08.12.2010

მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე! საინტერესო იქნებოდა პასუხების მოსმენა!


ხშირად დაუსვამთ ისეთი შეკითხვები რომ ვერ მიპოვნია პასუხი. ხშირად უთქვამთ ისეთი ფრაზები გაკვირვების და ჩაღრმავების სურვილს რომ მიტოვებენ. ხშირად დავდუმებულვარ იმის მოლოდინში იქნებ კიდე რამე მასწავლონ მეთქი. ბავშვებზე ვსაუბრობ, პატარა ბავშვებზე. ამას წინად, საღამოს გასეირნება გვქონდა მე და მარიკუდას. ბევრი იტიკტიკა, სამსახურის ამბებიც გამომკითხა, დაოჯახების პერსპექტივითაც დაინტერესდა და ბოლოს ამოიოხრა " ეჰ, ეტყობა შენს ქორწილში ეს როლიკები უკვე პატარა მექნებაო". ჯერ სამი წლისაა. მაგრამ ახერხებს...

დღეს კი პირწინაკზე ნანამ ერთი ბმული გამომიგზავნა. ამ ბმულმა მოიარა მთელი ღრმადპატივცემული ინტერნეტ საზოგადოება და ბოლოს ჩემამდეც მოაღწია. სახლში მოსვლამდე ვერ წავიკითხე (ჩვენთან კომუნიზმია) სახლში მოსვლის შემდეგ კი მართლა გავვოცდი. არ დაიწყოთ ახლა "დიდი ამბავი. რაა ასეთი" და მისდაგვარი.ხო, შესაძლოა ეს დიდი შედევრი არ იყოს, არც ორიგინალური იდეა და არც დიდი კრეატიული "ფიშკა". მაგრამ ალალია და არის ამაში რაღაც რაზედაც დაფიქრება ღირს! და კდევ, მე მიყვარს პატარების მოსმენა!


საქმე ლაშა ბერულავას (რისთვისად დაუსწრებლად დიდი მადლობა) გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანართს ეხება. საიდაც ირკევა რომ "ერთმა გაზეთმა სთხოვა ბავშვებს, დაეწერათ მოკლე ბარათი ღმერთთან, დაესვათ მისთვის შეკითხვები, მიეცათ რჩევა, შეეთავაზებინათ რამე ან ეთხოვათ სურვილების ასრულება." სრულად დაკოპირებას არ ვაპირებ. იმიტომ არა რომ საინტერესო არ არის. პირიქით, იმაზე უფრო საინტერესოა ვიდრე რაიმე დამიწერია ბლოგზე. კითხვისას ძალაუნებურად გამახსენდა დუმბაძის "დიალოგი ღმერთან" მიუხედავად იმისა რომ ნოდარი გეიალური ადამიანი იყო, ასეთი ჩამჭრელი შეკითხვები მასაც კი არ მოსვლია აზრად. (ან იქნებ მოუვიდა მაგრამ მოერიდა!?) შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფრაზას რომლის ავტორები პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასელები არიან. კითხვის ადრესატი კი ღმერთი. ცოტათი დავალაგებ თანმიმდევრობას და არა წყობას. მცირე მონოლოგის სახე რომ მოოღოს

მაშ ასე:

გამარჯობა ღმერთო,როგორ ხარ? რას შვრები?როგორა საქმეები ჯანმრთელობასთან? მე ჯერ პატარა ვარ, მესამე კლასში ვსწავლობ.ცოდვები ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მექნება. მე ძალიან გარცხვენ? რამდენჯერ შევცდები სიყვარულში?სამჯერ უკვე არის! ისე არ მოგსვლია? ვიღაც გესიმპათიურება, ის კი შენსკენ არც კი იყურება. ღმერთო,თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს- ეს სიყვარულია? გააკეთე ისე, რომ როდესაც ვცელქობ, არ მეჩხუბონ, მე ხომ ჩემი მხიარულებისთვის ვცელქობ. მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო,მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება. გააკეთე ისე,რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ. ღმერთო დამეხმარე, მე მოწევას დავანებებ თავს.
ღმერთო სად არის ქრისტე ახლა?რას აკეთებს? პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ, როდესაც აღსდგა? აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან, შენი ბიზნესია? მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე? ხომ უნდა მოვემზადოთ, თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას. ახლა, მეორედ შექმნიდი ადამიანს? შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის? შენ დაპირდი დაიცვა სუსტები, დაჩაგრულები… რაღაც ამას ვერ ვხედავ. მე დავიბადე, მიმოვიხედე… სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია. ნუ ბრაზდებით ადამიანებზე. ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები. გთხოვ გააკეთე ისე, რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ! ამბობენ,რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ,ვიღაცის სახით ბრუნდება უკან.გთხოვ მინდა ვიყო ჩემი ძაღლი, ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით. ღმერთო, პირველად რომ გნახავ, არაფერს არ გთხოვ. შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია… და მერსედესს მაჩუქებ. 
ღმერთო, მოდი მოვრიგდეთ. მე მჯერა შენი, შენ კი-ჩემი. მიშვილე და შენ როცა დაბერდები, ჭიქა წყალს მოგაწვდი. შენ ბედნიერი ხარ? იქნებ,შემიძლია რამით დაგეხმარო!? 
მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე!


საინტერესო იქნებოდა პასუხების მოსმენა! :)





Post a Comment

11 комментариев:

  1. Why is it, when we talk to God, we're praying, but when he talks to us we're schizophrenic?
    იქნებ,შემიძლია რამით დაგეხმარო!? - ამით აღვფრთოვანდი :)

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან მომეწონა ეგ ფრაზა მეც! შიზოფრენიკს რაც შეეხება?... არც ვიცი რა გითხრა. ალბათ მოვეჩვიეთ დუმილს

    ОтветитьУдалить
  3. ბავშვების ცხოვრების ყვავილებია.
    რაც შეეხება ღმერთთან ლაპარაკს ის ალბად
    მაშინ ასრულებს ჩვენ სურვილებს როცა ისინი სრულიად გვავიწყდება;)

    ОтветитьУдалить
  4. ყველა ძალიან მაგარია, მაგრამ "ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები" სულ სხვაა :–)
    მოხიბლული ვარ, face-ზეც ვახე გუშინ...
    რა საყვარლები არიან და იდეაც მშვენიერია სხვათაშორის და არანაირი "დიდი ამბაი"...

    ОтветитьУдалить
  5. ”ღმერთო, პირველად რომ გნახავ, არაფერს არ გთხოვ. შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია… და მერსედესს მაჩუქებ.”

    ეს მომეწონა ძალიან,რა კარგიაააააა

    ზალიან საინტერესო პოსტია

    ОтветитьУдалить
  6. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ ყოველი კითხვა ალალი გულით, სრული პირდაპირობითაა დასმული. ბავშვური პირდაპირობით.

    ОтветитьУдалить
  7. შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის?


    ramdeni clis var da amaze arasodes davfiqrebulvar, yochag patarav

    ОтветитьУдалить
  8. da martla neta ra pasuxs gascemda am kitxvaze gmerti??

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!