12 მაისს ბათუმში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად და სისხლის ბანკის შევსების მიზნით საქველმოქმედო აქცია გაიმართა სახელწოდებით "ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს" . 6 მაისის პარკში გამოფენა გაყიდვისა და კონცერტის პარალელურად, რადიო აჭარის შენობაში, ერთ-ერთი ოთახი სისხლის ბანკის თანამშრომლებს დავუთმეთ. სადაც ნებისმიერ მსურველს შეძლო უსასყიდლოდ გაეცა სისხლი.
სიმართლე გითხრათ ამდენ ადამიანს არც ორგანიზატორები ელოდნენ და არც ჩვენ, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ერთი კვირა ვაწარმოებით პიარკამპანიას. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით.
თავისთავად დონორთა სურვილი საკმაისი არ იყო სისხლის ჩაბარებისთვის არსებული კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გულდასმით გამოკითხვის, წნევის გაზომვისა და წონის შემოწმების შემდეგ ძალიან ბევრ მსურველს ეთქვა უარი.
საქართველოს მასშტაბით სისხლის ჩაბარების აქციის ფარგლებში ყველაზე დიდი აქტივობა აჭარაში დაფიქსირდა. 159 დონორი და 55,5 ლიტრი სისხლი. მოხარული ვარ რო რადიო აჭარამ ამ საქმეში მცირეოდენი წვლილის შეტანა შესძლო. დიდი მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ეს პრობლემა და უსასყიდლოდ გასცა სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად. როგორც ორგანიზატორებმა გაუწყეს, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი. ასე რომ თუ ვინმეს გული დასწყდა რომ ვერ მოახერხა რიგი მიზეზების გამო დღევანდელ აქციაში მონაწილეობა. მალე კვლავ მიეცემა ამის შანსი.

No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!