01.07.2012

ჩემი ბავშვობის ნახატი სამყარო. იქნებ შენიც ?! мультики из нашего детства

რამოდენიმე დღის წინ ჰექსეს ბლოგზე მორიგი საინტერესო პოსტი წავიკითხე. ბავშვობის საუნდტრეკიო ყვებოდა ... ხოდა მეც დამაფიქრა ამ ფრაზამ. ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო იმ დროინდელი "ღიპიანი" ტელევიზორი და ის ძალიან ძუნწად გამეტებული "მულტიპლიკაციური ფილმების პროგრამა",  " ცისკარა" და "ფერადი ეკრანი". ეს იყო პატარა სარკმელი რომელიც დიდების ნაცრისფერი სამყაროდან სხვა სამყაროში შეჭყიტვის საშუალებას გვაძლევდა. გამოზომილად, გამოზოგილად, აბებივით დარიგებულ ამ ბედნიერების წამებს ისე ხარბად ვისუნთქავდით და ვისრუტავდით რომ სიუჟეტიც, მელოდიაც და ტექსტიც ლამის ზეპირად გვახსოვდა. ხო, ეს მაშინ იყო, ომამდე, რევოლუციამდე, მობილურ ტელეფონამდე, ფეისბუქამდე და საერთოდ მდე.


მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ აი იმ, საბჭოთა მულტფილმებში გაცილებით დიდ სევდასა და სითბოს ვხედავ დღესაც ვიდრე ახლანდელ საბავშო არხებზე ნიაღვარად გამავალ ათასგვარ მულთფილმებში.

ხოდა ისა, სოუნდტრეკიო. ბევრი ვიფიქრე და მართლა გამიჭირდა ერთის ამორჩევა. გამიჭირდა, იმიტომ რომ ყველა მომეტს მოეპოვება ის სოუნდტრეკი რომელიც რომელიმე, ძალიან ნაცნობი და საყვარელი მულტფილმიდან იქნება აღებული.



თუმცა... მოდი გავიხსენოთ ის საბჭოთა (რუსული) "მულტიკები" და ფილმები ჩვენს ბავშვობას რომ აფერადებდნენ.

ეს ალბათ ყველაზე ადვილად ასაკვიატებელი სიმღერაა და ყველაზე სადა და დამამახსოვრებელი პერსონაჟები.


ჩვენი მსუქანა, ბუზღუნა და შნოიანი ვინი, რომელიც მის ევროპელ ძმას ასი თავით მირჩევნია


ზაფხულის არაოფიციალური ჰიმნი. ურეკის სეზონის გახსნაზე რომ ვმღეროდით ბავშვოვაში :)


ყველაზე სევდიანი სიმღერა



ბლუზი თუ შემაყვარა აი ამ მულტიკით შემაყვარა ის ბოიარსკიმ


პინოკიო ისვენებს ბუ რა ტი ნოოო


ეს ფილმი ძალიან იშვიათად გადიოდა მაგრამ მაინც მოვასწარი წითელქუდას შეყვარება. თან ძალიან კარგი მგელი ყავდათ აქ


როგორ ვოცნებობდი ასეთ ძმაზე, ან ძაღლზე.... ეჰ


ან ასეთ თავგადასავალზე... 


მესამე პლანეტის საიდუმლო.. როგორ მომწონდა ეს კოსმომფრენები


პირველი საბჭოთა კოსმიური ეპოპეა :) ალისაა


სამეგობროს რამდენჯერ გვიმღერია მოგზაურობისას , ეჰ


ეს კი სათამაშოდ მიმავალთა ყველაზე კარგი სიმღერაა


ძაალიან სერიოზული მულტფილმი.. ძალიან მიყვარს


ეს ნაკლებად მიყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად მესმოდა ეს სიმღერა და აჰა :)


აი ამას კი დიდი სიამოვნებით ავყვები


სომხები არ ხუმრობენ 


განძთა კუნძული და სახასიათი, სპეციფიური იუმორი


ხარისხიანი მულტ სერიალი, რა იშვიათობა იყო, კაპიტანი ვრუნგელი და მისი თავგადასავალი 


ოდნავ სევდიანი, მაგრამ მაინც კარგი მულტფილმი


საკმაოდ ღარიბი დეკორაციები, მაგრამ ვის არ უოცნებია ასეთ ძიძაზე?!


ალბათ ყველაზე ალტრუისტი კატა მსოფლიოში. ზოგჯერ ძალიანაც კი მაღიზიანებდა მისი სიკეთე


ლეგენდა 


ეს კი უსაქმურობის სიმბოლო


და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი მულტფილმი. თუმცა ამ ყველაფრის შემყურე იმდენი ვიმღერე მე თავად რომ მემგონი ბავშობის სამყაროში ერთჯერადი მოგზაურობისთვის საკმარისია. ყოველ შემთხვევაში დღეისთვის ძალიან ბევრი გავოვამზეურეთ. ეჰ, რამდენი ყოფილა მაინც.. არა, ერთ სოუნდტრეკს ნამდვილად ვერ ამოვარჩევ. ყოველ ეპიზოდს თავისი... ხო თავისი 

მაგრამ ყოველივე ამის მერე რაც გავიხსენე და ვნახე... ერთი სიმღერა, რაც ძალაუნებურად მახსენდება და ზოგჯერ, როცა სევდა შემომაწვება ხოლმე ჩემთვის ვღიღინებ კიდეც აი ეს არის. ცვლილებათა ქარი ... რომელიც არ იცი როდის დაბერავს და საიდან. დაბერავს თუ არა მაშინ როცა ძალიან გჭირდება თუ მაშინ, ან იქნებ მაშინ როცა არც კი ელი. ასეა თუ ისე. ამ ყველაფრის შემდეგ აი ამ სიმღერის ხასიათზე დავდექი. ეჰ, კარგი იყო ეს ყველაფერი...



Post a Comment

4 комментария:

  1. გამახსენდა რა მაგარია შენი პოსტი სხვა პოსტის მუზა რომ გახდება :) :)

    ОтветитьУдалить
  2. ხო კარგი შეგრძნებაა?! ხოდა ხშირად წერე, თორემ მართლა გიჩივლებ ;)

    ОтветитьУдалить
  3. აუ, ზოგი სულ არ მახოვდა :) ისე მესაც აქვს დრაფთებში ერთი პოსწი "მულტი–პულტებზე" – ჯერ კიდევ ვიხსენებ და ლიკებს ვეძებ :ს :))

    ОтветитьУдалить
  4. მეც არ მახსოვდა ბევრი და ყოველ ჯერზე ვიძახდი "აი ეგ ხოო.. ეგეც" :)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!