Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დასავლეთის ქარი

დასავლეთის ქარი
გარეთ უჩვეულოდ თბილი ქარი ქროდა. სადღაც შორიდან მოჰქონდა მოგონების ნაფლეთები და სახეზე მეალმურებოდა. მიუხედავად იმისა რომ ავანზე ოთხი ადამიანი საუბრობდა, გავითიშე. თითქოს მოვწყდი იქაურობას და გავირიყე სადღაც. ვერ ვიტყვი რომ ეს პირველად მოხდა. ასე ხშირად მემართება როცა დასავლეთის ქარი უბერავს.



ეს ის ქარია ბავშვობაში ოცნებების იალქანს რო ბერავდა და შორეთში მიაქროლებდა. დავჯდებოდი ხოლმე აივანზე მთვარიან ღამით და მივემართებოდი იქეთკენ, სადაც  ულამაზესი მდელოებია. ამაყ მთებზე შემოკლაკნილი ლამაზი გზები. კოშკები, ტბები. მერე კი გაივაკებს. მჩქეფარე მდინარეც დაწყნარდება და დიდ ოკეანეს შეუერთდება.



 იქეთკენ სადაც ულამაზესი ქალაქებია სადაც საოცარი სიტორიები მელოდა და რაღათქმაუნდა ყოველი ამ ისტორიის გამარჯვებული გმირი მე ვიყავი.


იქ ყველაფერი ლამაზი და მომხიბვლელია. უღალატო და ბავშვურად ალალი.


 ყველაზე საოცარი კი ის არის რომ თითქოს ამ ქარს რაღაც საოცრად ლამაზი. ჩუმი, მაგრამ გულამდე ჩამწვდენი მუსიკაც მოყვება. არა, მისი გადატანა ნოტების ფურცელზე შეუძლებელია. ის მხოლოდ უჩინარ სიმებზე აიკრიფება წვიმის წვეთების ბროლივით წკრიალა ნოტებით. ჩაიღვრება სულში და ბავშვურად ალალ, ლაღ ღიმილს გაგიღვივებს.

სამწუხაროდ ამ დასავლეთის ქარის ალერს დროთა განმავლობაში სულ უფრო იშვიათად ვგრძნობთ. არ ვიცი რისი ბრალია ეს. იქნებ იმის რომ იშვიათად ქრის. ან სულაც ქრის მაგრამ ჩვენ ვეღარ ვგრძნობთ. იმიტომ რომ გავუხეშდით და მივივიწყეთ. ყოველ შემთხვევაში გამიხარდა რომ ვიგრძენი. თითქოს ვიღაცამ, ძალზედ ახლობელმა და ჩემმა ჩამიარა ზურგს უკან თმებზე ხელი გადამისვა აი ისე, ნაზად და დიდი სიყვარულით რო ეფერებიან ხოლმე ბებიები შვილიშვილებს და გაქრა. სითბო კი დარჩა

2 comments:

  1. აუუუუ =)))) დათო (? მგონი დათო) პატარა ქალაქის ზღაპრები წაგიკითხავს? =))) ჩემი ბავშვობა გამახსენდა ჩემი ტანძია =)))) ძალიან მომეწონა რაღაცნაირად დამბურძგლა =D და ჩემი პატარა ფინწიუშკები გამახსენდა ბავშვობიდან =)))

    ReplyDelete
  2. სამწუხაროდ არ მახსოვს ეგ ზღაპრები. ოოო ბავშვობის ინები გემრიელი გასახსენებელია ნამდვილად. თან იმდენიააააა :))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]