Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მომწონს Refresh - ი

მომწონს Refresh - ი
ნელა, აუჩქარებლად ატრიალებ პედლებს. სიცხეა. გსიამოვნებს გრილი შემხვედრი ქარი და ის რომ შენი სეირნობა ყურსასმენებში აჟრერებული მუსიკის წყალობით შენივე თვალებით, ყოველგვარი მონტაჟის წყალობით გადაღებულ კლიპს გავს. ზღვა, მზე, პლიაჟი, პალმები, თოლიები, მუსიკა, ველოსიპედი და გზა...

ცხელა, ძალიან ცხელა. ზაფხული ახლა დაიწყო, მაგრამ უკვე საკმაოდ ცხელი განაცხადით მოვიდა. არ ვიცი რა იქნება შემდეგ, მაგრამ როგორც დაიწყო და რაც დაიწყო მე ძალიან მომწონს.




მომწონს რომ სიცხის მიუხედავად არც წვიმა გვანატრებს თავს.

მომწონს რომ ზღვა ძალიან უჩვეულო და ძალიან ლამაზი ფერისაა.


მომწონს რომ ზაფხულია, მზეა, ზღვაა და კიდევ ბევრი, ბევრი რამ იწყება...

და ბოლოს...

მომწონს როცა ცხელი შუადღის, ველოსიპედის პედლების ტრიალის და კედების ტარების შემდეგ, უბრალოდ შეგიძლია მიხვიდე, დააყენო ველო, გაიხადო კედი და ....




2 comments:

  1. Как всегда описано все очень просто,доступным и красивым языком, то что нас радует каждый день, то что мы хотим записать и запомнить навсегда, хорошие приятные моменты. Читается на одном дыхании, клип... Хочется чтоб так было круглый год!!!
    eLL

    ReplyDelete
  2. главное чтоб было желание. остальное всё наладится :) и у других сезонов есть свои прелести ;) но пока будем радаватса этаму сезону

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]