15.04.2011

КВН - ქარიშხალი ჭიქაში

მოკლედ. იმედის ეთერში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის კონკურსის კითხვა პასიხში გაჟრერებული ფრაზა თუ ამოდენა ქარიშხალს გამოიწვევდა ნამდვილად არ მეგონა. ლამის იყო მიტინგამდე მივიდა საქმე და "კოზანოსტრას" ჩაქოლვის მოთხონამდე. მდაა უცნაუია.
რატომღაც ყველამ დაივიწყა ის ფაქტი რომ ეს КВН-ია და ხუმრობა აქ აუცილებელი მოთხოვნაა. რათქმაუნდა ისიც ფაქტია რომ ქართული მანსანკანი ამ თამაშის ფუძემდებელს ბევრ რამეში ჩამორჩება და საერთოდ იუმორი ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ქამარს ქემოთაა. მაგრამ ასეთი აღშფოთება არასამთავრობო სექტორის მხრიდან მანსანკანის კითხვაპასუხში ექსპრონტად მოსული ხუმრობის გამო? საკმაოდ უცნაურ დროს გვეზრდება ფრთები ბატონებო!


  • მაინტერესებს, სად იყო ამ ამაზრზენი ფაქტის გამო მშფოთვარე საზოგადოება როცა პროფილში შაოსან დედას ათხრობინებდნენ თუ როგორ ნახა ღვიძლი შვილის გადახსნილი თავის ქალა, თუ როგორ აჭამეს საკუთარი შვილის თვალი ბოევიკებმა, როგორ დამარხა და ყველაფერი ეს აიძულეს თავიდან განეცადა იმიტომ რომ გადაცემაში მეტი ცრემლი ყოფილიყო - რეიტინგს სჭირდებოდა.
  • სად იყო მშფოთვარე საზოგადოება როცა იგივე ეთერში თვალნათლივ ირღვეოდა ბავშვების უფლებები როცა მათ მსხვერპლის სტატუსით ათხრობინებდნენ თუ როგორ ტანჯავდნენ და აწვალებდნენ როცა მონებად ამუშავებდნენ სვანეთში.
  • როცა ნიჭიერის შესარჩევ კონკურსზე გამოსული პატარა, უნარშეზღუდული ბიჭის სიმღერაზე იმიტო აქვითინდა მთელი დარბაზი რომ "ვაიმე რა საცოდავია ეს ბავშვი" და არა მიტომ რომ საოცარი სევდით  ლამაზად იმღერა სომღერა.
  • როცა იგივე კონკურსში ადამიანი იმიტომ დაიწუნეს რომ ის სხვა ორიენტაციის იყო და არა იმიტომ რომ ვერ ასრულებდა მუცლით ცეკვას კარგად.
  • როცა რელიგიური მწარმსის წარმომადგენლების უმრავლესობაში ყოფნა ხშირ შემთხვევაში საკმარისი საბაბია სხვა მწარმსის ადამიანების ინტერესების მიჩუმათების.
  • როცა უნარშეზღუდული ბავშვების ეკრანზე გამოჩენის და მათზე გაკეთებული გულის ამაჩუყებელი სიუჟეტების ხარჯზე მიდის რეიტიგზე თამაში.
  • როცა დედის მიერ მოკლული ბავშვის ისტორიას ლამის იყო ორმოცამდე მისდიეს და სერიალის სცენარს დაამსგავსეს ბავშვის მამის ვინაობის გამოკვლევის ამბავი.
  • როცა თავზე ნაქნარი თხუნელას წიგნის ფონზე მთელი თაობა ლამის ინბეცილებად გამოიყვანეს.
ხუმრობა იყო ანტისემიტური და ფაშისტური!? კი ბატონო, ხუმრობა თავისი ხარისხით იუმორის მწვერვალებს არ ეთამაშებოდა და შავი იუმორის მახასიათებელი უხეშბაც ახდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იგივე აღშფოთებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არაერთხელ მოუყოლიათ ამაზე უფრო შავი იუმორის ამსახველი ანეგდოტები და გულიანადაც უცინიათ. თუ ახლა გავხდით ზე ტოლერანტები, მიმტევებლები და იმდენად ფრთიანი ანგელოზები რომ მანსანკანელის ხუმრობაში ლამის მესამე მსოფიო ომის აჩრდილი დავინახეთ!?. 
გასაგებია რომ არსებობს საკითხები რომლებზეც ღადავი არ შეიძლება. მაგრამ ამ კონკრეტულ ხუმრობაში, რომლის გამოც ამხელა აჟიოტაჟი ატყდა. მე პირადად ვერანაირი სიძულვილი სემიტური მოდგმის მიმართ და სიხარული მათზედ განხორციელებულ გენოციდის გამო ვერ დავინახე. ეს უბრალო, სულელური მაგრამ კითხვის შესაბამისად გაცემური პასუხი იყო. მაპატიეთ მაგრამ ისე გამოვიდა თითქოს "კოზანოსტრა" ჰიტლერის იდეების გულშემატკივარი იყოს და ეს ხუმრობაც მათი ლუზუნგი. ხოლო ვინც ტაშს უკრავდა ამ იდეის განხორციელების მომხრე... 
ვისაც უთამაშია ეს თამაში (КВН ), ან საერთოდ უყურებია ემახსოვრება რომ როგორც თავად რუსები, ასევე ბელორუსებიც, ყაზახებიც, უკრაინელებიც და მაშინდელი დესეთეს ყველა წევრი ღებულობდა მასში მონაწილეობას. მათ შორის საზღვარგარეთიდან ჩამოსული სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებით დაკომპლექტებული გინდებიც. საკმაოდ თამამად ხუმრობდნენ თათარ მოღოლთა თარეშზე რუსეთში. შავკანიანთა ჩაგვრის თაობაზე ამერიკაში. სამამულო ომზე. ჩინეთში ჩამოგდებულ ბომბზე. ინკვიზიციაზე და ათას რამეზე რაც  კაცობრიობისთვის სახალისო თემა არ გახლავთ. მაგრამ ხუმრობდნენ.  დარწმუნებული ვარ რომ არც ერთი იქ წარმოდგენილი ქვეყნის გუნდის წევრზე უკეთ ჩვენ არ გვიყვარს მათი ქვეყნის ისტორია და არ ვაფასებთ მათ წარსულს მათძე უფრო მეტი რუდუნებით. მაგრამ ეს КВН -ია, ხუმრობა-ზოგჯერ შავიც აქ ჩვეულებრივი მოვლენაა და სცენაზე ექსპრონტად თქმული "შუტკა" დარბაზმა სავსებით შესაძლებელია რომ მიიღოს. სხვა საქმეა საეთეროდ დარჩება ეგ თუ არა (რატომღაც ამ მიმართულებით ნაკლებად იყო შტურმი. არადა პოლიტკორექტულობაზე თუ მიდგა საქმე სწორედ მონტაჟით მოგვარდებდა ეგ საკითხი). გააჩნია იუმორს და ამბის თხრობის ფორმასაც. აქ არც ცინიზმი იყო და არც სარკაზმი. ეს უბრალოდ დაუფიქრებელი პასუხი იყო. რომლის ანალოგიური შესაძლოა ნებისმიერს მოგვადგეს პირზე ხუმრობა ხუმრობაში. ფაშისტებად შერაცხვა ამის გამო? მდაა... ასეთი ლოგიკით შორს წავალთ.

მალე ალბათ მანსანკანს სამეთვალყურეო საბჭო ეყოლაბე და მკვეტრად განსაზღვრული ქცევის კოდექსი. ჟიურში კი ხუმრობების  ეთიკურ,მორალურ,ზენეობრივი საკითხების მონიტორინგის ჯგუფი იქნება.
ქუთაისის საგიჟეთიდან გჟი გაიქცა.ექიმები ჩქარობდნენ-დროზე ვნახოთ თორემ გურიაში თუ გადაგვასწრო ვეღარ გავარჩევთ რომელი რომელიაო
გრურულებს გლანძღავენ. დისკრიმინაციაა
მეგრელს ტვინი ამოჭრეს და რომ გაიღვიძა გაკვირვებულმა იკითხა- აი სად ვარ
ჯო!?
აჭარლებს გვიჩაგრავენ. დისკრიმინაციაა
გურულს ბავშვი შეეძინა.იმავდროულად პალატაში აფრიკელიმა და მეგრელმაც იმშობიარა. შემთხვევით ბავშვები აერიათ და გურულს ეუბნებიან შენი რომელია არ ვიცითო. დააფრინდება გურული აფრიკელის შავკანიან ბავშვს და გარბის. -ეგ ხომ მაინც იცი რომ შენი არააო - მერე რა, მეგრელს ხომ მაინც ჯობია-ო
მეგრელებს გვიჩაგრავენ. დისკრიმინაცია. საინტერესოა უფლების დამცველ რეგიონალურ არასამთავრობოს უნდა მიმართონ ასეთ შემთხვევაში თუ პირდაპირ სახალხო დამცველს!?
11 სექტემბერს მსოლიო სავაჭრო ცენტრს ბოინგი შეეჯახა. ნანგრევებიდან სვანი ამოძვრა და მოგ... პასატკაო ჩაიბურდღუნა
ჰა. ამერიკელებს ვერ ვიტანთ თუ ბენლადენი გვიყვარს!?

თუ ანტისემიტიზმს, რასობრივ, რელიგიურ, ეთნიკურ, კუთხურ ნიადაგზე გამოვლენილ დისკრიმინაციას ასე ხმალამოღებული ვებრძვით და უბრალო ხუმრობების წიაღსვლებსაც ვაწარმოებთ, ავიღოთ და ავკრძალოთ:

  • ხუმრობები გურულებზე, აჭარლებზე, კახელებზე, მეგრელებზე და სხვა კუთხის წარმომადგენლების გაშაყირებაზე... ესეც დისკრიმინაციაა
  • რელიგიურ თემატიკაზე გადაღებული კომედიები და ფილმები. "დოგმა","ყოვლის შემძლე ბრიუსი", "ევანი". "დავინჩის კოდზე" აღარაფერს ვამბობ.
  • ნებისმიერი სახის კარიკატურა სადაც სასაცილო ფორმით იქნება წარმოდგენილი ადამიანის რეალური სახე
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საქარველოში ძალიან უყვართ პოპულიზმი. მთავარია კაი თემა იყოს. გემრიელად საყვირალი თორემ შემდეგ ყველა თავისი მიზნებისთვის მშვენივრად გამოიყენებს ამ კარტს მედიაც, არასამთავრობოც და ათასი სხვა მსურველიც.  კარგი, ქართველი მანსანკანელები ანტისემიტები არიან. იგივე ლოგიკით  რუსული კომედი კლაბის ბიჭები პირდაპირ ქართველთ მოძულენი გამოდიან მაშინ. ჰა, რომელი არასამთავრობო დაიცავს აქ ქართველთ ინტერეს!? 

Comedy Club, Выпуск №252

ეს ფაშისტები ესენი...



Post a Comment

5 комментариев:

  1. მდააა... მე აშკარად ჭურში ვარ :-) ამ ხუმრობის შესახებ არაფერი ვიცი, ბარემ ისიც მიგეწერა კუთხეში, ფრჩხილებში თუნდაც, უფრო თამამად გამოვთქვამდი აზრს.
    და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა ხუმრობაა, ეს თამაშია და ექსპრომტად მოფიქრებული, მილიონი ასეთი ხუმრობა ყოფილა იმ წუთში გამაღიზიანებელი, მარა ხუმრობაა რა... როცა გეი-აღლუმის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვდიოდით და ჩაქოლვით ვიმუქრებოდით, ეს არ იყო ადამიანის უფლებების დარღვევა? როცა დეისაძის წიგნი ავკრძალეთ, არც ეს? როცა კონკრეტულ კატეგორიას წიგნი ან ფილმი არ მოსწონს და მე მიკრძალავს მის ნახვას, ეს არაა დარღვევა?! "ნიჭიერის" იმ ეპოზოდზე ხომ აღარაფერს ვამბობ, მშვენივრად ცეკვავდა ის კაცი და სირცხვილია, როცა ორიანტაციის გამო ავიწროებ. არ მეგონა ამდენს თუ "ვიკადრებდით", მქონდა იმედი, რომ გადაიყვანდნენ. მაგრამ უვი!.. ესაა ჩვენი სახე. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა ხუმრობა იყო, სულ გამანადგურებელი და შეურაცხმყოფელიც რომ ყოფილიყო, უკაცრავად, მარა ჯერ უფრო "ზედა ფენებს" მივხედოთ რა, იქ უფრო მეტი სამუშაოა.
    საინტერესოა პირდაპირ, იმხელა ამბები არ აწუხებთ (ან თვალს ხუჭავენ) და მისდგნენ ამ ბავშვებს, აქაოდა, ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძვითო. კაი რა, მართლა კაი რა...

    ОтветитьУдалить
  2. კითხვა იყო ასეთი - ჰიტლერის საუკეთესო თვისება. პასუხი - უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში. და ეს არა დაგეგმილი სცენარი, არამე დ ექსპრონტი იყო. არ დაინგრა ქვეყანა!?

    ОтветитьУдалить
  3. ვახ, მე მომეწონა ხუმრობა. დაგეგმილიც რომ ყოფილიყო, არ ვთვლი, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ღირდა, ხუმრობაა, რა მოხდა მერე. ისე, კარგად კი მოუფიქრებიათ :-D

    ОтветитьУдалить
  4. აგი პოსტი რომ ბექა მინდიაშვილს გავაცნო, წინააღმდეგი იქნები?

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!