დღემდე ძალიან მიყვარს ანიმაციური ფილმები. ზოგს უკვირს- "ამხელა კაცი რეებს უყურებ"ო. მე კი როგორც წესი ის მიკვირს თუ რატო უკვირთ. ეს ხომ ანიმაციაა, მითუმეტეს უბრალო მულტფილმი კი არა - არამედ ანიმე. ჩემი პირველი ფილმი, რომლის წყალობითაც ანიმეს საოცარ სამყაროში შევაღე კარი, ეს ლაპუტას ცის კოშკი იყო. ალტერნატიული სამყარო, საბჭოთა მულტიპლიკაციისაგან განსხვავებული პერსონაჟები და რაც მთავარია, ეს იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი და არა 5 ან 10 წუთიანი გამონათებები. ერთი დიდი და ბედნიერი საათი ანიმეს სამყაროში მოგზაურობისა.
კინობლოგი. გადაცემა N 16 ანიმეს დიდოსტატი ჰაიაო მიაძაკი 宮崎 駿
დღემდე ძალიან მიყვარს ანიმაციური ფილმები. ზოგს უკვირს- "ამხელა კაცი რეებს უყურებ"ო. მე კი როგორც წესი ის მიკვირს თუ რატო უკვირთ. ეს ხომ ანიმაციაა, მითუმეტეს უბრალო მულტფილმი კი არა - არამედ ანიმე. ჩემი პირველი ფილმი, რომლის წყალობითაც ანიმეს საოცარ სამყაროში შევაღე კარი, ეს ლაპუტას ცის კოშკი იყო. ალტერნატიული სამყარო, საბჭოთა მულტიპლიკაციისაგან განსხვავებული პერსონაჟები და რაც მთავარია, ეს იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი და არა 5 ან 10 წუთიანი გამონათებები. ერთი დიდი და ბედნიერი საათი ანიმეს სამყაროში მოგზაურობისა.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!