Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შოკოლადის და ყავის მაგია

შოკოლადის და ყავის მაგია

როცა უცხო ქალაქში ღირშესანიშნაობები, ძეგლები, სკვერები, ქუჩები და შენობები შემოგელევა. ან უბრალოდ მიხვდები რომ შესვენება გჭირდება. იწყებ ახლომახლო მდებარე კაფის ან პაბის ძებნას, სადაც გემოზე თუ არა შეძლებისდაგვარად მაინც შეძლებ მოსვენებას. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ყოველთვის მიმართლებს.


უპირველეს ყოვლისა მიმართლებს იმაში რომ აქ [ დიდის სიამოვნებით განვმეორდები ] ვერსად ნახავთ სიგარეტის კვამლით გაჭვარტულ კაფეს ან პაბს. და მეორე, ყოველთვის დიდ მინიშვნელობას აქცევენ მომსახურების და პროდუქტის ხარისხს. მოკლედ ასე - კარგია.



ყავა აქ (ჩემდა გასახარად) თითქმის ყველგან იყიდება. ზოგან უბრალო მაღაზიებშიც კი შეგიძლია მიხვიდე ყავის აპარატთან (და არა ავტომატთან) და თავად მოიმზადო ესპრესო, ლატე, მაკიატო ან სხვა გემრიელი სახეობა. თუ ეს გეზარება, მაშინ კოფეინის ქსელის პატარა კაფეებს ძალიან ხშირად შეხვდებით. უფასო და უპაროლო ინტერნეტი, გემრიელი ყავით სავსე დიდი ჭიქა და რბილი სავარძლები შენს განკარგულებაშია. ეს მშვენიერი ადგილია სამსახურის შემდეგ, ან შესვენებაზე გამოპარული მეგობრების შესახვედრად.


ხოლო თუ უფრო სალონური და მყუდრო ატმოსფერო გირჩევნია მოსვენებისთვის. არც ამის პოვნა იქნება პრობლემური. მითუმეტეს თუ ჩვეულებრივ მოდუღებულმა ყავამ "მოგაბეზრა" თავი Double Coffee იქვე ახლოსაა. მართალია ერთ ჯერზე ბევრი ვერაფერი დავაგემოვნე. მაგრამ ფრაპე და ხილის კოქტეილი აქ ისე მზადდება როგორც საჭიროა.

როგორც ადრე, ჩემს ვირტუალურ კაფეში გითხარით კიდეც, ზოგიერთ ქალაქს ყავის მოდუღების საკუთარი, გამორჩეული რეცეპტი გააჩნია. რიგა არც ამ შემთხვევაშია გამონაკლისი.  


ყავა რიგულად - ეს იმათი სასმელია ვისაც უცხო გემოსთან ერთად ცოტაოდენ ალკოჰოლიც მოსწონს. ამ ყავის მომზადების ორი წესი არსებობს. მე პირადად აი ეს უფრო მეამა. საიდუმლო შემდეგშია:
ერთი პორცია რიგის ბალზამი, ორი პორცია ყავის ლიქიორი, ამას დამატებული შავი ყავა და ზემოდან დადებული ნაღების სქელი ფენა.
შაქრის დამატებას დიდად არ ურჩევენ. თუმცა თუ ჩემსავით ტკბილის მოყვარული ხარ, შეგიძლია ოდნავ დაამატო. ოდნავ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასმელს უბრალოდ გააფუჭებ. ან რაიმე გემრიელი ნამცხვარი მიაყოლო ნაყინთან ერთად. კი, ყავა რიგულად ტონუსს მართლა სათანადო დონეზე ასწევს. ამაში თავად დავრწმუნდი.

ამ ყავის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ გასეირნება ან რაიმე სხვა, გემრიელი სასუსნავის დაგემოვნება. თუ ეს ასე მოხდა. მაშინ ერთ ძალიან საინტერესო და გემრიელ ადგილს მიგასწავლით. ძველ რიგაში, ერთ პატარა ქუჩაზე შოკოლადის საოცრად გემრიელი ბარი Black Magic - ი მდებარეობს. თუ გიყვარს შოკოლადი, ყავა და ამ ორ ინგრედიენტზე აგებული ჯადოსნური მისტიკა - ეს შენი ადგილია.


მართალია ამ ბარის სახელწოდება ბალზამის ფერთან უფრო ახლოა ვიდრე შოკოლადთან ან ყავასთან. მაგრამ დროთა განმავლობაშიც ყავა, შოკოლადი და ბალზამი ამ ბარის განუყრელი სინონიმები გახდა. საოცარი ადგილია, ანტურაჟისა და დიზაინის წყალობით აქ უნებლიედ  დროში მოგზაურობა გიწევს. 


სამოსიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული ყველაფერი ხელს გიწყობს იმაში რომ სხვა ეპოქაში დაიწყო მოგზაურობა. კერძოდ კი 1752 წლის რიგაში, როცა ერთერთმა აფთიაქარმა კაცობრიობას რიგული ბალზამი აჩუქა.


ალქიმია და ჯადოქრობა აქ ყველგანაა. შენ შეგიძლია უბრალოდ შეუკვეთო შენთვის სასურველი ნუკბარი. ან მიჰყვე ბარის მაგიას და სწორედ შენთვის შესაფერისი ნამცხვარი ან შოკოლადი დააგემოვნო. ან სასაჩურედ შეუკვეთო შეყვარებულისთვის, ისიც წინასწარ უკარნახო თუ როდისაა დაბადებული, ან რა გსურს რომ შენი საჩუქარით იგრძნოს - მოკლედ მაგიაა


მარტო დაგემოვნებაში არარის საქმე, შეგიძლია თან ისიც გაიგო თუ რითია დამზადებული. რა ინგრედიენტი რასთან არის კავშირში. რატომ მაინც და მაინც ეს და არა სხვა. და თუ ბოლომდე გაჰყვებით შენი ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილი შოკოლადიც შეიძლება დააგემოვნო. მე დავაგემოვნე, ამიხსნეს კიდეც. მაგრამ შოკოლადი უფრო მეამა ვიდრე მის ვარსკვლავებთან კავშირის არსს ჩავსწვდი.


კულინარი ალქიმიკოსებსა და ჯადოქრებისთვის ეს ბარი მართლაც მისწრებაა. თუ ხუთი ადამიანი შეიკრიბებით, ერთგვარი შაბაში და კაცზე 25 ევროს გადაიხდით უგემრიელესი შოკოლადისაგან ათასგვარი სასუსნავის დამზადების საკრალულ ცოდნასაც ეზიარებით და ეს ყველაფერი ამ ბარის მისტიურ სარდაფში მოხდება. ჩემდა სამწუხაროდ ვერ ავაგროვე "ალქიმიკოსთა" ჯგუფი და ფუჭი ლოდინის შემდეგ ისევ ზოდიაქოთი შერჩეულ შოკოლადს და ყავას დავჯერდი. ალქიმიკოსების საკრალული ცოდნის ვერგაზიარების დარდის ჩასაქრობად კი რიგული ბალზამი მშვენიერი რამ არის.


ყავა, შოკოლადი, ლიქიორი, ბალზამი... შემდეგ კი რიგის პატარა ვიწრო ქუჩები და გრძელი საამო ღამე. აი, ასეთი იყო დღევანდელი გასეირნება რიგის ქუჩებში და სტუმრობა ჩემს ვირტუალურ კაფეში. შევხდებით ისევ 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]