Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმი - velocity

ბათუმი - velocity
ველოსიპედი სკოლის პერიოდში ჩემი არდადეგებისა და თავისუფალი დროის თითქმის განუყოფელი ნაწილი იყო. მეგობრებთან ერთად ხშირად "ვმოგზაურობდით" სხვადასხვა გზებზე. ჯერ "შკოლნიკი" მერე კი მაშინდელი ოცნების ორთვალა მობილი "დესნადვა".
ახლაც მახსოვს კამათი იმის თაობაზე - "დესნადვა" ჯობია თუ "არნიონოკი". თუმცა იყო ზემოდან მომზირალი "ტურისტიც" თავისი წვრილი საბურავებითა და წარმოუდგენელი სისწრაფით. თუმცა ის იმდენად "კულტურული" იყო რომ ტყე-ღრეში და ქავაღოდრში სარბენლად და მუხლების გადასატყავებლად არანაირად არ გამოდგებოდა. იყო კიდე "ივერია" რაღაც მუტანტი, რემელიც მხოლოდ სამჯერ მყავდა ნანახი და სამივეჯერ დავრწმუნდი რომ ჩემი "დესნადვა" ნამდვილი მეგობარია.

დრო მოვიდა და ჩემმა "დესნამ" "ქუხნაში" დაიდო ბინა. მელოდა, მელოდა და ბოლოს, ერთ მთვარიან ღამით ვიღაცას გაჰყვა. ვინანე, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ბავში იყოს ჯანმრთელი და ბედნიერები იყვნენ.

წლინახევრის წინ კი ახალი გერმანული "ცხენი გავხედნე". kalkhoff -საკმაოდ დამჯერე და კარგი ვინმე აღმოჩნდა. ამ ყველაფერს ზაფხულიც და ველო ტრასებიც დაემატა და ქალაქს კიდევ ერთი, მოძრაობის წესბის ძალიან პრინციპული დამცველი ველომოყვარული შეემატა. ( ამაზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო, ოღონდ ეგ მერე )
ფეხად ქალაქის მერიამაც წამოიწყო "ბათუმიველო"ს პროექტი.


 120 მშვენიერი ველოსიპედი (მათი რიცხვი იზრდება) ბულვარში გადაანაწილეს და იმისდა მიუხედავად რომ აქაც გამოჩნდნენ ნაცრის თავზე მყრელები ლოზუნგებით "ველოსიპეტი ვჭამოთ?!", "ამაში ხარჯავთ ფულს?!" და "რატომააქვს მრგვალი ბორბალი". ველოტრასაზე თითქმის ყოველი მეორე ველოსიპედი ( და ველოსიპედისთა რიცხვი აშკარად ძალიან დიდია ) სწორედ ბათუმი ველოა. ძალიან კომფორტულია, მოსახელხებელი და პრაქტიკული. აიღე ერთი ადგილიდან, გაისეირნე და მიაბარე იქ სადაც მოგეხერხება. სიმართლე გითხრათ ასეთი "სადგურებით" მთელი ქალაქი რომ იყოს აღჭურვილი ძალიან კარგი იქნებოდა. მართალია მარცხენახელ ფანჯარაში გადმოყოფილი დერსკი როჟები დიდად ვერ იკაიფებენ ამით და ვერც ქალბატონები ვერ წაისვამენ პომადას უკანახედის სარკეში მომზირალნი.. მაგრამ მაინც კარგი იქნება ( მოწესრიგებული გზები რომ იყოს და ეს წვიმა რომ არ ... )


ეს არქიტეკტორთა ჯგუფის, RAFAA- ს ერთი საინტერესო პროექტია. მემგონი ძალიან საინტერესო და პლიუს ამას - ლამაზიც.




ველოს თემის გაგრძელებასავით გამოვიდა ... მაგრამ ფაქტია. კიდევ ერთი, ამჯერალდ ძალიან ლამაზი ძეგლი დაიდგა. ეს ის იშვიათი გამონალისია როდესაც დადგმული ძეგლი ლამის ყველამ მოიწონა


ბორბლები ტრიალებს, წყალი მოჩქეფს და ყველა ბედნიერია. ხოდა ასე. ველოსიპედი კაი რამაა ისეთი პატარა და კოხტა ქალაქისთვის როგორიც ბათუმია. ამაზედ დიდი აღფრთოვანებით მიყვებოდა ერთი უკვე ძალზედ კარგად გარუჯული გოგონა, რომელსაც თურმე მთელი ევროპა შემოუვლია და თურმე იქ ყველა ველოსიპედით დადის "იციი?!" . მართალია დიდი წვალების მიუხედავად ვერანაირად ვერ მოახერხა ველოს მორჯულება, მაგრამ გაკვეთილია მთავარი ....




ბულვარში ველო ტაქსიც გამოჩნდა. ელექტრო აკუმულიატორის წყალობით ძალიან იოლად მართავს ველომძღოლი ამ ველოტაქსს თავისი მგავზებინად. კარგი რამაა ეს ელექტრო ველოები (გავზარმაცდი?!) მაგალითად თუ ოდნავ დიდი მანძილი გინდა გადალახო, ოდნავ შეგეხიდება მაინც. ბევრი ვერსიაა იმისა თუ როგორი უნდა იყოს ველო ელექტრო ძრავზე.

მაგალითად ასეთი...


ასეთი თუ ...


ასეთი ( მე მომეწონა )


ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი კომფორტულიც რომ იყოს მისი ... ტარება არა, შენახვა...

ამ კონცეპტს ბევრი "იდეინნი" სახელი მოუძებნეს. მე კი უბრალოდ დავარქმევდი "იკატავე და დაახვიე"-ს





ეს მაგალითად, იდეალურია მთებში მოგზაურობის მოყვარულთათვის, უბრალოდ ეს "სამაკატი უფროა" მხოლოდ მთიდან დაშვებას თუ შესძლებთ. მაგრამ მემგონი ეგეც ხეირი იქნებოდა.

Добавьте подпись
მსუბუქი, გამძლე და .. რატომაც არა?! ლამაზი. თუ კონცეპტკარებს ყავს თავისი დიზაინერები და ათობით სტუდია მუშაობს მათ გარეგნულ იერსახეზე, ველომ რა დააშავა. ხოდა მოდით გადავათვალიეროთ, ასე ვთქვათ - მომავლის ველო კატალოგი.














ხო. მართლაც ლამაზია, რამდენად პრაქტიკული არ ვიცი მაგრამ.. ლამაზი კი.

მაგრამ ჯერჯერობით რაც კი ვნახე და დავქექდავგუგლე... ყველაზე ოპტიმალური -  კომფორტი, გამძლეობა და ხარისხი (ფასი არ იგულისხმება) . აი ეს კოხტა ველოა. დიდება აუდს.


კარბონის რამა, კარბონის ბორბალი თითოეული 600 გრამი, 2,3 კილოვატიანი ძრავი. მაქსიმალური სიჩქარე 80 კილომეტრი საათში. საშუალო 50 კილომეტრი საათში. სრული ელეკტროპაკეტი, ინტეგრაცია სმარტფონთან, იმობილიზატორი, ერთი დამუხტვა საკმარისია 50 - 70 კილომეტრი მანძილის დასაფარად (2,5 საათი) . 9 სიჩქარე. ჰიდრავლიკური მუხრუჭები. წონა 11 კილოგრამი .... მინდაა !!!!




ხოო... და იმაზე ვსაუბრობდი... 

მოკლედ კარგი რამაა ველო, მითუმეტეს როცა ზაფხულია, როცა ველობილიკებია, როცა ზღვა ახლოა და როცა არ წვიმს . მითუმეტეს რომ არც საცობებს ქმნი, არც გარემოს აბინძურებ და არც უნიჭო დრაფტინგით მიგაქვს მეზობლების ტვინი. 

ხო ისე, ამიერიდან კიდე ერთი ჩანართი დაემატება ჩემს ბლოგს - "ველოსიპედისტის ჩანაწერები" ვნახოთ რა იქნება :)

3 comments:

  1. mndaa, ise neta icis posterma ro grdzelmarshruziani bilikebi chemi daproeqtebulia? :)))

    ReplyDelete
  2. ხოდა ძალიანაც კარგი. დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  3. ვიტრაბახოთ ბარემ :D

    https://www.behance.net/gallery/BatumVelo-Branding/1721555

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]