![]() |
| ანჟელიკა. ანგელოზთა მარკიზა! |
არ ვიცი მზიანი დღის ბოლოს ნოსტალგიის შემოტევის, ფეისბუქზე ნანას მიერ ძველი მოგონებების ნაგლეჯის ამოტივტივების გამო თუ უბრალოდ იმიტომ რომ ეს ასე იყო. საღამოს ძველი, ბავშვობის დროინდელი გმირების მოგონების ხასიათძე დავდექი. ალბათ უფრო ბავშვურ მეამიტობას უნდა დავაბრალო,მაგრამ მგონია რომ ეს დრო რომანტიული გმირების ეპოქა იყო. აი ისეთი გმირების, გოგონები რომ მათნაირ მშვენიერებას და ბედნიერებას, ბიჭები კი მათნაირ თავგადასავლებსა და ლამაზმანებთან გამართლების იღბალს ნატრობდნენ.
რამდენი გმირი გახსოვთ რომელთანაც რეალურად თუ არა ფიქრებში მაინც გიცდიათ მიმსგავსება? თქვენი არ ვიცი მაგრამ მე პირველი რაც მახსენდება ეს მშვენიერი ანჟელიკას ჟოფრეი დე პეირაკი გახლავთ. ოო, რა პოპულარული იყო. თუმცა სიტყვა პოპულარული ამ შემთხვევაში ძალიან უადგილოა. თითქმის ყველა გოგო ცდილობდა ანგელოზთა მარკიზას დამსგავსებოდა ან ვარცხნილობით, ან მისნაირი ყელსაბამი მაინც ქონოდა. იმ დროს ძალზედ პოპულარულ მეგობრობის დღიურებში ჩაწერილი კითხვებში ასეთი კითხვაც ფიგურირებდა "გინდა თუ არა იყო ანჟელიკასავით ლამაზი?" . პასუხები ადვილად გამოსაცნობია! ბიჭები კი წებო "მომენტის" საშუალებით ვცდილობდით სახეზე "ავბედითი ხანძრის" ნაიარევის კვალი გაგვეკეთებია, რაც ისევ და ისევ ჟოფრეით მოხიბლული გოგონების ხათრით თორემ ქალბატონების ყურადღების გარდა ჩვენ მისი სანაოსნო მოგზაურობებითა და ალქიმიკოსობითაც ვიყავით მოხიბლულნი.
რათქმაუნდა იყვნენ სხვა გმირებიც. იყო კიდევ ერთი ნაიარევი სახე,
![]() |
| გარდატეხის ასაკს უხდება რადიკალიზმი |
![]() |
| ძველი, კეთილი შავ-თეთრი კინო |
იყო გენიალური ბოროტმოქმედი ფანტომაზიც, მაგრამ მისი მელოტი თავის და მოლურჯო-მომწვანო სახის გამო ერთადერთი რითაც მისი მიბაძვის სურვილი გვიჩნდებოდა ეს მისი მფრინავი ავტო და სავიზიტო-ბოროტი სიცილი იყო.
![]() |
| ახლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ლამის იყო მეშინოდა... |
დროთა განმავლობაში გმირებიც გაუხეშდნენ. გამკაცრდნენ. ნაკლებად მოსიყვარულენი გახდნენ. ასე სათუთმა და რომანტიულმა განწყობამ თითქმის მეორე პლანზე გადმოიწია.
![]() |
| განსაკუთრებით მისი დაკბილული დანა და ავტო მახსენდება. |
არადა ეჰ, ჩემო მშვენიერო ანჟელიკებო.
დღეს აღარ ვიცი ისევ იბრალენებ თუ არა ბიჭუნები გარფ მონტე კრისტობას, გასკონელობას, ისევ ოცნებობენ თუ არა საიდუმლო კუნძულზე მოხვედრას ან ნაუტილიუსით მოგზაურობას. ტომ სოიერი მაინც ხომ არსებობს მათში? დღევანდელი გმირები გაცილებით სწრაფები, ძლიერები, ზეადამიანური ძალის პატრონები და სუპერ ადამიანები არიან, მაგრამ იმ რომანტიზმის, ზღაპრულობის და ჯადოსნობის ელემენტი სადღაც გაქრა, გაუჩინარდა.
ეჰ, ჩემო მშვენიერო ანჟელიკებო. მე აღარ დავწერ მომავლიდან სტუმრად მოსულ ალისა სელეზნიოვაზე, ელექტრონიკზე, კაპიტან ვრუნგელზე, განძთა კუნძულზე და კიდევ ათას მარგალიტზე ჩვენი ბავშვობის დროინდელ მოგონების სკივრში იმალება.
თუმცა რატომ აღარ?
დავწერ კიდეც. აბა რას ვიზამ!
ჰოდა მაშინ - მომავალ შეხვედრამდე ჩემო მშვენიერო ანჟელიკებო!!!







9 კომენტარი:
ჟოფრეი <3 როგორ მიყვარდა... ნუ, ახლაც მიყვარს, მაგრამ ბავშვობაში მაინც სულ სხვა იყო.... უნდა ვაღიარო,დღემდე ჩემთვის კაცის იდეალია :)
:) ვერ ვიტყვი რომ ანჟელიკა ახლაც ქალის იდეალია ჩემთვის. მაგრამ თავისი როლი ითამაშა ამაშც :)
ანჟელიკა ჩემი პირველი სიყვარული იყო <3 პატარა ვიყავი, ყველა წიგნი რომ წავიკითხე. დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად მაქვს ეგ პერიოდი, იმ სამყაროში ვცოხვრობდი, აი, თავით ვიყავი გადაშვებული. როცა გავიგე, რომ რამდენიმე წიგნი ნათარგმნი არ იყო, ჩემზე უბედური ადამიანი მეორე არ დადიოდა.
ანჟალიკა იყო ჩემი ღმერთი და ღვთისმშობელი :)) როგორ მახსოვს, მის ბიძაშვილზე, ფილიპზე ვბრაზობდი ხოლმე, ცემას როგორ უბედავს - მეთქი, უზომოდ ვიყავი აღშფოთებული. მერე ფილმიც ვნახე და ისიც მომეწონა. იმ პერიოდიდან უკვე მიშელ მერსიე შემიყვარდა ))შემდეგ მიშელის კიდევ ერთი ფილმი ვნახე, ლესბი დედოფლის საყვარლის როლს თამაშობდა.. ოო.. როგორ მომეწონა = )))
აი, ასე... ჩემი ბავშვობა ანჟალიკათი და მიშელით იყო სავსე. შემდეგ ყველა წიგნის გმირში ანჟელიკას ვეძებდი, ყველა ისეთი წიგნი წავიკითხე, სადაც მთავარი გმირები ქალები იყვნენ - მისნაირი, დამოუკიდებელი, მიზანმიმართული და ლამაზი ქალები, მაგრამ არა, ანჟელიკა ერთი იყო და განუმეორებელი <3
საფრანგეთის მიმართ ჩემი თბილი გრძნობებიც სწორედ მას უკავშირდება.
me ki mindoda jofrei myoloda an grafi monte kristo..bavshvoba gamaxsene) dzalian kargi postia chemtvis gulshichamwvdomi.
p.s. kitxvaze dro itxovs axal gmirebso getyvi rom mgonia rom martlacda itxovs,daaxloebit am sakitxze davwere posti ogond cota sxva kutxit aris problema warmochenili.
watmatebebi,shemogivli.
აგასპერ - ჩვენდა სამწუხაროდ ანჟელიკა ჟოფრეის ერთგული დარჩა! საინტერესოა დღეს ვინ იქნებოდა შენი "ანჟელიკა"? :)
Faifuris - იმედია იპოვი ან ერთს, ან მეორეს. ან ორივეს ერთში :) გმირებს და დროს რაც შეეხება... დრო ითხოვს, ეპოქა ქნის, ჩვენ კი ვაცოცხლებთ. გაიხარე :)
დათო, თუ მოვიცალე, დღეს ამ პოსტის საპასუხო პოსტს დავწერ და მაგ შეკიტხვაზეც გიპასუხებ :)))
:) მშვენიერია. უკვე დავინტერესდი :) ჰე, მოიცალე ახლა... რა ამბავია ამდენი მუშაობა!?
:( ჩემი ლამაზი ბავშვობააა...
nostalgia momedzala... tumca sasiamovnod agsaqmeli da misagebi nostalgia... ``iluzioni``:) maxsovs xshirad chamdzinebia ``mis`` molodinshi, sheidzleba imis gamoc, rom ertadert natel wertilad mimachnda mashin imdroindel dogma tu tabudadebul samkaroshi... gmadlobt imistvis rom sasiamovno mogonebebis gagvidzeba moaxrexet chemshi....
Отправить комментарий