Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბუბა, ვახტანგ კიკაბიძე - კინობლოგი გადაცემა N 11

ბუბა, ვახტანგ კიკაბიძე - კინობლოგი გადაცემა N 11

 


ბუბასთან ერთად დასრულდა საბჭოთა კუმირების სევდიანი ეპოქაც. მიმინო ბოლო ხიდი იყო ამ ეპოქასთან. მას იცნობდნენ, ის უყვარდათ და აღიარებდნენ. მის მიერ შექმნილი გრუზინის სახე ერთად ერთი იყო რომელიც არ მაღიზიანებდა გადამლაშებული ტემპერამენტიანი ექსპრესიით. ალბათ იმიტომ რომ არასდროს თამაშობდა გრუზინობას, მუდამ ბუბად რჩებოდა. ეკრანზეც და ესტრადაზეც. დღეს მან კიდევ ერთი საჩუქარი გაგვიკეთა, რამდენიმე ხნით კვლავ გააერთიანა ისტებით, ასტებით, ოცებით და იანებით დაყოფილი საზოგადოება. რამდენი ხანია ასეთი ერთობა არ გვინახავს, თუ გინდ დროებითი

მადლობა ბუბას მიმინოსთვის, სავლესთვის, ვალიკო მიზანდარისთვის და სიმღერებისთვის, რომლებსაც კიდევ დიდხანს იმღერებენ იმ უკვე კარგად ცნობილი ჟესტიკულაციით და ხმის ტემბრით, როგორც ამას თავად ბუბა მღეროდა

დღეს კონკრეტული რეკომენდაცია არ გვექნება. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფილმი სადაც ვახტანგ კიკაბიძე თამაშობს. ჩართოთ და კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ნამდვილი ქართული კლასიკა. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უსმენდით გადაცემა კინო ბლოგს. მიკროფონთან კი დათო ტრაპაიძე იყო, შევხდებით ერთმანეთს მომდევნო გადაცემაში , ია ტაკ დუმაიუ

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]