ბათუმობა მიდის, ქოლგები კი რჩება. გილოცავთ ყველა ბათუმელს და ბათუმის მოტრფიალეს ამ დღესასწაულს. სიტყვა დღესასწაული ნამდვილად არ შეეფერება ასეთი სახის ღონისძიებებს. სასწაული ნაკლებადაა. ზეიმი უფრო. უფრო სწორედ კი ბათუმობა - ხო, ბათუმობას გილოცავთ. მშვენიერი დროა ბათუმობის აღსანიშნავად. ხავერდოვანი სეზონი, შემოდგომის დასაწყისი, "განეიტრალებული" სიცხე და საამო სიგრილე. ერთი სიტყვით ყველაფერი რაც ბათუმელთათვის საამო კლიმატურ პირობებში ჯდება. ეს კლიმატს რაც შეეხება. ახლა კი თავად ბათუმობას.
სოციალური ქსელი კარგა ხანია აჭრელდა ბათუმის ჭრელი ქოლგების, შემდეგ კი ამ ჭრელი ქოლგების ქოლგბაცაცების ფოტოებით. შარშანდელი "ბათუმობა" ვისაც ახსოვს ( თუ არადა თვალი გადაავლეთ აქვე) დამეთანხმება რომ დუმბაძის ქუჩა, რომელმაც იხსნა კრახისგან შარშანდელი ზეიმი, ნამდვილად კოხტად და ლამაზად იყო მორთული. ავტორებმა იფიქრეს რაკი გაამართლა დუმბაძის ქუჩაზე სხვა ქუჩაზეც გაამართლებსო და ქოლგების აღლუმმა ( რომლის იდეაც უკვე დიდი ხანია სხვა ქალაქების მაგალითზე გადაღებული ფოტოებით კარგახანია მუსირებს სოც ქსელებში ) აბაშიძის გამზირზე გადაინაცვლა.
2000 ჭრელი ქოლგა აფარფატდა აბაშიძის გამზირზე და ბათუმობის. ყოველ შემთხვევაში ბათუმობა 2016 -ის ძირითადი და ლამის ერთად ერთი ღირსშესანიშნაობა გახდა. ერთად ერთი იმიტომ რომ მომდევნო დღე გალა და ნადია კონცერტის ნაცვლად წვიმამ დახურა. თან საგულდაგულოდ. ამიტომაც ვერც იმას დავამტკიცებთ რომ კონცერტი ან ღონისძიებები, რომლებიც მეორე დღისთვის იყო დაგეგმილი ცუდი იყო, თუმცა ვერც იმას რომ - კარგი. ერთი სიტყვით წვიმამ ჩარეცხა დღეც და ამ დღისთვის გამოყოფილი თანხაც.
დავუბრუნდეთ ქოლგებს, რომლებიც ცნობისთვის ახლაც კეკლუცობენ აბაშიძის ქუჩის თავზე. ჯერ მათ რიგებს მხოლოდ რამდენიმე ათეული გამოაკლდა. ზოგი ქარმა მოლეწა, ზოგიც რიგი ადამიანების თავს იცავს ბათუმური წვიმისგან. მართალია მათ თავს წვიმის გარდა აღშფოთებული საზოგადოების ნიაღვარიც დაატყდა, მაგრამ როგორც ჩანს კარგი ქოლგა გამოდგა, ხარისხიანი. არც წვიმამ და არც ლანძღვამ არ გაატარა.
ქოლგებმა ასევე წინ წამოწიეს მივიწყებული თემა ბათუმელთათვის საყვარელ ქოლგიან დელფილზე. რომელიც დღევანდელი ბათუმური ლოგოს ფონზე აშკარად ფავორიტად რჩება. მითუმეტეს მასაც ქოლგა უპყრია ხელთ. აქსესუარი, რომლის გარეშე ბათუმი ( რა გინდ ზეტურისტულ მექადაც არ უნდა გადაიქცეს) წარმოუდგენელია. ასე რომ დროა დააბრუნონ ჩვენი დელფილი.
ლექსების კითხვის საკმაოდ ორიგინალური მანერით გამოირჩეოდნენ წლევანდელი არტისტები. ბარე სამჯერ გაიქცა ხალხი გასაშველებლად
აი, ასეთი იყო ბათუმობა 2016 ქოლგების ამარა დარჩენილი დღესასწაული. რომლის მეორე დღე და ბიუჯეტი წვიმამ ჩარეცხა. ლამაზი იყო ჭრელი ქოლგებით მორთული აბაშიძის ქუჩა. დაგვრჩა ბევრი ლამაზი ფოტო, ჭრელი მოგონება და... ერთი სიტყვით
ბათუმობა მიდის, ქოლგები კი რჩება
ბათუმობას გილოცავ ბათუმო
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!