აბა, ჩავბჟირდეთ.... |
იუმორინა დასრულდა... ა, უკაცრავად. ახალი წელი დასრულდა და ამოვისუნთქეთ. უთქვამთ: „რაც სასაცილოა, ის საშიში აღარ არის“-ო ხოდა იუმორინას წყალობით იმდენი „აცინა“ ერი "ლომისმა" საქართველოს დღევანდელ "სავალალო" მდომარეობაზე, კორუმპირებულობაზე (რა სიტყვა გამოვიდა!?) და მთავრობაზე. რომ უკვე აღარავის აღარ ეცინება თავად იუმორინაზე. სხვათაშორის ინტელექტუალური იუმორის ხარისხი საკმაოდ კარგი ინდიკატორია ერის „სიჯანსაღის“. თვალის გადევნება საკმაოდ კარგად შეიძლება, დააკვირდით რაზე ვიცინით და მიხვდებით რა გვიჭირს. არამარტო იუმორინას, არამედ ზოგადად ტელე იუმორის მაგალითზე.
- არ დასრულდა ღვარძლიანი პოლიტიზირებული ხუმრობები, დაწყეული „რას გვიშვება ეს მთავრობა“ დან და დასრულებული პიროვნული დაცინვებით. პოლიტიკური სატირა ყოველთვის პოპულარული იყო, მაგრამ გააჩნია მის ხარისხს. ბენდუქიძის, ნოღაიდელის, პრეზიდენტის და შევარდნაძის პაროდიები უკვე ამოვიდა ყელში. ან ფორმა შეცვალეთ ან სცენარი თორემ დაიზეპირა როგორც მაყურებელმა, ასევე ტელემაყურებელმაც ტექსტები. დავიღალეეეთ...
- ვერა და ვერ ავსცდით ქამარს - გასაგებია რომ სექსუალურად დამშეულები ვართ და შესაბამისად მიხოს დედის გინებები ფორბსის რეიტინგის ხუთეულში მოხვედრასავით ეფინება გულზე მალამოდ ზოგიერთებს. მაგრამ ამ ვერბალურ პორნოგრაფიას არ უნდა ეშველოს რამე!?
- იუმორი გახდა ძალიან სწორხაზოვანი, ბრტყელი და (ვიტყოდი უცენზურო მეთქი, მაგრამ ცენზურა როგორც ასეთი ამ მხრივ მიგუდულია. ამიტომაც ვიხმარ უფრო მორგებულ სიტყვას ) პახაბნი. კი ბატონო, რაც უფრო ხშირად ვიხმართ (ხშირად ამ სიყვის გაგონებაზეც ბჟირდებიან და მერე იმით იმართლებენ თავს „ქართული რა ბინძური ენააო) წინადადებებში „ტყ“, „ყლ“, „ტრ“ და კიდე ბევრ, სექსუალურ აქტთან ან სასქესო ორგანოსთან ასოცირებულ ხმოვნებს (ასოთშეხამება აღარაა საჭირო) მით უფრო იხარხარებს ხალხი. მოსწონს ხალხს? ესეიგი ის უნდა ვაკეთოთ რაც ხალხს მოსწონს, თუ არა და ვერ გავყიდით „პროდუქტს“.
შესაბამისდ იქმნება „გაურკვეველი ბაზარი“ სადაც ეს იუმორი უნდა „გაასაღო“. ეს კი უკვე რეალური პრობლემაა. ვინაიდგან სხვა იუმორს უკვე ვეღარ მიიღებს შენი მაყურებელი. ამიტომაც - როგორც გაზრდი, ისე მოგთხოვს. და შესაბამისად შენც ვეღარ გაიზრდები.
დაკვირდით როგორ სცდილობენ რუსთავი 2-ის ბიჭები გაცდნენ უკვე დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. მაგრამ დღემდე ჯავახიშვილი „თავგასიებულია“ ხოლო ანღულაძე „ნანული“ ან მაქსიმუმ „სტაიანშიკი“. შედარებით გაფილტრულ და კარგ იუმორს გვთავაზობდნენ ღამის შოუს წამყვანები. მეტნაკლებად წარმატებით ლავირებს "შუა ქალაქში", თუმცა ხშირად აქაც ეტყობათ სცენარში დიდი ლაქები.მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობას მაინც ის ყბადაღებული ხუმრობა ურჩევნია. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ. ხშირ შემთხვევაში მისი არ ქონის გამო.
იუმორის ხარისხის დადაბლების ერთ-ერთი მიზეზი მოზღვავებული იუმორისტული პროგრამებია. გასაგებია, რაც მეტი ქინება მით უკეთესი. მაგრამ ეს „მეტი და უკეთესი“ ძირითადად სხვა ქვეყნის არხების მიბაძვით კეთდება. ვიტყვი იქედან გამომდინარე რაზეც ხელი მიმიწვდება (რუსული ტელეარხი THT და СTC) თუ რუსულ ტელეარხებსმივბაძავთ, ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ ბაზა გაცილებით. თუმცა რა გაცილებით კოლოსრულად დიდი აქვთ ვიდრე საქართველოს (უნიკალურ ნიჭიერებაზე ვენებს ნუ გადავიჭრით) იგივე „კომედი კლაბი“, „სმეხ ბეზ პრავილ“, „უბოინოი ნოჩი“, „ხაროშიე შუტკი“, „შოუ ურალსკიხ პილმენეი“, „უკრაინსკი კვარტალ“(ხო, ქართულად დავწერე, შემეზარა შრიფტის გადაყვანა) და კიდე სხვა, შედარებით პატარა გადაცემები მთელი რუსეთის ფედერაციიდან ისრუტავენ ტალანტებს და იდეებს. შესაბამისად არ „ხუნდებიან“. მათი იუმორი ყოველთვის აქტუალური და მახვინგონივრულია. რათქმაუნდა „პახაბშინა“ აქაცაა, მაგრამ... იციან როგორ შეფუთონ.
სხვათაშორის ძალიან გვიკვირდა მხიარულთა და საზრიანთა უმაღლეს ლიგაში მოხვედრილებს რატომ ვერ აფასებდა სათანადოდ ქართულ იუმორს რუსი მაყურებელი მაშინ როც საქართველოში ფორთხავდნენ „შუტკაზე - წამო, ჩემმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა და დღეს შეშის დანთება აღარ დაგვჭირდებაო (ნაწყვეტი დიალოგიდან)“. შემდეგ მივხდით რომ გვიჭირდა და შევცვალეთ ჩვენი „შიტკებიც“. ამიტომაც ძირითადად ჩვენგან (ქართველებისგან) მხოლოდ მუსიკალურ ნომრებს და ეტიუდებს ელოდნენ (ეგ ხო მაინც ვიცით)
კი ბატონო, ჩვენ საქართველო ვართ. უდაოდ ნიჭიერი ხალხი. მაგრამ ამ ნიჭის გამოყენება ვერ ვისწავლეთ. ან დაგვავიწყდა, ხო, უფრო დაგვავიწყდა. იმიტომ რომ ჩემდა თავად „მხიარული რომანი“ს ან ნებისმიერი სხვა ქართული კომედია ცალკე აღებული მირჩევნია ბოლო წლებში შექმნილ ყველა იუმორისტულ-კომედიურ ქართულ ფილმს. მარტივი მაგალითი რამდენი ფრაზა გახსოვთ ძველი ფილმებიდან და რამდენი ახლიდან (თუნდაც ძააან მაგრად შეფუთულიდან და გაპიარებულიდან)
ასე რომ თუ ამ მოსალოდნელზე მეტად გაგრძელებული მონოლოგის დასაწყის დავუბრუნდებით „იუმორი საკმაოდ კარგი ინდიკატორია“-ო, აღმოვაჩენთ რომ საკმაოდ გემრიელი ჩავარდნის შემდეგ ვცდილობთ ამოვიდეთ რაღაც ნიშნულამდე. მარამ ჯერ ქამარს ვებღაუჭებით ისევ. იმედია ან ქამარი აღმოჩნდება გამძლე ან ჩვენ გვეყოფა ძალა (ინტელექტი) წამოვიწიოთ.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!