Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მთვარის კლუბი ხუთი წლისაა

მთვარის კლუბი ხუთი წლისაა

დღეს ჩემი ბლოგი იუბილარია. როდესაც ტელეფონის კალენდარმა ეს თარიღი ამომიგდო, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. აი ის მომენტი - პირველ პერიოდში რომ მისი ყველა პოსტი რაღაც სიახლეა და ბავშვის პირველი "აღუსავით" გიხარია. შემდეგ მასზე ზრუნვა ჩვეულებრივ, რეფლექსურ - სიამოვნება ნარევ ერთგვარ მოვალეობად რომ ხდება, ნელინელ ეჩვევი და უეცრად გეუბნებიან - ვა, უკვე ხუთი წლისაა ?! და ფიქრობ - ვაა, მართლა ხუთი წელი?!  და კადრი - თვალზე ცრემლმომდგარი ამაყი მამა მომღიმარი შეჰყურებს პირმშოს.


არადა დღემდე ახალია ეგ შეგრძნება. აი ისეთი, პირველი ფოტო რომ ავტვირთე და გამოვაქვეყნე- პრაქტიკულად ეს მატარა ნაბიჯი იყო, მაგრამ დიდი ნახტომი სულ სხვა სამყაროში.
მერე შევდიოდი და დღეში ბარე ხუთჯერ ვათვალიერებდი თუ როგორ გამოიყურებოდა ბლოგზე ატვირთული ფოტო. სად უნდა წასულიყო, მაგრამ აი ისე, მძინარე ბავშვს რომ დახედავენ ხოლმე  როგორ სძინავსო- დაახლოებით ეგ მომენტი იყო. შემდეგ ხასიათების და თემატიკის ცვლილებების გარდამტეხ ასაკშიც შევიდა. ეპოტინებოდა ყველაფერს, ყველგან და ყოველნაირად. შემდეგ უკვე დიზაინზე თავის მტვრევის ეპოქა დაგვეწყო. რა არ მოირგო, რა არ დაიბრალა... ახლა კი აი ასე - ოდნავ დაწყნარებული ზეიმობს თავის ხუთ წელს.

როდესაც ახალი პოსტის წერას ვიწყებ ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რეალურად საუბარს ვიწყებ მკითხველთან. შესაძლოა ეს რადიოში შეძენილი ჩვევა იყოს. ძალიან გავს იმ შეგრძნებას, როცა მიკროფინის მიქშერს ხსნი და ეთერში შედიხარ. გისმენენ შენ, გკითხულობენ, გითმობენ დროს - შენ კი უნდა გამოიყენო ეს მომენტი და არანაირად არ უნდა გაუცრუო იმედი. ერთხელაც თუ ასცდი, ძნელია ხელმეორედ მსმენელის და მკითხველის შემობრუნება. ამიტომაც სიფრთხილით ვეკიდები. მე მეიყვარს ჩემი მკითხველი. ხშირად ვაბრაზებ - მაგრამ მაინც. ძალიან საინტერესო რამაა ცალკერძ ბლოგერობა. წერო თავისუფლად, სუბიექტური მაგრამ შეძლებისდაგვარად ადეკვატური მოსაზრებები - ძალიან დიდი ფუფუნებაა დღეს.  ძალიან ბევრს ყელში ეჩხირება და სავსებით დამსახურებულადაც. საბედნიეროდ გაცილებით უფრო მეტს მოსწონს და ინტერესდება შენი ნააზრევით - რაც ძალიან მახარებს.


ამ ხუთი წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ მოხდა, შეიცვალა, გაუქმდა, დაარსდა, წავიდა, მოვიდა, დაინგრა და აშენდა. მთელი ხუთი წელი ბლოგი ჩემი გრძნობების, მოსაზრებებისა და შეხედულებების ერთგვარი რუპორი იყო. ადგილი, სადაც ყოველგვარი რიდის გარეშე ვესაუბრებოდი ჩვენს მკითხველს. ხო - ჩვენს და არა ჩემს. ამ ხნის მანძილზე ბლოგმა საკუთარი სახე შეიძინა და უკვე ვეღარ ვბედავ მისთვის შეუფერებელ, შეუსაბამო პოსტების გამოქვეყნებას. უკვე ის ცალკე - მთვარის კლუბია. ადგილი, სადაც შემოდიან და მეტწილად იციან თუ როგორი განწყობა დახვდებათ აქ, ან პირიქით - იმ განწყობისთვის შემოდიან რაც აქ სუფევს ( ცოტა შეუსაბამო სიტყვაა, მაგრამ მაინც ). მას ყავს თავისი მკითხველი და ეს ძალიან მიხარია. ამიტომაც:

ფეხზე ავდგები და ისე ვიტყვი - დიდი მადლობა თქვენ, თითოეულ აქ შემომსვლელს, ძველ მეგობარს და ახლად აღმომჩენსაც. გმადლობთ რომ გვიტანთ მე და ჩემს ბლოგს. ვაღიარებთ - არაერთგზის მოგვიშლია თქვენთვის ნერვები ორთოგრაფიული შეცდომებით, გემრიელი სურათებით, ზღვის ხედებით, ყავის მოტრფიალე პოსტებით, ვიდეოებით, უკბილო ხუმრობებით...

ამიტომაც საჯაროდ გპირდებით - კიდევ არაერთგზის მოგიშლით ნერვებს შედარებით გულდასმით გადაკითხული პოსტებით - ყავაზე, ზღვაზე, ბათუმზე, გურიაზე, ისტორიაზე, მოთოლოგიაზე, რადიოზე, ხეტიალზე. გაცილებით მეტი ფოტო და ვიდეო მასალა დაიდება. გაცილებით გაიზრდება სამოქმედო არიალეი და საერთოდ, ხუთი წელი მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ, ძველო მეგობარო და ახალო შემოხეტბულო, მართალია მთვარის კლუბს აწერია "მხოლოდ მთვარეულთათვისო" მაგრამ რაკიღა ამ ბლოგს მოუბრუნდი, ესეიგი შენც ხარ გარკვეულ წილად ( შესაძლოა ჩემზე მეტადაც ) მთვარეული. ხოდა ჩემო მთვარეულო მეგობარო, წინ კიდევ არაერთი საინტერესო აღმოჩენა გველის.

ახლა კი ვსარგებლობ შემთხვევით და ჩემს ბლოგს ერთ პატარა, ძალზედ ლამაზ სიმღერას ვაჩუქებ. სიმღერას, რომელსაც ძალიან საინტერესო, ჩემი ბლოგის სეხნია ჯგუფი "მთვარის კლუბი" ასრულებს. ის უფრო ძველია ვიდრე ჩემი ბლოგი, მაგრამ ეგ ღვინოსავითაა "ძველი უმჯობეს არს".

2 comments:

  1. <333 გილოცავ ანუუუ :*** )))

    ReplyDelete
    Replies
    1. დიიიდი მადლობა :) გაიხარე

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]