უჩვეულოდ დაიწყო დღე. საძინებლის ოთახის ღია სარკმელში, ეზოში მოთამაშე ბავშვებმა, შემთხვევით ერთჯერადი (კიდევ კარგი) პლასმასის თეფში შემომიფრინეს. უფრო გაოცებამ გამომარკვია ძილბურანიდან ვიდრე ხმაურმა. ამოცნობილი მფრინავი სხეული ლოგინის გვერდით. ნოხზე დაეშვა. რაღათქმაუნდა ეზო იმავე წამს დაიცალა. ბავშვები ისე სწრაფად აორთქლდნენ რომ ვერც მოვკარი თვალი. ერთ-ერთ სადარბაზოსთან დამდგარმა მტვრის ბუღმა გაჰყიდა დამალულები. გამეცინა, ბავშვები….
მერე გამახსენდა რომ ღამით ფილმი გადმოვქაჩე. საკმაოდ საინტერესო The Fourth Kind. რეალურ ფაქტებზე აგებული ფილმია. დიდი სპეც ეფექტებით გატენილი არ არის, მაგრამ არც წაუგია. მოკლედ ჩვენს უცხოპლანეტელ სტუმრებზეა. სიუჟეტის მოყოლას არ დავიწყებ. უბრალოდ ის გამახსენდა რამდენად მოდური იყო ეს თემა. ახლა იუთუბზე ვიქექები და საკმაოზე მეტი მასალა ამოვქექე. უმრავლესობა საერთოდ ისეთი დებილური გაკეთებულია სასაცილოდაც არ გეყოფა. აგრამ არის რამოდენიმე, რო გაგაკვირვებს. ახლა არც საინტერესო ფაქტების მოყოლას არ ვაპირებ და არც მათთან ურთიერთობის თეორიებზე საუბარს. ეგ მერეისთვის იყოს. (ისე საკმაოდ კარგი თემაა)
გამახსენდა 90-იანი წლები. პურის რიგები და ამ რიგებში გაგონილი ათასი ჭორი. “გაიგეთ გუშინ ფრინავი ტეფში უნახავთ- ვაა, სადა?- სად და პივის ქარხნის თავზე!-ვაა, მართლა? მოიტაცეს ვინმე?! - არა, უბრალოდ რაღაც მიანათეს და გაფრინდნენ” ასეთი დიალოგები უფრო აქტუალური იყო ვიდრე პოლიტიკა და ეკონომიკა. ფანტაზიას გასაქანს აძლევდა. მერე ვიღაცა დაიფიცებდა რომ მის სოფელში წვრილთვალება, მაღალი არსებები წერილებს უწერენ პატარა გოგონას. ეგ რააო, მეორე იტყოდა. ჩვენთან სოფელში,ერთ სახლში დანები ფრინავენო. თაფშები ჩემთანაც ფრინავდნენ გუშინ, სახლში მთვრალი მივედი და ცოლი გამომენთოვო-იოხუნჯებდა მომდევნო. ნუ მასხრობ მაგაზე, მეზობლის ბავშვს მიანათეს და ბიოდენები გაუძლიერდა, ახლა სხეულზე რკინებს იკრავსო-დაუცაცხანებდა მთხობელი. წამომყვეს ხვალ ღელეზე, ჯართი მაქ ასაგროვებელი,მომეხმაროსო- მხარს აუბამდა მეორე ოხუნჯი. ერთი სიტყვით ასე გადიოდა დრო. თეფშები კი ზოგჯერ ცარიელი, მაგრამ მაინც აქტუალური იყო.
ცივი ზამთრის ერთი რიგითი, გრძელი საღამო იყო. რათქმაუნდა ეგრევე უნდა გამოვრიცხოთ შუქი და მასთან დაკავშირებული ყველანაირი კომფორტი. შეშის ღუმელი ბუტბუტებდა. ბავშვები (ყოველთვის დიდი კი არ ვყოფილვარ J ) მის გარშემო ახალ-ახალ ამბებს ვყვებოდით. რაღათქმაუნდა ა.მ.ო მთავარი თემა იყო. ამას თან ელანძე მოსული შუქის დროს ტელევიზიით ნანახი გადაცემა “გინდ დაიჯერე გინდ არა”-ში ნანახი სიუჟეტებიც ამძაფრებდა. იქ სახე დაინახეს, იქ თავად თეფში, იქ კიდევ ვიღაცა და წავიდაა.. გაღვივდა ბავშვური ფანტაზია. მამაჩემი ნავთის მოსატანად წავიდა. მყუდროდ მოკალათებულები ერთმანეთშ ვედავებოდით თუ რას აკეთებენ უცხოპლანეტელები მოტაცების შემდეგ (ცენზურა დაცული იყო). გავიხსენეთ ყველა საშინელი ფილმი რაც ნანახი გვქონდა. უცნაური მოვლენა რაც გაგვიგია და ვერ აგვიხსნია. სხვების მიერ მოყოლილი საშინელებები. დროდადრო გარეთ გავდიოდით, მოწმედნილ ცაზე რაიმე უცნაურის დანახვის სურვილით ვაცეცებდით თვალებს. ვერაფერს ვხედავდით და ისევ ღუმელს ვუბრუნდებოდით. “ არა ბიჯოო, წაგიყვანენ და ტვინს აგხდიან. შიგნით ჩიპს ჩაგიდგამენ და გამოგიშვებენ” - “თუ გამომიშვებენ კაია” - “კი მარა მერე პულტით გმართავენ და რაც უნდათ იმას გაკეთებიებენ”-“მაი რაფერ?”- “რაფერ და ლუნატიკებივით” – “ბიჯოო გამო გარეთ, ნახე აგერაა ფრინავი თეფშიიი” გავცვივდით. ცაზე წითელი და მოთეთრო-მოლურჯო ფერის სამი ვარსკვლავი ციმციმით მიცურავდა…”აააა. აგერ არიაააააან” იყვირა ერთმა და ავყვირდით ჩვენც. ყველა მოთხობილი ამბავი თვალწინ დაგვიდგა. სახლში შევცვივდით და კარები ჩავრაზეთ. ვინ იცის ეგებ ჩვენ გვეძებდნენ გაბრაზებული უცხოპლანეტელები. “გაფრინდებოდნენ?”-“ესენი ხო სწარაფად მიფრინავენ?წავიდოდენ” . ბოლოს ერთმა გაბედა და გავიდა მაგრამ დიდხანს არ გაჩერბულა. ბღავილით შემოვარდა. “ააა. აქ არიაან. დაბრუნდნეენ”- “ რა იციიი?”- “ეზოში რაღაც ლანდი დავინახეე” – “ ააააააა” და კარები ისევ ჩაიკეტა. არ ვსუნთქავდით, წამწამსაც არ ვახამხამებდით. საზიზღარი სიჩუმე იყო. რაღაც ხმა გვიახლოვდებოდა. შევიკუმშეთ. შემდეგ ეგ რაღაც ძალიან ახლოს, ლამის კარებთან ახმაურდა ისე საზიზრღად როგორც მეტალის კონსტრუქცია გამოსცემს გრუხუნა ხმას. ვიბღავლეთ, მაგრამ ცოტა კი არა. მაგრამ ბღავილი კარებზე ძლიერმა ბრახუნდა გაგვაწყვეტინა… “ აააარ გაუღოოოოოო” იწივლა ერთმა და ვინ იყო ან გამღები (ან რატომ?! ) ერთმანეთს მივეკარით. სიბნელეში, ლამპის შუქზე ვხედავდით ერთმანეთის ანთებულ, დიდ თვალებს. ეგ ყველაფერი წამები გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენთვის საუკუნე იყო. წამიც და ძლიერი ბრახუნი ხმამ ისევ დაგვიარა სხეულში… უცებ გადაჩახჩახდა მთელი ოთახი და ავწივლდით ჩვენც…. რა იყო მერე?!...
არაფერიც. ოთახში შუქი გვქონდა დატოვებული და უეცრად (როგორც წესი) მოვარდნილმა ძაბვამ გადაანათა ოთახი. კარებზე კი მამაჩემი იყო. ნავთი მოიტანა და კალისტრები დააწყო კარებთან…
საინტერესო პერიოდი იყო და დილის საინტერესო დასაწყისიც.
ხოო. სხვათაშორის ეს ჩემი მე 100 პოსტია. ანუ რიგით მე 100 სისულელე თორემ ისე ოო რამდენი იქნება კიდევ …
dzalian vixalise, martla gemrieli dawerilia, da ici raa albat es msitika da mitologiuri temebi yvela bavsvis interes iwvevs, mec masT dgeshi viyavi, erti zRapari iyo mTvares dedofali iaponuri da ise momwonda mzad viyavi mec gavwolodi ucxoplanetels mtvareze :D:D:D
ReplyDeleteshenma postma ki erti multfilmi gamaxsena "naxevar qatama" qvia qarTulad, magaria dzaaan, martla tevsh daetakeba da aravin ujerebs :D ar waaageb uyure
ვიცი ეგ მულთფილმი. დაქალი რომ ყავს იხვი და გოჭი :)
ReplyDelete