერებში შერებილი ერთ-ერთი პიანინო მეამბოხე უკრაინელებს. ხოდა ინებეთ. ისინი ჩვენი ქალაქის სტუმრებიც არიან. დაუკარით, მოუსმინეთ, ისიამოვნეთ, გადაიღეთ ბევრი ფოტო, დააგროვეთ ბევრი პოზიტივი და აქვე გეტყვით - თავიდან ამოიგდეთ ყოველგვარი მავნებლობა. კლავიშების სამახსოვროდ სახლში წაღების, ლუდის ბოთლების ჩაყრის და რაღაც ამდაგვარი მარაზმის მსგავსი. 

არტ-პიანინოები ბათუმში 6 სექტემბრის ჩათვლით იქნება. უამინდობის წყალობით ისინიც შალითებში არიან შეხიზნული. მაგრამ იმედია გამოიდარებს და თქვენს მუზასაც მიეცემა გასაქანი.

ვნახოთ, იქნებ თქვენ მოუგონოთ ბათუმის ქუჩებს და ზაფხულს თქვენი სოუნდტრეკი.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]