Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ქუჩაში ან სადმე. რავიცი, ვიცი?!

ქუჩაში ან სადმე. რავიცი, ვიცი?!
ბათუელმა ჟურნალისტმა დამთეგა. დიდად აღრფთოვანებული ვარ თემის სათაურით მეთქი ვერ ვიტყვი. მაგრამ რას იზამ. თხოვნაა და შევასრულებ. ესეიგი თემა ასეთია. როგორმიცნოთ ქუჩაში!
უნდა გქონდეთ სწრაფი რეაქცია. იმტომ რომ ძალიან სწრაფად ვმოძრაობ და შეიძლება ისე ჩაგიქროლოთ, კარგად ნაცნბიც რომ იყოთ, ვერც დამინახოთ ან ვერ შემამჩნიოთ. შემდეგ კი იფიქროთ " ეს...მგონი?!... ვითომ?!."
თუ ყავას ვსვამ სადმე ღია ბარში, გაგიმართლათ. აქ ორი მიზეზია თქვენი გამართლების. პირველი, ყავის ფული გადახდილი მაქვს და მეორე დამჯდარ მდგომარეობაში ჩემი დაჭერა გაცილებით იოლია.



როგორ გამოვიყურები? თუ შეგხვდათ საშუალოზე ოდნავ მაღალი. ბეჭგანიერი. გრუზა, შავ თმიანი და დიდ თვალება, მხარზე ნოუთბუკ გადაკიდებული მელანქოლიკი ჭაბუკი სიგარეტით ხელში. ეგ ჩემი მეზობელია. მე არ ვარ!
თუ ბარში საუბრისას გადმოგაყარეს კომპლიმენტები იმის თაობაზე თუ როგორ მოსწონს შენი ბლოგი, რომ სულ შენს ბლოგს კითხულობს, რომ ძალიან საყვარელი, მომხიბვლელი, და ძაააან ტაკოი ხართ... ესეიგი ვიღაცა იბრალებს დათო ვარო. არც ეგ ვარ მე.
თუ გამოგიტყდათ რომ გაუსაძლისია მისთვის თანამედროვე ლიტერატურაში არსებული მდგომარეობა. რომ არაფერი ღირებული არ წაუკითხავს ამ ხნის განმავლობაში და ყველა ახლად გამომცხვარი ავტორი კონვეერზე ზის და აი აღმოსავლური პროზა და პოეზია მაინც სუულ სხვაა... უთხარით რომ მე მალე მოვალ და ჯობია წავიდეს. ადგილს იკავებს.
თუ მზადაა გიყუროს ხასიათგაფუჭებულზე როგორ ჩამოგტირით ცხვირპირი და სიგარეტის კვამლში ახვიოს ფრაზები იმის შესახებ "რა უსამართლოა სამყარო და ცვალებადია ფორტუნა"... არც ეგ არ ვარ...
თუ გამომიტყდებით რომ გიჟდებით ჩემს ბლოგზე და ვაუუუ და ასე შემდეგ... აზრი არააქვს. მეორ ფრაზაზე გამოგიჭერთ შეეფერება თუ არა ეგ სიმართლეს. ასე რომ თავიდანვე იყავით გულწრფელნი. ეს რათქმაუნდა იმის შემდეგ თუ მიცნობთ. აღმომაჩენთ, გამომთვლით და მიპოვით. თუ არა და აქ ვარ. მთვარის კლუბში.

ოო ახლა ვინს გადავულოცოოო????
ბუდაპეშტის დღიურს გავიმეტებ და ბაჩკუს. ახლა თქვენ იფილოსოფოსედ :)

2 comments:

  1. he dato chevuli iumorit, ai amiT gicnobs shen yvela dato, da kidev me cota sxvanairs gxadav, iset zRvus Cayureblad rom uyvars siaruli da cud ganwyobaze myofis mdgomareobidan gamoyvana , rom exarxeba :))))kidev ise ici tavdajerebuladac siaruli da dzad xar yovel dilit shemomtavazo yava skypshi :))))))
    gkocni :*

    ReplyDelete
  2. აჰხაჰხა...

    მე მაინც გიცნობ, დათოს დავიხმარებ ძიძიშვილს და გიცნობ.. :)

    კი არა და..


    ჰხო.. :)


    თავიდან მომეწონა, მეზობლის ვერსია.. :))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]