Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჰიპსტერი შექსპირი - გამარჯობა XXI

ჰიპსტერი შექსპირი -  გამარჯობა XXI
ასახავს თუ არა ჩვენი სამოსი ჩვენს სტატუსს, საქმიანობას, მისწრაფებებს. შეიძლება თუ არა ჩაცმულობის მიხედვით დაახლოებით მაინც გამოთვალოთ ადამიანის არა მხოლოდ ხასიათი, არამედ მისი შინაგანი სამყარო ?! ალბათ კი. მითუმეტეს თუ ამ საქმეს სპეციალურ პროექტს მიუძღვნი და სათანადო კვლევასაც ჩაატარებ. მაგრამ თუ ეს ისტორიულ პიროვნებებს ეხება და არა ცოცხალ ადამიანებს?! მაგალითად ადმირალ ნელსონს, შექსპირს ან მარია ანტუანეტას?! . რატომაც არაო თქვეს ინგლისური ისტორიული არხის Yesterday-ის მესვეურებმა და პროგრამათა ციკლი «Secret Life of…» წამოიწყეს. კვლევა კი ტაილორ ჰერინგის დიზაინ სტუდიას მიანდეს. საიდანაც ძალიან მალე მიიღეს კონკრეტული დასკვნები იმის შესახებ თუ ვინ, როგორ და რანაირად შეიმოსებოდა. თან ეს უბრალო ვარაუდი როდი იყო. საკმაოდ კარგად დასაბუთებული დასკვნები. შექმნეს ფსიქოპორტრეტი, გამოიკვლიეს (გაიხსენეს) მათი მისწრაფებები და ... აი ასეთი სურათი მიიღეს.

ჰენრიხ მერვე




უყვარდა რა თავისი სიმდიდირის დემოსტრირება, დიდის სიამოვნბით შეიმოსებოდა ძვირადღირებული კოსტიუმით, აბრეშუმის თხელი პერანგით და რაკიღა ჩაცმა-დახურვაზე მეტად საკუთარი თავიც არანაკლებ უყვარდა. უთუოდ გადაინერგავდა თმას, ჩაისვამდა ქათქათა კბილებს და თავის ბრწყინვალებას ერთი, ძალზედ დიდი ბრილიანტის ბეჭდითა და ძვირად ღირბული საათით დააგვირგვინებდა. საკუთარი იახტის გემბანზე მიღებული რუჯი ნამდვილად დაამშვენებდა მის, ასაკთან შედარებით საკმაოდ კარგად მოვლილ ტანს. ისიც სავარაუდოა რომ ნადირობის მოყვარული იშვიათად თუ აუვლიდა გულგრილად გვერდს ფიტნეს კლუბებსა და მოედნებს.

ელიზავეტა



სიმკაცრითა და ძალაუფლებით აღვსილი მისი გამოხედვა აღარ იქნებოდა ესოდენ ერთფეროვანი. მას გაცილებით ხშირად მოუწევდა გაღიმება თავისი ახლად ჩასმული ქათქათა კბილების გამო. საქმიანი ლედი აუცილებლად დაისწორებდა თავის ხვეულ, წითურ თმას და მოკლედაც შეიჭრიდა. მოდის სიყვარულით გამორჩეულს სამოსიც აშკარად გამორჩეული და ექსკლუზიურად შეკერილი ექნებოდა. აბა როგორ, ეს ხომ ელიზავეტაა

მარია ანტუანეტა



შიპაგოლიკი და მოდის მიმდევარი ქალბატონი დიდის სიამოვნებით აედევნებოდა თანამედროვე მოდის ტენდენციებს. ჩაისვამდა თეთრ, ქათქათა კბილებს, გაიბერავდა მკერდს, რომლის გამოც ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი. სამოსის დღეში ლამის სამჯერ გამოცვლის მოყვარული აუცილებლად დაივლიდა ყველა სახელგანთქმულ ბუტიკს და აუარება ყუთებით ხელდამშვენებული მიაკითხავდა სილამაზის სალონს. სადაც მოდის ბოლო ტრენდს, ჟღალად შეღებილ, აჩეხილ ვარცხნილობას მიანიჭებდა უპირატესობას.

შექსპირი



აი ვინ იქნებოდა ნამდვილი ჰიპსტერი. ტვიდის ჟილეტი, პერანგი ალია-70 -ის სტილში.საყურე ორივე ყურში. ორიენტაციის თაობაზე დასმული და უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები. უფრო მსახიობი ვიდრე დრამატურგი. და კიდევ ერთი რამ - ისიც, ჰოლივუდის მსახიობების დარად, აუცილებლად გადაინერგავდა თმას. აუცილებლად

ნელსონი?



აბა რა გასაკვირია. თუ სხვები თმებს გადაინერგავდნენ და კბილებს ჩაისვამდნენ. ადმირალი თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებდა. თვალის და ხელის პროთეზი?! რატომაც არა. ერთად-ერთი რაც უცვლელი დარჩებოდა ეს მისი სიყვარულია ფლოტის და ზღვის მიმართ. აი გემბანს კი ნამდვილად გაცვლიდა ადმირალის კარგად მოწყობილ კაბინეტში... იქბე შორიახლოს ლედი გამილტონიც თუ იქნებოდააა.....

მოკლედ აი ასეთები ქინებოდნენ ეს ღრმად პატივცემული ისტორიული ფიგურები თავიანთი ეპოქის ნაცვლად ჩვენს გვერდით რომ ეცხოვრათ.
რას იტყვით?! მგონი საკმაოდ საინტერესო კვლევა გამოუვიდათ


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]