დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ლევან უჩანეიშვილმა
ჰარისონ ფორდი ითრია თმებით პრეზიდენტის ლაინერზე - გახსოვთ ალბათ ეს ფილმი .უჩანეიშვილის
საიდუმლო მასალებში და სურვილების ამსრულებელში გამოჩენაზეც ისეთი რეაქცია გვქონდა
თითქოს თასთა თასი მოგვეგო.
შემდეგ ის ფაქტიც გემახსოვრებათ 1988 წელს გამოსულ
ფილმში სახელწოდებით წითელი სიცხე, პოლიციელი შვარცნეგერი რომ დასდევდა ქართველ ნარკობარონ
ვიკტორ რუსთაველს ჯერ მოსკოვში და მერე ამერიკაში... ისიც გემახსოვრებათ რუსთაველის
ასე ხსენებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟიც რომ გამოიწვია. გახსოვთ?! ხოდა
გამარჯობა, ეს კინო ბლოგია. მიკროფონთან კი დათო
ტრაპაიძეა. გვისმინე, რომ შემდეგ სიამოვნებით უყურო
კი, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. აღარც ის რკინის ფარდაა და აღარც
ამერიკაა ისე შორს როგორც ბავშვობაში წარმოგვედგინა. გახსოვთ ალბათ როგორ გვიხაროდა
ჰოლივუდში ქართველი მსახიობის არსებობა. რამდენიმე დღის წინ ხმა გავარდა- სემ ჰარგრეივის ფილმიზე სადაც კრის ჰემსვორტთან
ერთად თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი,
დათო ბახტაძე, ირაკლი კვირიკაძე, თორნიკე ბზიავა და სხვა ქართველი მსახიობებიც ითამაშებენო
. კი, ეს ძალიან კარგი ამბავია.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!