Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეს იყო მაშინ... ეთერში რომ ვეძებდით ხმებს

ეს იყო მაშინ... ეთერში რომ ვეძებდით ხმებს

ეს იყო მაშინ, როცა მალულად, ხმაჩაწეულ რადიომიმღებიდან ეთერში გაფანტულ სიხშირეების ბადეში ხეტიალს ჯერ კოსმიური შირიალი, შემდეგ კი უცხო ენებზე მოსაუბრე დიქტორებისა და მომღერლების დაყენებული ხმები მოჰყვებოდა. როკ ენ როლი იყო თუ სოული, ქანთრი იყო თუ ევროპული ესტრადა ყველაფერს დიდი სიამოვნებით ისმენდი. ხშირ შემთხვევაში არც კი იცოდი ვინ საუბრობდა, ვინ მღეროდა და საიდან მოდიოდა ეს ხმა... მაგრამ უსმენდი. კი,  ქონდა ამას თავისი მისტიკა. :კოსმოსიდან", სადღაც იქედნ მოფრენილი რადიოტალღა როცა გესაუბრებოდა



დღეს, როცა თანამედროვე ტექოლოგიებმა ისე გაგვაციფრულეს რომ ხშირ შემთხვევაში ემოციის გამოსახატად მიმიკის მაგივრად ტექნიკურ ენაზე, ან სლეგნზე გავრცელებულ აბრევიატურებს ვიყენებთ. ცოტა ძნელი ასახსნელია თუ რას ნიშნავდა რადიომიმღების ბერკეტის ტრიალი და სიხშირეების ბადეზე დატანებული ნიშნულების შორიახლოს ისრით ტალღის მოსინჯვა! ეს ნამდვილ ნადირობას გავდა, ნადირობას კარგ სიმღერებზე.



ეს დღეს, ინტერნეტის ეპოქაში არის ადვილი და ყოველგვარ რომანტიკას მოკლებული შენთვის სასურველი განწყობის და სიმღერის წვდომა. მაგრამ მაშინ... ხო, აი ეს ბებრული "მაშინ". მაგრამ ეს ის იშიათი გამონაკლისია, როცა მართლაც იყო რაღაც, რაც აღარ არის და რისი ნაკლებობაც იგრძნობა! ნუ... ან ზოგიერთები გრძნობენ მხოლოდ.

რადიო ნოველები და თეატრალური დადგმები თუ ახსოვს ვინმეს... ეს სულ სხვა თემა იყო. ეს გახმოვანებულ წიგნს გავდა. მხოლოდ ხმა, მუსიკა, ემოცია და ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია მხოლოდ შენს წარმოსახვაში ხდებოდა. არანაირი თავზე მოხვეული სამი დე ეფექტები და შენელებული კადრები. მხოლოდ შენი წარმოსახვა.


ხოდა ამ საღამოს მეც სწორედ ეგ ფმ ნოსტალგია შემომაწვა. თეატრალური დადგმების რა მოგახსენოთ, ან კიდე გახმოვანებული წიგნების. მაგრამ დღეს საღამოს აუცილებლად ჩავუჯდები სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკის რომელიმე სქელკანიან წიგნს, მოვმართავ რადიომიმღებს და გავყვები წარმოსახვის ბილიკებს. შემდეგ კი შემოვალ ისევ გაციფრულებულ სოციალურ ურთიერთობებში და მოვიეონებ ვიღაცის მიერ გამოთქმულ აზრს, დადებულ ფოტოს. ან კიდე მე დავდებ რაღაც ფოტოს, მაგალითად გაბურძღნული ფისო, ან კიდე ფინჯანი ყავა. და მერე ისევ ხეტიალი უკვე შემზადებულ სიზმარეთში 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]