Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ღამის რიგა და ქვაფენილიანი ქალაქი

ღამის რიგა და ქვაფენილიანი ქალაქი

სამუშაო დღის მტვერიც და დარდიც წვიმამ ერთიანად გადარეცხა. მგზავრს მოკირწლული ქუჩების ქვაფენილზე ახლა უკვე ლამპიონების ოქროსფერი ნათება ეფინება ფეხქვეშ. წვიმს, ოღონდ სხვაგვარად, მოზომილად. ცოტაც და გადაიღებს. თუმცა არავინ ელის წვიმის შეჩერებას. ღამის რიგა წვიმაშიც ელის დღის ორომტრიალით და გზით დაღლილ სტუმარს.



ჩამოსულიც და მასპინელიც, აქაუროც და იქაურიც ამ ქუჩებისკენ მოიწევს. წვიმის შემდეგ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და ღამის ქუჩებში გასეირნება დასვენების მშვენიერი საშუალებაა.


აქ არავინ დააქრილებს ვიწრო ქუჩებში შუშებ ჩამოწეულ, ბოლო ხმაზე მუსიკააწეულ ავტოს ქვეყნის გადამრჩენის სახით. ვერც ტროტუარზებზე აყუდებულ, ლოჯმიშენებულ ჯიპებს ვერ იპოვით. ძველი რიგის ნაწილი ფეხით მოსიარულეთა ზონაა და თუ კი შემოდის აქ ავტო, მხოლოდ სპეციალური საშვით და მისი მფლობელიც სწორედ იქ აყენებს ავტომობილს, სადაც პარკინგია. არც კაფეების, პაბების და რესტორნების წინ ნახავთ 7 რიგად ჩაყოლებულ და გალავნად შემოვლებულ ჯიპებს. ჰოი საოცრებავ. ფეხით დადიან.


თუ დაიღალეთ, ველოტაქსითაც მოგემსახურებიან. მცირე ექსკურსიასაც ჩაგიტარებენ და "პლედ" შემოხვეულს ნებანებით მიგიყვანენ სასურველ მისამართზე.


მიუხედავად იმისა რომ ძველი რიგა არც ისე პატარა ტერიტორიაზეა გაფენილი. აქ თითქმის ყველა ქუჩაზე შეიძლება იპოვოთ კაფეც, ბისტროც, რესტორანიც და პაბიც. ამიტომაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი თავისუფლად იპოვის მისთვის საინტერესო დაწესებულებას. 


ცხელი შოკოლადი, ყავა, რიგის ბალზამი, ადგილზე მოხარშული ლუდი თუ ?! ... ხო, ძნელია აირჩიო. თუმცა რატომ. თითო ბარში თითო სასმელი და ეს ძიებაც მანამდე გაგრძლდება სანამდეც ჯანი ან ფინანსი გეყოფა.



ოხ ეს საძაგელი ევროპა და ევროკავშირი. არც არავინ ყრის ნაგავს, არც არავინ აწერს ისტორიული შენობების კედლებზე, არც არავინ ეწევა კაფეში, ბარში, პაბში. არავინ ჭვარტლავს თანამოსაუბრეს საკუტარი ფილტვებიდან ამოსუნთქული ნეკოტინით. უბრალოდ დგებიან და ქუჩაში გამოდიან მოსაწევად. ამათთან გვინდა ჩვეენ? ნწ, ნწ, ნწ...


ხუმრობა იქით იყოს და მართლა მაინტერესებს... ეს ხალხი ხომ ცხოვრობს ასე, რატომ არ შეიძლება იგივე, არაფასადურად არამედ შინაარსობრივად ჩვენთანაც რომ იყოს?! მდას.


ველო-ტაქსიცაა და ველო-ტაქსიც. ეს ვაჟბატონი აშკარად "ფორსაჟის" ზემოქმედების ქვეში დააქროლებდა თავის ველოს. თუმც არც მისი მგზავრები იყვნენ ამის წინააღმდეგნი. საერთოდ, აქ იშვიათად დაინახავდით შეჭმუხნულ სახეს და თუ კი ასეთი სახე არსებობდა - რიგის ბალზამი ამასაც შველის. 


ქვაფენილები, ქვაფენილები, ქვაფენილბი... აბა კაცო ?! რა უქნეს ეს ქალაქს?!  :)


როცა ლამპიონებით გადანათებული რიგის ქუჩების ტკბობას დასჯერდებით და მიხვდებით რომ დროა სადმე, უფრო თბილ და მყუდრო ადგილს მიაშუროთ, აი მაშინ იწყება " აუ, ის ბარი.. რომ მომეწონა, რომელ ქუჩაზე იყო ?! ა, ხო... გამახსენდა" პროცესო და თქვენი მარშურიც უბრალოდ ხეტიალიდან მიზანმიმართულ მსვლელობაში გადაიზრდება. რამდენიმე ქუჩა და აი ისიც... ბარი, რომელსაც ეძებდით

მგონი საინტერესო იყო ღამის რიგის ქუჩებში გასეირნება. ალბათ იკითხავთ, როგორ დაემართა ყავას ფოტო რომ არ გადაუღოო... როგორ გეკადრებათ ?! გადავუღე და არაერთი. ყავის, სასუსნავის და სხვა სიამტკბილობის თაობაზე კი შემდეგ პოსტში მოგითხრობთ.



3 comments:

  1. კარგად წერ!! :) + მშვენიერი ფოტოები !!

    საჩემო ადგილიც ყოფილა რიგა..
    წარმატებებიი :) :)

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა :) გაიხარე

      Delete
  2. ჩემო დავით იმდენად კარგათ აღწერ და რიგას დიდი სურვილი გამიჩნდა იქ წასვლისა

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]