20.02.2012

მაგრამ.

დღეს როგორც იქნა შევიგრძენი ზამთრის მჩხვეტარა სუსხი. უჟმური ამონდი და ის რომ ზამთარია ბოლოს და ბოლოს. დიდად მომენატრა გაწვიმებისას ჩვეული უწყლობა და ბათუმურ გუბეებზე ვერ გადამხტარი სველი ფეხსაცმელი მეთქი ვერ ვიტყვი. მაგრამ უმისობამ ცოტა არ იყოს თავი მომაბეზრა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავისი დრო აქვს. სიცხესაც და გალუმპულ ფეხებსაც.

არადა როგორ მიყვარს თოვლი. მაგრამ სადაა?????

რა კარგი იყო ბავშობა, თოვლიც იყო. ციგაც და გუნდაობაც. ახლა არც ბაკურიანშია თოვლი, ციგები კია. არიხინე ასფალტზე და იყავი.



წაყინული - გალურჯებული ხელებით შევვარდებოდი სახლში სულის მოსათქმელად.

-"დედა შვილო, გეიყინა ბავშვი. სადაა დედაშენი ან მამაშენი?! მოდი-მოდი გათბი, მომე გაგითბო ხელთათმანები"- მომმვარდებოდა ბებიაჩემი. ჩემი საყვარელი როზიკო ბებო. ჩემი ყველაზე დიდი დამცველი და მეგობარი. ამიტომაც პატარაობას ბებოს ვიფიცებდი და ეს ჩემთვის იმდენად საყვარელი პიროვნება იყო რომ ყველამ იცოდა - ტყუილზე მას არასდროს დავიფიცებდი.

სკოლიდან მოსულს ბებიაჩემი მეგებებოდა. გზად, მეზობლის ეზოებში დაკრეფილ ხურმა კარალიოკებით გაძეძგნილ ჩანთას მომხსნიდა და ოთახში შემიძღვებოდა.
"მოხვედი ბებია? მიდი გამოიცვალე. მე საჭმელს გაგიცხელებ. კარგი იყო დღეს სკოლა?"
"კი ბებია, კი. მანამდე წავალ ველოსიპეტზე ვიკატავებ"
"ნელა ჩემი ბებია თუ ხარ, გული მისკდება მაგაზე რო დაქრიხარ, ნელა იარე ხო შეიძლება?!" - მაგრამ ვის ესმოდა?

როგორც თავად იტყოდა სულ კუდში დამსდევდა. ჭკუას მარიგებდა. რა შევუშვი თავში ერთია მაგრამ ჩემდა ბედად პედაგოგი იყო. თავადის ქალი მარიამი. სახლში ყველა როზას ვეძახდით. მასაც სიამოვნებდა. ნათესავრეპრესირებული და ათასჭირ გამოვლილი დაჯდებოდა და სხაპასხუპით მოყვებოდა რუსულ ლექსებს დაზუთხული პროგრამიდან. ძველებური თავადური სიამაყე და ეშხი ქონდა. ერთად ერთი რამაც მისი წელში მოხრა შეძლო რევმატიზმი გახლდათ. მანამდე კი ყველას გასაკვირად "ეჭირა წელი", მერეც კი, როცა გამართვა უჭირდა, სტუმრის დანახვაზე ჯოხს დაეყრდნობოდა და ძალდატანებით გაიმართებოდა წელში. როგორც წესი ხელგარჯაც და მზარეულობაც მაშინდელ ქალს ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა. მზარეულობა ხო იცოდა და იცოდა. დღემდე ყველას გვენატრება მისი ხელთ გაკეთებული კერძები. ქარგვა უყვარდა ძალიან. დედაჩემი დღესაც პოულობს ბებიაცემის ნამზითვებ, ფერადად ნაქარგ ბულბულებითა და ყვავილებით მოფენილ, გაკრახმალებულ ხელსახოცებსა და შალითებს.

"ბებია შემოი აწი სახლში, მაი თოვლი ხვალაც იქნება და ზეგაც. ნუ გადაყევი ზედ" მეხვერწებოდა ბებო. შემიყვანდა, გამათბობდა, ჩუმად საკუთარი,პირადი მარაგიდან გამოზრობილ ჩურჩხელასაც შემაჩეჩებდა და დამიყვავებდა. რატომაც მეგონა რომ სულ ასე იქნებოდა. რომ სულ დამხვდებოდა და ყოველთვის შემეძლებოდა მის კალთაში თავის ჩადება...


პირველად მისი უკმარისობა მაშინ განვიცადე როცა სახლში მიბრუნებულმა კარები გასაღებით გავაღე და ბნელ, ცივ ოთახში შევედი. ყველა ნათურა ავანთე, ბუხარიც დავანთე მაგრამ ვერა და ვერ გავათბე სახლი.ვერც მე ვერ გავთბი...


ახლა ისევ გამოვაღე ფანჯარა. სიცივემ დამჩხვლიტა სახეზე, მესიამოვნა. სველი თოვლის თხელი-გაცრეცილი ზეწარი მხოლოდ მანქანების სახურავებზეა შემორჩენილი. ხვალამდე არც ეს არ გასძლებს. არადა რა კარგია თოვლი
მაგრამ სადაა?!


Post a Comment

6 комментариев:

  1. ეეჰ :(
    რაღაც სხვანაირი ქალები იყვნენ ადრე. ბებიები და დედები ახლაც სხვანაირები არიან, ჩვენ სად გვაქვს მაგდენი გამძლ;ეობა, სულის სიმტკიცე და რაღაც-რაღაც თვისებები :( რომ ვუყურებ ხოლმე, თავი დეფექტიანი მგონია

    ОтветитьУдалить
  2. მართალი ხარ. რაღაცა ქონდათ. უჩვეულდ თბილი და დიდი გულში

    ОтветитьУдалить
  3. გული ჩამწყდა სადღაც...

    ОтветитьУдалить
  4. ise mominda uceb tovli :) movida kidec ogond tovlis magvaria ragac :)chemi mzrunveli bebo ganaxsenda da lamis iyo vitire kidec...yvela bebo ertnairiad tbilia albad....roca ar unda visuliyavi mhcadi sul blimi mxvdeboda, maSin heergumeli ar iyo da sabanSi axvevda rom ar gaciebuliyo...chven ki amis fas gvan vxvdebit xshirad...axla ufro mciva mec..

    ОтветитьУдалить
  5. :)
    ბებო ბავშვობაში დარჩა. ისეთივე თბილი და ტკბილი როგორც თავად ბავშვობა

    ОтветитьУдалить
  6. ra kargi bebo gyolia:))) saintereso da tbili istoria
    eli

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!