ჩემი რადიო იუბილარია. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი რადიოსადგურია. თბილისის მერე პირველად აქ გაისმა ეთერში ხმა. მართლა მეამაყება რო ასეთი დიდი ტრდიციის მქონე რადიოში ვმუშაობ.
უბრალოდ ვუსურვებ ძველი სიძლიერის დაბრუნებას. ნაკლებ პრობლემებს და მომლოდინე მსმენელების იმედების გამართლებას. იყო საუბარი თითქოს უნდა დახურულიყოვო, გადაკეთებულიყოვო და ასე შემდეგ. მაგრამ რაღათქმაუნდა სრული სიცრუეა. ან კიდევ ვის უნდა მოუვიდეს ეს იდიოტური იდეა თავში.(შესაძლოა ადამიანს რომელსაც რადიოსი არაფერი გაეგბა. მაგრამ ვიმედოვნებ რომ ასეთ ადამიანებს ჩემს რადიოსთან საქმე არ ექნებათ ). სამწუხაროდ დღეს რადიოს საიტი გათიშულია. იმედს ვიტოვებ რომ მალე ისევ ამუშავდება და ისევ გავაქტიურდებით მის ფორუმზე. ახლა აქედან ვეხმიანები.
სხვათაშორის, ეს ის რადიოა გალაქტიონ ტაბიძის ხმა რომ შემოგინახათ. ახლა ასე ლამაზად რომ ისმის ნიაზ დიასამიძის სიმღერაში და აუდიო ჩანაწერებშიც.კიდევ ათასი საინტერესო ჩანაწერი ინახება მის ფონდში.
ძალიან მიყვარს ჩემი რადიო და ჩემი მსმენელები. ამიტომაც გილოცავთ ყველას.
პატარა საჩუქარიც გავუკეთე. ჩვენს არტებზე დამზადებული სახელდახელო ვიდეო რგოლები. ჯერ ეს იყოს. შემდეგ კი უკეთესს მოგიძღვნი
გილოცავ
ვულოცავ შენს რადიოს!!! :love:
ReplyDeleteისე მიყვარდა რადიო ბავშვობაში (ახლაც ცოტა), რომ დღემდე რაღაცნაირ ტკბილ და შემოდგომურ ოქროსფერ ფოთლებთან ასოცირდება, საიდან გამახსენდა შემოდგომა ამ გაზაფხულის მიწურულს :ლოლ:
რადიო..
ReplyDeleteსიგიჟემდე მიყვარს...
სულ იმაზე ვოცნებობ, ერთხელ მაინც მოვხვდე პირდაპირ ეთერში.. :)
კი არა, გილოცავ, მრავალს დაესწარი.. :)
სწორედ ეგაა რადიოს ხიბლი. ოცნებას აღგიძრავს. ტელვიზიასავით მის ვერსიას არ გტენის :)
ReplyDeleteვასასი, მთავარი მონდომებაა ხო იცი?! ;)
ძალიან მიყვარს რადიო, ხშირადაც ვუსმენ, ძირითადათ საქართველოს რადიოს, რომელიც 23 მაისიდან განახლებული ფორმატით გავა,საინტერესო გადაცემები აქვს, კიდევ, ფორტუნას, თავისუფლებას-მწვანე ტალღაზე და ინტენეტით ეხო მოსკვის, შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზორზე უფრო მეტად რადიოთი ვსარგებლობ.
ReplyDeleteრაც შეეხება რადიო აჭარას, ერთი პერიოდი ვუსმენდი, FM 99-ზე რომ იყო, ახლა რატომღაც 104.5 დიაპაზონზე ვერ ვიჭერ, გავარკვევ მაგ ამბავს:)
დათო, გილოცავ და წამრმატებებს გისურვებ შენ და შენს რადიოს!
გილოცავ დავით, ვულოცავ რადიოს :)
ReplyDeleteსაერთოდ მიყვარს რადიო და ასეთი ტრადიციების მქონე რადიო უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს :)
ოქროს ფონის ჩანაწერები რა კარგი იყოოო
:) დიიდი მადლობა.
ReplyDeleteკეთილი იყოს თქვენი მობრძანება საუკეთესო განწყობის ტალღაზე :)
davit shennairi bevri kavdes acharis radios da arasdros ar mogvakldeba msmenelebi:)vulocav mec chems radios iubiles
ReplyDelete