დრო მოდის. აი ის, სული რომ აგიწანწალდება და შორეთისკენ გეპარება თვალი. თუმცა ეს შორეთი სულაც არ ნიშნავს სახელმწიფო საზღვარს მიღმა მიმალულ კუნჭულებს. ცნობილის და შეცნობილის მიღმაც არანაკლებ საინტერესო აღმოჩენები გველის საზღვრებს შიგნითაც. ერთი სიტყვით - აქაც ძალიან ბევრი რამ შეიძლება ადამიანმა ნახოს და აღმოაჩინოს. ხო, ცხელი სეზონი ვისთვის შეზლონგი და ვისთვის ზურგჩანთა და კარავია. ამაზე არ ვდაობთ - მთავარია სულს რაც სურს ის აიხდინოს. ხოდა... მოგზაურობის დრო მოდის. რა იქნება და როგორ - წინასწარ არ დავწერ. მაგრამ საინტერესო ზაფხული გველის წინ. ძაალიან საინტერესო ;)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!