09.06.2010

ჩემი 90-იანები ...

ახლა რომ ვიხსენებ მართლა მეცინება. განა იმიტომ რომ სასაცილო იყო. არა. უბრალოდ მართლა რა გამოგვივლია და ზოგჯერ არ გვახსენდება. თუმცა ზოგჯერ კი არა, თითქმის არასდროს. შევფუთეთ ზამთრის ტანსაცმელივით და სადღაც შორს, ღრმად გადავინახეთ.
არადა მაშინ ხო ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოვლენაც არა… ყოველდღიურობა. რამოდენიმე ხნის წინ ვიხსენებდით დეტალებს და სიცილით ვკვდებოდით. დიდი ხანი გასულა. მაგრამ ჩარჩა მოგონებას. თან ღრმად. როგორც დამსხვრეული ოცნების რაღაც ფრაგმენტი ცოტათი გაფერკმთალებული ბავშვობიდან.


ბავშვობიდან “ცისკარა”-ში ან “მოსკოვზე” გასული საყმაწვილო კინოსტუდიების გადაღებულ საბავშვო ფილმებზე გაზრდილს, ერთი სული მქონდა როდის მიმიღებდნენ პიონერში და როდის მეღირსებოდა სანატრელი არტეკი . ფილმებში ასე ლამაზად რო იყო ამდენ ფილმში ასახული იქ გატარებული ზაფხულის დღეები. მაგრამ ვის დასცალდა. ეს ოცნებაც ისე დაიხა და დაიფლითა როგორც პიონერის წითელი ყელსახვევი. ( სულ რაღაც ერთ კვირაში) მაგრამ მაშინ ამისთვის ვის ცხელოდა, ეროვნული თვითგამორკვევის ეპოქა იწყებოდა… დამპალი კომუნისტებთან ბრძოლის, სამფერიანი დროშის, მიტინგზე მუხლზე დამხობილი ხალხის და ზვიადზე გაფანატებული ქალების ეპოქა. ლოცვით  დაწყებული გაკვეთილები. 9 აპრილისადმი მიძღვნილი სასკოლო საღამოები. სანთლის სუნით გაჯერებული დერეფნები.  მიტინგებმა და სამოქალაქო ომმაც გაკვეთიებთან ერთად ჩაიარეს. მათგანაც ვისწავლეთ გაკვეთილები და დღემდე ვაბარებთ.

თუმცა იყო ისეთი მომენტები რომელთა გახსენებით თითქოს გუაშით ფერადებს ამ შავ-თეთრი მოგონებს. ვარდისფერი, “სუნიანი” საშლელები.  “ოკულ დეფტერი” - საბჭოთა მწვანე და ცისფერი “ტეტრადების” მერე პირველი ნაბიჯი ცივილიზირებულ სამყაროში. “პირამიდა” ჯინსებზე ოცნება, მერე ქონა და მერე სიამაყით ტარება. კუბიკრული, სქელი, ფერადი პერანგები. კამათი იმის თაობაზე თუ რომელი სათვალე სჯობს- პლისია რო აწერია თუ რეიბანები?!. საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი. გაცვეთილი ვეხაესის კასეტები ვანდამის და ჯეკიჩანის ფილმებით, გაზეთით გაწმენდილი გალოვკა. დავა იმის თაობაზე ჯეკია მაგაი თუ  ბრიუსლი . დამსრეთა მონაგონი-“ შანხაის რესტორანში ბრიუსლიმ იცი რა უქნა ჯეკიჩანს?!” –“მაგას მერე კუნთები დაეჭიმა, გაქვავდა და მოკვდა”. დისნეის სამყაროში შეღებული კარი და სკოლიდან სახლისკენ სირბილით თრახუნი იმის იმედით რომ “ნაშუადღევში” მულთფილმს მივუსრებდით. სოკოებივით მომრავლებული საკომისიოების რიგს ისე ჩავუვლიდით, თითქოს ერმიტაჟის გალერეას ვათვალიერებდით. გვაინტერესებდა რა იდო ვიტრინის ქვეშ. შემდეგ კი თავს ვიმტრევდით ეგ რაღაც რისთვის იყო საჭირო. გზად დაკრეფილი კარალიოკი და მსხალი. ის უფრო გემრიელი გვეჩვენებოდა ვიდრე ჩვენს ეზოში დახუნძლულ ხეებზე მოკრეფილი. გრეხილი "ცეპები", მერხის გვერდსაკრავიდან გაკეთებული კბილიანი კოსტეტები, გულგამოცლილი საწერი კალმებიდან ნასროლი დაღეჭილი ფურცლით მეზობელ მერხზე მჯდომის აწითლებული კისერი. თურქეთისკენ საზღვრის გახსნა, გასატანად  მოგროვილი ათასნაირი ხლამი, ფოტოაპარატები, გარჩეული თხილი, ძველი შარვლები, უთოები და იქედან ჩამოტანილი “საოცრებები” :”ლუნა”,”ფანტა”,”კოკაკოლა”, მარგანინი “ონა”, ბოტასები,  BOSS-ის წარწერიანი კეპკები და “ჯექსონები” - ყვითელი, “ორ კისტოჩკიანი” ფეხსაცმელი რომლის ქონა უდიდესი ბედნიერება იყო. პირველ სექტემბერს კი აღმოვაჩინე რომ ჩემს კლასელ ყველა ბიჭს ანალოგიური ბედნიერება ქონდა.
 ბზინვარებამდე გაპრიალებულ, ცხვირაწეული ინსპექტორებისთვის ჯერ ადრე იყო. უსაზიზღრესი ესპანდრელებისთვის და თეთრი "ნასკებისთვის" კი აღარავის ეცალა. მეგობრობის დღიურების უაზრო კითხვები, წვალებით ჩაწერილი, დედის მაიკურით გადაწეპებული, ფანქრით გადახვეული და დაღეჭილ ბატარეებზე მომუშავე მაგნიტოფონები.

თამაში, რომელზეც ვოცნებობდით. 10000 მდე თუ ახვიდოდი მერე მულტფილმს ნახავდი.



თამაში რომლის "პრუწუნი" მშობლებს ღამით ძილს უფრთხობდა.



მოვლენა რომელმაც მანამდე არსებული ყველა ოცნება გადაფარა და სიზმრადაც გვევლინებოდა. ვაი იმას ვისაც სამეგობროში მამა ამას აჩუქებდა. იქ ვცხოვრობდით




საღეჭი რეზინის "ფანტიკები" რომლის შეგროვებაზეც ერთმანეთშ ვეჯიბრებოდით.





ფხვნილები, რომლითაც თითქმის ვქეიფობდით



სერიალი, რომელიც არ დასულებულა და ვერ ვიტანდი
(განა რომელი მიყვარდა)



ფილმი რომლისაც გვეშინოდა




გადაცემები, რომლებსაც ველოდით







მულთფილმები, რომლებსაც შევეჩვიეთ.




და სათამაშო, რომელიც ჩემთვის 90 - იანების სიმბოლოა. 
მასზეც ვოცნებობდით, ისევე როგორც ყველაფერზე. 

ასეთი მახსოვს 90-იანები. 
ვინმეს რომ ეთქვა 2010-ში ამას შენს ბლოგზე დაწერ და მერე ინტერნეტში გამოაქვეყნებო. ბოდვად ჩაუთვლიდი და  ჰუმანიტარული სოიოს ზედმეტად გამოყენებაში დავდებდი ბრალს. რა ინტერნეტი როცა ლამპის შუქზე წიგნის კითხვთ თვალებ დაღლილს, უეცრად მოსული შუქი რომ ზედმე მოვლენად მეჩვენებოდა. ასეთი იყო ჩემი 90-იანები, სუნიანი საშლელის სურნელით. პირამიდა ჯინსებით და დიდი, ძალიან დიდი, ნათელი ოცნებებით.
ბევრი თუ არაფერი რწმენა და ოცნება მაინც ვისწავლე.

Post a Comment

11 комментариев:

  1. mikvarxar dat "tipt-tipi" da "lyubob s pervovo vzgliada"ram gagaxsena... vgijdebodi mag gadacemaze. sunian sashlelze da fankrit gadaxveul TDK-s kasetebze arafers agar vambob. yupi enas ro aperadebda da zuko upro naturaluri iko(vitom). is peradi satamasho ki rogorc shemdeg agmochnda gijebis dasamshvidebeli sashualeba iko:D rac mtavaria im epokidan gamovdzverit da siaxleebs chveulebrivad vxvdebit, kovel shemtxvevashi kompiuters eshmakis mankanad agar vtvlit:D es kargia

    ОтветитьУдалить
  2. იმიტომაც მიმაჩნია ის სათამაშო 90-იანების სიმბოლოდ :)

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან კარგი პოსტია, ძალიან, ძალიან. ყველაფერი გამახსენდა, ზუკოები და იუპები, ესპადრელები, უშუქობა და ზუაჩკები. ძალიან მხიარული პოსტია მაგრამ მაინც ნავთის ლამპასთან გატარებული წლების სუნი აქვს.
    ლოვე!

    ОтветитьУдалить
  4. რაღაცები მახსოვს, რაღაცები - არა..

    ერთი რაც მახსოვს, სადღაც 3-4 წლის ვიყავი და პირველად ვნახე თურქეთიდან შემოსული უამრავი ბრჭყვიალა ტკბილეულობა..

    მამაჩემი ყვება ხოლმე, სახლში რომ მოხვედი, მომვარდი და მექაჩებოდი, მამი, წამო, კარგი ცხოვრება მოვიდა, რამდენი რამე იყიდებაო.. :)

    ОтветитьУдалить
  5. :)
    კარგი ცხოვრება არა და თურქულად "დაშაქრული" კი იყო :)

    ОтветитьУдалить
  6. რა დრო იყოოო :D
    kevebic mqondaaaa :D loveeebi :D turboebic :D
    orkasetiani magnitafonic :D :D

    mixaria rom am kvelafers movescre, rom vnaxe ganvitareba igive plastinkebidan CD da dvd mde :) dzalian magaria :)

    ОтветитьУдалить
  7. ჩვენი პატარ-პატარა, ხარა-ხურა სიხარულები :)

    ОтветитьУдалить
  8. vkitxulobdi da megimeboda....mwared ara ogond...gulit, radgan es yvelaperi mec gaviare....maxsendeba da yoveltvis kargad vixseneb xolme am dros....patara viyvai tumca titqmis yvelaperi cxadad maxsovs...titqos gushin moxda...uceb davbrundi warsulshi...yvelaperi amotivtivda wamierad :)
    dzalian momewona posti...didi madloba shen amistvis :)

    p.s. is "cisaryela satamasho" chemi ganuyreli megobari iyo...sul magit vtamashobdi....axlac minda mqondes,magram versad ver vnaxe samwuxarod :) :D

    ОтветитьУдалить
  9. :) ჰგავს ნამდვილად :) მაგრამ გამოქვეყნების თარიღში ვიჭედებით :) ;)

    ОтветитьУдалить
  10. yvelaferi maxsovs, zustad ise, rogorc shen agcere, albat kaci ifiqrebs eg dro rogor unda mogenatroso, magram zogjer ise sashinlad momenatreba xolme...

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!