ერთი თვის წინ ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა მორიგი თავისი ტილო მიიაბარა გალერეას. იქნებ და გაიყიდოსო. სპეციალისტების და კრიტიკოსების აზრი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მომწონს მისი ნახატები. როგორ მიდის საქმე მეთქი ვკითხე. რა ვიცი ამის დედაც ვატირეო. მხრები აიჩეჩა მხატვარმა. ჩემი არ იყიდება და ისეთი დებილი რაღაცეები მიაქვთ, ნერვები მოგეშლებაო. არა რა. „ყველაფერს ბედი უნდა. ზოგმა რომ მოკუკოს და დადოს ისიც კი გაიყიდება“-ო ჩაიდუდუნა და ჩაფიქრდა.
რათქმაუნდა, ბედი უნდა ყველაფერს. თუ გაგიმართლა შესაძლოა მართლაც გამოუჩნდეს ამ „მოკუკულსაც“ დამფასებელი. მოიწონოს, აღფრთოვანდეს და მერე სხვასაც გაუზიაროს. იმან სხვას და ასე შემდეგ. ხო, „მოკუკულით“ აღფრთოვანების მილიონობით მაგალითი არსებობს ლიტერატურაში, ფერწერაში, მუსიკაშიც და ხელოვნების ნებისმიერ დარგში. და არა მხოლოდ ხეოვნებაში. მთავარია საჭირო დროს, საჭირო ადგიზე, საჭირო ადამიანმა აღმოაჩინოს საჭიროდ „მოკუკული“...
თუმცა არის ისეთი მაგალითიც როცა ერთ კილოგრამ „მოკუკულში“ 645 დოლარს იხდიან (ეს საუკეთესო შემთხვევაში) და ამით თავიც კი მოაქვთ. საქმე არც მეტი არც ნაკლები მის აღმატებულება ყავას ეხება. ჩემი საყვარელ თემას გვერდს ხომ არ ავუვლიდი. ხოდა ყავათქო... რა შუაშია? არა იმას, რასაც ჩვენ დაფქვილი ყავის სახით ვყიდულობთ და ვსვამთ ნამდვილად გაუგებარი გემო და წარმომავლობა კი აქვს. მაგრამ მე სულ სხვა „მკუკულზე“ გიამბოფთ.
კონკრეტულად კი ყველაზე ძვირად ღირებული ყავის " KOPI LUWAK "-ის თაობაზე. ეს ყავის მარცვლების კონკრეტული სახეობა არ გახლავთ. აქ საქმე სულ სხვა რამეშია, უფრო სწორედ სხვა რამიდან გამომდინარეობს, კიდევ უფრო სწორედ კი ვინმე-საგან. პატარა მტაცებელ არსებას ლუვაკას (ასე ეძახიან ინდონეზიელები მუსანგს), ძალიან ყვარებია ყავის მწიფე მარცვლები. იმდენად ყვარებია რომ ჭამს უზომოდ, ანუ იმაზე მეტს ვიდრე მის კუჭს შეუძია გადაამუშავოს.
აშკარაად ბედნიერი სახე აქვს :) |
ხოდა სწორედ ლუვაკას კუჭის მიერ გადაუმუშავებელი ყავის მარცვლებია საყოველთავო აღფრთოვანების ობიექტი. თურმე (როგორც გურმანები იფიცებენ) ლუვაკას კუჭში ყოფნისას ენზიმების წყალობით ისინი განუმეორებელ არომატს და გემოს იძენენ (!).
შემდეგ კი, ანუ ღრმად პატივცემული ოთხფეხა ყავამანის მოკუკულს ადგილობრივები დიდი რუდუნებით აგროვებენ და მერე აღფრთოვანებულ გურმანებს ჰყიდიან. საქმე აწყობილია და სამივე მხარე კმაყოფილი.
საწარმოო ხაზი გამართულად მუშაობს :) |
ზოგმა ისიც კი მოიფიქრა რომ სპეციალური ფერმა შექმნა, ეს არსებები დაიჭირა და გაძლიერებულ კვებაზე აიყვანა.
ამას ქვია ჭამე და ... მეტი არაფერი გესაქმებაო.
მითუმეტეს თუ ამ მოკუკულის კილოს საფასური 645 დოლარიდან იწყება, 1000 ევრომდეც კი ადის და მას დიდი სიამოვნებით ყიდულობენ, ფრქვავენ და ადუღებენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ( ნუ სადაც ამას დამფასებელი ჰყავს რათქმაუნდა ). ამბობენ გემრიელიაო. მართალია ყავა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ისე რომ 645 დოლარი გადავიხადო (1000 ევრიზე ვდუმვარ) თორემ ყავას დავაგემოვნებდი. დამაინტერესა.
სხვათაშორის ეს ყავა დიანა გურცკაიასაც დაუგემოვნებია. დიდის ამბით უჩუქებიათ, პატივი უციათ. ძალიან მოსწონებია. მაგრამ როცა გაიგო საიდან და როგორ მზადდებოდა... ექიმებმა ძლივს მოაბურნეს ამ ქვეყნისკენ–ო.
ასე რომ, როცა მორიგ ფინჯან ყავას დალევთ და „ნეტა ბედი მქონებოდა“-ზე დაიწყებთ ფიქრს. გაიხსენეთ ჩვენი პატარა ყავამანი ლუვაკა, რომელსაც აშკარად გაუმართლა ცხოვრებაში.
ჰო, მეც მქონდა გაგონილი ეს ამბავი,
ReplyDeleteდიდი სიამოვნებით გავსინჯავდი, მიუხდავად ყველაფრისა :)
მეც მაინტერესებს ამ ყავის გემო... თან ეგ შავი სითხე საერთოდ არ მიყვარს და არც ვსვამ, ჰოდა ასეთი ეგზოტიკური ყავა ერთხელ გასინჯვად ღირს .. :) ოღონდ თუ დამპატიჟებენ, მე ამას არ ვიყიდი
ReplyDeletekiwi-გეთანხმები, ღირს გასინჯვა
ReplyDeleteჭიამაია- როგორც კი ჩამივარდება ხელთ, ეგრევე დაგპატიჟებ ;)