ბათუმის პარალელურად მსვლელობა თბილისში, რუსთავში და ზუგდიდშიც მოეწყო. ეს იყო პირველი შემთხვევა როცა Critical Mass-ი საქართველოს 4 ქალაქში შედგა. ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით რომ ველოსიპედისტთა რიცხვი დღითიდღე იმატებს.
მსვლეობა დათქმულ დროს დაიწყო და ქალაქის მაშტაბით 10 კილომეტრი დავფარეთ.
დაბრუნებისას კი 13 ივნისს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ ადამიანთა ხსოვნის აღსანიშნავად ცაში მანათობელი ფრანები ავუშვით.
მსვლელობის დასასრულს კი გალერეა CAC 41/41 მა გვიმასპინძლა. სადაც დაღლილ ველომოყვარულებს ცხელი ყავა, ჩაი და დიდ ეკრანზე გაშვებული ვიდეორგოლები ელოდა.
ერთი სიტყვით მსვლელობა შედგა. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდით:
გალერეა CAC 41/41 ის მფლობელს, ბატონ გელა წულაძეს გულთბილი მიღებისთვის
ორგანიზაცია "არტ ვეის" და ნინო ჩხაიძეს საორგანიზაციო საკითხებში გაწეული დახმარებისთვის
ბათუმი ველოს და პაატა დუმბაძეს სპეციალურად მსვლელობისთვის გამოყოფილი "ბათუმიველოს" 30 მდე ველოსიპედისთვის
ბათუმის საპატრულო პოლიციას. სწორედ ის ზრუნავდა ჩვენი მსვლელობის უსაფრთხოებაზედ
და რაღათქმაუნდა ყველა მონაწილეს, ვინც არ შეუშინდა დაანონსებულ უამინდობას და მოვიდა ჩვენთან. აქციის მიზანი არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. (სხვათაშორის ფრანის ასანთებად სანთებელას მოპოვებაც კი გაგვიძნელდა.) არამედ გზაზე, ავტომობილის მძროლებისთვის კიდევ ერთხელ იმ გზავნილის დაფიქსირება რომ ჩვენც ისევე გვჭირდება გზა როგორც ავტომობილს.
როგორც შეგპირდით, ჩვენი აქტივობა არ შემოიფარგლება უბრალო მსვლელობით. ზაფხულის განმავლობაში ჩვენ კიდევ არა ერთ საინტერესო ინიციატივას გპირდებით. როგორც იტყვიან, მოძრაობა ჯერ მხოლოდ იბორბლება. ასე რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!