Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

POMPEII - ქალაქი, რომელიც გინდა დროზე დაინგრეს

POMPEII - ქალაქი, რომელიც გინდა დროზე დაინგრეს

პომპეი პომპეზურად უნდა დანგრეულიყი. ეგ წინასწარ ვიცოდი და მომზადებული წავედი. თუმცა არ მეგონა ვულკანის საბოლოო ამოფრქვევის და პომპეისთვის ბოლოს მოღების სურვილი თუ ასე გადმოგვედებოდა მთელს დარბაზს.
თუმცა ისტორიული ტრაგედიის ეკრანიზაცაზე მიმავალთ ყოველთვის გააზრებული გვაქვს თუ როგორ დასრულდება ფილმი. გარდაუვალობას ამ შემთხვევაში მოვლენის პარალელურად განვითარებული სიუჟეტური ხაზი ალამაზებს ხოლმე და სწორედ მასზეა ძირითადად დამოკიდებული ის თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ფილმი. ყველამ ვიცოდით რომ ტიტანიკი აისბერგზს შეეჯახებოდა. თუმცა მანამდე იყო წყვილის ლამაზი სიყვარულის და კლასობრივი უთანასწორობის საინტერესო ისტორია მოთხრობილი. აპოლონ 13 ის ბედიც წინასწარ ცნობილი იყო თუმცა მსახიობთა თამაშმა ამოქაჩა. მიმიხვდით ალბათ - მე იმ ისტორიებზე გადაღებულ ფილმებს ვგულისხმობ რომელთა საბოლოო შედეგს ვერანაირად ვერ შეცვლი ( თუ არ გინდა რეალობას გასცდე)
პომპეი-შიც არავის უცდია არც თავის და არც ბოლოს შეცვლა. თარგი სტანდარტული იყო. ჯერ ლაღი და ამაზი ცხოვრება. შემდეგ კი მოვა ბოროტი ვულკანი და მორჩა.


აქაც რასობრივ თანასწორობასა და ლამაზ სიყვარულს ვაწყდებით. ტყვე გლადიატორი, რომელსაც დიდგვაროვანი შეუყვარდება და რომელსაც ასევე შური აქვს საძიებელი ოჯახის ამომჟლეტ რომაელებზე. გლადიატორი, არენა, ამოწყვეტილი ოჯახი, შურისძიება, სიყვარული, შავკანიანი გლადიატირო თავისი პატარა ხის ტოტემებით - რაღაც ნაცნობი მენიუა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ შემთხვევაში ჩვენი რომანტიული გმირი ლამის საკულტო სერიალიდან შესვნებაზე გამოპარული სტარკის ბასტარდია - მისი გმირისადმი თანაგრძნობა ერთი-ორად მატულობს. ბასტარდული პრეისტორიისა და კაი ტიპის გარდა აქ მას სათამაშოდ დიდად გადატვირთული როლი ვერ ერგო წილად. ის გლადიატორია და უნდა გადარჩეს. დანარჩენუ უკვე რომანტიული გმირის ისტორიაა!


შედარებით გაუმართლა მის ტურფას (ემილი ბრაუნინგს) . მას რომის კულუარულ ინტრიგებში და პოლიტიკაში გახლართული ქალის როლის თამაში ხვდა წილად. ანუ, სათამაშო მას გაცილებით ბევრი ქონდა.  პრინციპში ასე გადანაწილდა ყველაფერი - ბიჭები ხმალაობდნენ - გოგონები თამაშობდნენ როლებს.

ის იყო რომის და პომპეის შორის პოლიტიკურ დაძაბულობას ავხადეთ ფარდა და ინტრიგების ხლართვა დაიწყო... ვულკანმაც გაიღვიძა.


გრაფიკა - სათანადო დონეზეა. კარგად იწვის, იფერფლება, იძვრის, ინგრევა, იღვრება და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ისე გაერთო რეჟისორი ჩვენი გმირების გადარჩენით და შურისძიების სცენებით რომ გვერდით დარჩა პომპეელები. ანუ ქალაქის მკვიდრები.

ბოროტად გამომდის. მაგრამ მეცოტავა ის პანიკა, შიში და გარდაუვალობის შეგრძნება რაც ამ ფილმში უდაოდ უნდა ყოფილიყო მეტი ვიდრე "მიუსწრებს თუ არა ვილლაზე და გამოასწრებენ თუ არა ქალაქიდან".


ის ვისაც უნახავს პომპეის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი დაფერფლილი, ლავად ქცეული ადამიანების ფიგურები, შეუძლებელია არ შეძრას მათმა სიმრავლემ და იმ გაქვავებულმა პოზებმა, რა მდგომარეობაშიც პენზის ღრუბელმა მოუსწრო მათ. ეს მართლაც შემზარავი, ლამის ცოცხალი მუზეუმია. გარდაუვალობის, სასოწარკვეთისა და ბუნების ძალთა წინაშე უძლურობის ლავადქცეული მონუმენტები. სწორედ ამ ადამიანების ისტორია დარჩა კადრს მიღმა. კი, "ლამაზად" იღვრება ვულკანი, ინგრევა და იწვის ქალაქი, გადმოდის ზღვა - მაგრამ "სოლისტების" ფონზე ხალხი დაიკარგა.

სიმართლე რომ ვთქვა არის მომენტებიც როცა სულ აღარ გაინტერესებს გმირების იტორია, გინდა მეტი დრო დაუთმო ვულკანს. მიდიი. გამოუშვიი. მაგრამ ვულკანიც შეთამაშებულია მილა იოვოვიჩის მეუღლის სცენართან და როცა რაღაც სერიოზული აქვსგმირს სათქმელი - აცდის.

საბოლოოდ მივიღეთ გლადიატორი + ვულკანი. კარგი სანახაობაა, კარგი და საინტერესო ფილმი გამოვიდოდა ვულკანის გარეშეც (პილიტიკა, გლადიატორი და სიყვარული) მაგრამ რაღაც ეს ამოფრქვეული "სალათი" თავიდან გაცილებით უფრო გემრიალი რამ მეგონა ვიდრე უბრალოდ "სალათი"

თუ არ გინახავთ პომპეის უკანასკნელი დღეები და გინდათ ნახოთ მხატვრულად როგორ იღუპება პომპეი "2014". მშვენიერ დროს გაატარებთ - თუ გაქვთ თავისუფალი საღამო. რაც შეეხება 3 დეს .... 2 დე ყოფილიყო ჯობდა. სათვალე ამ ფილმში დისკომფორტია ვიდრე პლიუსი.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]