რამდენადაც არ უნდა გვძულდეს, გვზაგდეს ან არასასიამოვნოდ გვახსენდებოდეს 90-იანი წლები და მასთან დაკავშირებული პრობლემები. არის რაღაც რაც ასე თუ ისე ალამაზებს ამ მოგონებებს. ეს რაღაც ჩვენი ბავშვობაა და ბავშვის თვალით დანახული, შეფერადებული ის ნაცრისფერი რეალობა რაც უკან ჩამოვიტოვეთ. ზოგჯერ ვფიქრობ - რა კარგია რომ ჩამოვიტოვეთ და რა კარგია რომ მაშინ ვიყავი ბავშვი და შემეძლო ცოტათი მაინც მეთამაშა რეალობით. ნაცრისფერი, შეფერადებული დღის შემდეგ მოდიოდა გრძელი და ხშირად უშუქო ღამეები. შეშის ღუმელის ბუტბუტი და წიგნის ფურცლებიდან ამიკითული ლამაზი ამბები. შუქის უეცარ მოსვლას კი ზოგჯერ ცისფერი ეკრანის ანთებაც და სადღაც იქ, შორეთში ჩვენთვის ბავშვებისთვის შექმნილი ზღაპრებიც მოჰყვებოდა.
ხო, ჩვენ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, საბჭოთა ბავშვობა გამოვიარეთ. იქაური, სხვანაირი ზღაპრებითა და ცოტათი უფრო ადამიანური პერსონაჟებით. ადრე გახსოვთ ალბათ, ჩვენი ბავშვობის მულტ სამყარო გაგახსენეთ. დღეს კი მინდა ის ძილისპირული სიმღერები გაგახსენოთ დაძინებისას რომ საამოდ ჩაგვესმოდა ხოლმე. რა გვესიზმრებოდა და გვაღიმემდა ძილში ... ვინ იცის. მაგრამ მინდა ცოტახნით კიდევ დაგაბრუნოთ ბავშვობის დროინდელ ძილისპირულეთში.
მოდით, ჯერ ისევ მულტფილმებიდან დავიწყებ. გახსოვთ ეს საყვარელი დათუნია სახელად "უმკა"?! ხოდა აი აქედან დავიწყოთ. თამ ეს მოტივი ძალზედ პოპულარულია და თან საამოც
შემდეგ კი აი ეს, მოცარტის მშვენიერი ქმნილება მინდა მოგასმენინოთ. ეს სიმღერა ფრიდრიხ გოტერის პიესიდანაა აღებული რომლის სახელწოდებაც "ესტერ"ი გახლავთ. სიმღერის რუსული ვერსია კი გასული საუკუნის დასაწყისში რუსმა პოეტესამ, სოფია სვირიდენკომ მოარგო. მოარგო და მე თუ მკითხავ ძაანაც უხდება . ეს სიმღერა კარგახნის მანძილზე "ქუდად" ქონდა რუსულ ძილისპირულს Спокойной ночи, малыши
როცა ბავშვობას ვიხსენებთ რაღათქმაუნდა ყველასათვის სასურელ ძიძას, მშვენიერ მერი პოპინსაც ვერ ავუვლით გვერდს. ეს ფილმი, თავისი სიმარტივის მიუხედავად ძალზედ საყვარელი და ოდნავ სევდიანიც კია. რაღათქმაუნდა ამაში დიდი წვლილი მასში აჟღერებულ სიმღერებზე მოდის. ეს სიმღერა კი დუნაევსკის ეკუთვნის... კიდევ ერთხელ ფერად სიზმრებზედ . თუმცა თავადაც დამეთანხმებით რომ ძალზედ დიდი და ნათელი სევდა მოაქვს ამ სიმღერას

ეს საბავშვო მოიუზიკლი სამწუხაროდ ნაკლებად ახსოვს ბევრს. სულ ტყუილად. აქ იავნანას გარდა ძალზედ სახასიათო მსახიობები თამაშობენ. ძალიან მიყვარდა მგელი. დედა თხის, ქალბატონ ლუდმილას იავნანა კი მართლაც საამოდ მოსასმენია. გახსოვთ?! თუ არადა გავიხსენოთ
კიდევ ბევრი ფილმია სადაც ძილისპირულს მღერიან, თუმცა ყველას ჩამოთვლას მემგონი აზრი არააქვს. კარგი იქნება საქართველოში თუ დავბრუნდებით. გახსოვთ ალბათ ჩვენი "ძილისპირულიც". დედადუ და მამადუ. მეზღაპრე პაპა და მის მიერ მოთხრობილი ამბები. ხო, ჩვენაც გვქონდა რაღაც ლამაზი. თამრიკო ჭოხონელიძის ხმით ნამღერი იავნანა თუ გახსოვთ ?!
მაგრამ ბასტი და ბუბუ მაინც (ასე ვთქვათ) ახალი და ძალზედ კარგი მიგნება იყო ქართულ ტელესივრცეში. მოსლექილი, ბავშვური ენით ამეტყველებული არსებები და სიმღერა დღესაც ღიმილს იწვევს.
ხო... კარგი იყო ბავშვობა და ის ვარდისფერი სიზმრებიც რაც მას თან ახლავს. სამწუხაროდ დღეს ჩვენ მხოლოდ სიზმრებზე გადებული ბილიკით შეგვიძლია იმ დროში დაბრუნება და თუკი ამაში მე რამენაირად მაინც დაგეხმარებით, ბედნიერი ვიქნები. ჩვენ ხომ ყველანი იქედან - ბავშვობიდან მოვდივართ...
ბოლოს კი რაღათქმაუნდა აი ეს. ჟანრის კლასიკა. რამდენი თაობა დაიზარდა ამ სიმღერაზე... ეჰ, კარგი იყო ბავშვობა. ძილინებისა აბა .. ბავშვებო
მადლობა :)
ReplyDeleteშეგერგოს :)
Delete