Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი - Jesus Christ Superstar

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი - Jesus Christ Superstar

 

გამარჯობა, ეს კინო ბლოგია, მიკროფონთან კი დათო ტრაპაიძე. დღეს ჩვენ არანორმალურად მაგარ როკ ოპერაზე, იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავზე ვსაუბრობთ.  კარგია რომ აქ ხარ, გვისმინე რომ შემდეგ სიამოვნებით უყურო.

როცა ეს მონუმნტალური ნაწარმოები იწერებოდა ენდრიუ ლოიდ ვებერი მაშინ 22 წლის იყო ხოლო თიმ რაისი 26.  



ეს მოხდა 1969 წლის წაფხულში. მათმა წინამორბედმა მიუზიკლმა იოესბი და მისი სიზმრების საოცარი მოსასხამი, წარმატება მოიპოვა. ახლა რაღაც ახალს, უფრო მაშტაბურს და რადიკალურს ითხოვდა მათი გონება. ის რომ მომდევნო მიუზიკლი ბიბლიურ თემაზე იქნებოდა ამაზე თავიდანვე შეთანხმდნენ, მაგრამ რომელზე - ეს ჯერ უცნობი იყო. თავდაპირველად იმასაც კი ფიქრობდნენ მეფე დავითზე ხომ არ დავწეროთ ნაწარმოებიო.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნაწარმოების თემის ჩამოყალიბებაში ტიმ რაის ბობ დილანის სიმღერა დაეხმარა სახელწოდებით ღმერთი ჩვენს გვერდით. სიმღერამ ისეთი ზემოქმედება მოახდეინა მათზე რომ გადაწყდა - მთავარი მოქმედი პირი იქნებოდა იესო ქრისტე. კერძოდ კი მისი ცხოვრების ბოლო რამდენიმე კვირა იქნებოდა სიუჟეტის მთავარი თემა. ოღონდ მას სურდა ეს ისტორია არა მხოლოდ იესოს ხაზით, არამედ იუდას და პილატეს ხაზითაც განვითარებულიყო. მან ეს იდეა თავის მეგობარს - ენდრიუ ვებერს გაუმხილა. ვებერს ისე მოეწონა იდეა რომ ლამის ეგრევე შეუდგა საქმეს. აი მათი პროდიუსერი, წარმოშობით ებრაელი დევიდ ნელდი კი თავიდან შოკში ჩავარდა . რას აპირებთ? მიუზიკლი იესოზე ?! გაგიჟდით? შფოთავდა ის. თუმცა მალე გენიალური მიუზიკლის იდეით ანთებულმა მეგობრებმა პროდიუსერიდაარწმუნეს რომ სარისკო აქ არაფერი იყო და ისი დანებდა


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]