გუშინ მეგობარს ვესაუბრე. აქ ისეთი კარგი ამინდებიაო, ესაო ისაო. გაზაფხული ტრიალებს ჰაერშიო. მაქ რა ხდებაო, როგორ მენატრება ბათუმიო. რო გენატრებათ ძალიან კარგია. მაგრამ რა ხდება-სთან დაკავშირებით მოგითხრობთ. ყოველ შემთხვევაში იმას რაც რეალურად ხდება (ჯერ). აქ ზაფხული ახლოვდება. ბათუმში ეს უფრო იგრძნობა ვიდრე გაზაფხული. ქალაქის ცენტდი მაქვს მხედველობაში და არა შემოგარენი, იქ მაინც ნახავს კაცი აყვავებულ ტყემალს, ვაშლს ან გაზაფხულისთვის დამახასიათებელ სხვა დეტალს მაინც. ჰაერი გაზაფხულის სურნელით ნაკლებად მაგრამ მტვრით საკმაოდ კარგადაც არის გაჯერებული. რას იზამ. ჩვენთან რემონტია... ქალაქის ცენრალური ქუჩები წესრიგში მოჰყავთ. მადლობა ღმერთს.
იმედია ბოლომდე მაინც მიიყვანენ წამოწყებულ საქმეს თორემ შარშანდელი მტვრის ბუღი რომ მახსენდება ქალაქიდან გახიზვნაზე ვიწყებ ფიქრს. როგორც გითხარით უ-მტვერობას არც ახლა ვუჩივოთ. სამსახურის წინ, დილით გაჩერებულ მანქანებს სამუშაო დღის ბოლოს თანამშრომლები გუმანით არჩევენ ერთი-მეორესაგან. თუ სიგნალიზაციაზე ამნქანა, გაგიმართლა. გამოგეძახება აგერ ვარო. თუ არადა მიდი და არჩიე ჩამწკრივებული, მტვრის სქელი ფენით შეფუთული მანქანებიდან რომელია შენი. დიდი იმედი მაქვს რომ ზაფხულამდე მაინც მოასწრებენ (სანამ პაპანაქება დაიწყება) დაგებას.ერთია, შარშანდელი უწყლობის შემდეგ იმდენი კი გააკეთეს რომ ის უბნები, რომლებიც წყალმომარაგების ახალ სისტემაზე მოასწრეს და შეუერთეს, მეტნაკლებად ნორმალურად არიან უზრნველყოფული წყლით. ეს ისე, რა ხდებასთან დაკავშირებით.
თუმცა დღეს არც გზებზე და არც წყალზე არ მინდა საუბარი. „ყვითელი“ ავტობუსით ნამგზავრი ვარ ბატონო და მაგიტომ...
არა, რუსთაველის ქუჩაზე რომ სამარშრუტო ტაქსები აკრძალეს და ამჯერად 30 თეთრის გულისთვის სადარბაზოში რომ არ შემოგივარდება „მარშრუტკის“ მძღოლი ან ისეთ არარეალურ მანევრს არ გაგიკეთებს ცხვირწინ ცხოვრების ყველა ბედნიერი წამი რომ ჩაგიქროლებს და მერე მისი გვარის გამამრავლებელ „სადღეგრძელოზე“ რომ გადახვალ, ეგ ძალიან კარგი ქნეს. მორჩილად ვდგევართ გაჩერებებზე, სადაც უნდა ვიდგეთ კიდეც და მორჩილად ველოდებით ზონდა-ბუსის ალუჩისფერ ავტობუსებს. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ამ „ალუჩით“ სიარული და საკმაოდ ბევრი კითხვა გაიჩნდა.
- ასეთი რა განრიგით დადიან ჯერ რომ არც-ერთი ჩანს და მერე რომ სამი ნომერი ერთიმეორეს გადასწრებით მოჯლიგინებს გაჩერებაზე?
- არის თუ არა რაიმე კრიტერიუმი რის საუძველზეც ხდება მძროლების შერჩევა. გუშინ ისედაც გადაძეგნილ ავტობუსში ბებო ამოვიდა. ადგილები უკვე დაკავებული იყო და ჩემთან ერთად, ავტობუსის ბოლოსკენ მოუწია ფრხზე დადგომა. ის იყო ღერძისთვის ხელი უნდა მოეკიდა... ავტობუსი ისეთი სისწრაფით მოწყდა ადგილიდან ეს საწყალი ბებო ჯერ ვიღაცის კალთაში აღმოჩნდა. შემდეგ კი ისევ ისე მკვეთრად დაამუხრუჭა ... ბებომ 17 წლის გოგოსავით ჩაირბინა მძღოლამდე მანძილი, მგონი ცოტა გაუხარდა კიდეც... შეკივლება, ჯუჯღუნის ფონზე ასე სლოკნ-სლოკინივით გავიარეთ მთელი მარშრუტი. ვგორაობდით კამათლებივით და თვალს ვაყოლებდით უკვე ჩასული მგზავრების გადარჩენის შეგრძნებით გამოწვეული სიხარულით ანთებულ თვალებს.
- ასეთი რა გეგმით დადიან. ხან რომ ღოღავენ და ხან რომ დაფრენენ... კითხვაზე „რას გვერჩი შე კაი დედმამიშვილო, ხალხი მიგყავს კარტოფილო ხომ არა?“-ო. ღრმად პატივცემულმა მძღოლმა გვიპასუხა „ერი მაცა, დევგვიანე ისედაც“-ო. ბოლოს დავფიქრდით, ასე სად აგვიანდებოდა და საერთოდ ბოდიში ხომ არ უნდა მოგვეხადა ჩვენი გულისთვის რომ ყოვნდებოდა.
მუნიციპალური ტრანსპოტი კაი რამაა, ისიც რომ მგზავრობა 30 თეთრი ღირს კაი რამაა. მაგრამ დოს მარილოც მოაყარონ და ამ ავტობუსებში დეფიბრილიატორი თუ არა პირველადი დახმარების პატარა სააფთიაქე ყუთები მაინც დადონ. ახლალგაზრდები კიდევ ხო „ამერიკული მთების ლომკას“ იკლავენ, მაგრამ ამ ბებია-ბაბუას ყოველთვის ასე ჩარბენ ამორბენა არამგონია რომ შეეძლოთ და არც ჩვილბავშვიან დედებს. (გუშინწინ ვიღაცის ბავშვი მომხვდა). თუმცა ეს მემგონი გაუქმებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლების კარგად დაგეგმილი ფარული შურისძიებაა. „ყვითელი ვენდეტა“
დაუვიწყარი შეგრძნება სულ რაღაც 30 თეთრად |
ამიერიდან, თუ ალუჩისფერი ავტობუსით მგზავრობას გადაწყვეტთ, ასვლისთანავე მიაფრინდით თავისუფალ სკამს თუ არა ახლომდებარე ღერძს და ხელის გაშვებაც არ გაბედოთ. რა იცით ეგებ მძღოლს აგვიანდება და ეს მოყვითალო „ავტო-შეიკერი“ ისე გააქროლოს სად იყავით ჩამოსასვლელი დაგავიწყოთ. გახსოვდეთ... „ყვითელი ვენდეტა“ არ იგვიანებს, მას ეჩქარება...
Heheh...სხვათაშორის მაგ შეიკერით გაკეთებული ბევრი სასმელი მინახავს
ReplyDelete(ყვითელი შეიკერის კრებული)
მაგ: 1)სექსი სკამზე (მოძრაობისას ფულის ისე ამოღება რომ, კისერი არ მოიტეხო
2) ხმარტინი - გამოტენილ ავტობუსში კედელთან კეთდება
3) პინა ყროლადა - გამოტენილ ავტობუსში ზაფხულის კოქტეილი
4) სისხლიანი მერი - იმ ბებოს მსგავსად თუ გარბენინეს და დაზიანდი
და ა. შ.
ეუf, რუსთაველზე "მარშუტკები" აღარ დადიან? ინწერესნო...
ReplyDeleteაუვტობუსის ამბები მომეწონა, საცოდავი ბებო :-(
დებილი მძღოლი!..
:))))) თბილისიდანაც იგივე გვაქვს მოსაყოლი ვენდეტებზე :)))))))) და განრიგზე
ReplyDelete:) ხოო, ძალიან საინტერესო კრებული იყო:) შეიძლება მაგის გავრცობა!
ReplyDeleteჭიამაია- ერთ ბედ ქვეშავართ? გლობალურ შეთქმულებაზეა საუბარი!? :)