Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ის რაც აკლია ზაფხულს... ჩემს ზაფხულს

ის რაც აკლია ზაფხულს... ჩემს ზაფხულს
ცხელა. ყურსასმენებში 80იანების ნაცნობი ჰიტი ისიმის. ველოზე გადაკიდებული ჩანთიდან ლუდის ალუმინის ქილას იღებ, ლუდი ჯერ კიდევ ცივია. ფშვსტვენით ხსნი და ნება-ნება სვამ... წევხარ შეზლონგზე და გრძნობ როგორ მოიპარება ზაფხული. ხო, ჯერ კიდევ არ იკბინება მზე ისე...  ჯერ კიდევ უცხოა ზღვა... თუმცა უფრო შეგრძნება იმისა რომ სულ მალე შენი თვაით დაინახავ მზის სხივებით განათებულ ზღვის ფსკერს. მოისმენ ზღვის სიღრმის სიჩუმეს და მისი სიგრილე ერთადერთი საშველი იქნება მცხუნვარე, თაკარა მზისგან.


მანამდე კი აი ასე, აუჩქარებლად შთქანთქავ ლუდს და ეფიცხები მზეს. ბათუმი უკვე ივსება ტურისტებით. თვალის გასახარად უცხოელი ტურისტები ჭარბობენ  ჩვენს მეზობლებს რაოდენობით. ველოსიპედებზეც ერთი ორად გაიზარდა მოთხოვნა. ველო ბილიკი უკვე საკმაოდ დატვირთულია. მართალია ფსევდო წითელ ხალიჩაზე გავლის მსურველთა რიცხვიც მატულობს. მაგრამ ნელინელ ხვდებიან რომ რაღაცას ისე არ აკეთებენ როგორც საჭიროა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სანტიმენტრებში ჩაუშხუილებ ველოთი.

ბულვარში უკვე გამოჩნდა ზედმეტ კალორიებზე გულნაწყენ მანდილოსანთა საძულველი სასწორები. ასე "საყვარლად და თბილად" რომ უხმობენ წონის და სიმაღლის თანაფარდობის გაგების მსურველებს. შემდეგ კი რიხიანად აუწყებენ დამსწრე საზოგადოებას თუ რამდენით ზედმეტს ან ნაკლებს იწონის სასწორზე შემდგარი განწირული. რამდენი მინახავს მაქედან გაბრაზებული და აბუტბუტებული...

ღია ბარების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. მშვენიერია, როგორც იქნა სუფთა ჰაერზეც შეიძლება ლუდის დალევა. თუმცა როცა ველო გყავს სულაც არ გაინტერესებს ღია ბარები, მიმტანები და უკვე გაცოფებული ფასები. სულ რაღაც 30 წუთი ნელი სვლით და შენ უკვე აეროპორტთთან, ახალ ბულვარში შეზლონგზე გატრ
უნული გასცქერი ზღვას. სვამ ლუდს, უსმენ მუსიკას, ელი და ტკბები ჩამავალი მზით, ცოტას კიდევ იცდი სანამ მზე და მისი ნათება ბოლომდე არ ჩაიწურება ზღვაში. შემდეგ დგები, მოაბრუნებ პირით ქალაქისკენ შენს ველოს და უკვე ღამის ბრიზს გრძნობ პედლის ყოველ გადატრიალებაზე.

ხო, ველო კარგია... ძალიან კარგია. მაგრამ მანძილი მეცოტავება. მადა ჭამაში მოდისო. ხოდა ამ ორ ბორბალს ცოტათი სიმძლავრეც რომ ქონდეს, რამის შუაგულში კი ორტაქტიანი ძრავის თუხთუხი ისმოდეს... ძალიან, ძალიან კარგი იქნებოდა.


არა, ველო მართლაც კარგია. მისი წყალობით მე შემიძლია გადავლახო ბარდიული, ტრტუარი, გაზონი, ვიარო ზღვასთან ძალიან ახლოს და ვატარო ისე როგორც მინდა... აი მოტო კი... თავისას მოითხოვს. მასზედ ვერ ივლი ყველგან, სადაც მოგპრიანება. ის გზების, ასფალტის ცხენია... თუმცა ის თავის, წარმოუდგენლად ლაღ და ახალ შეგრძნებებს მპირდება... ხოდა აი ისიც, რაც აკლია ... ჯერჯერობით... ჩემს ზაფხულს...

მანამდე კი ვწევარ შეზლონგზე, ველოზე გადაკიდებული ჩანთიდან ლუდის ქილას ვიღებ და ნება-ნება ვსვამ. ველოთი ვარ,  შეიძლება...

3 comments:

  1. აუ, ველო მინდააა

    ReplyDelete
    Replies
    1. მერე? ბათუმში ვლოს მეტი რაა ?! :)

      Delete
    2. ჩემი მინდა :D

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]