Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Mod - სკუტერი და სუბკულტურა

Mod - სკუტერი და სუბკულტურა

ვიწრო ჰალსუხი, იტალიურ თარგზე შეკერილი ტვიდის პიჯაკი, ტვიდისვე შარვალი, გრძელი ლაბადა, კოხტად შეჭრილი და გვერდზე გადავარცხნილი თმა, შავი სათვალე და სკუტერი. ეს შენი სტილია. შენ მოდი ხარ! 

ვისაც მოტოციკლეტი და მასთან დაკავშირებული ისტორიები აინტერესებს გაახსენდება რომ რამოდენიმე ხნის წინ კაფერეისერზე და კაფერეისერებზე გიამბეთ. სუბკულტურაზე, რომელმაც ძალიან ბევრ განშტოებას მისცა გასაქანი. როცა მათზე გიამბობდით, ავღნიშნე კიდეც რომ ისინი, თავიანთი პოპულარობის მიუხედავად, არ იყვნენ ორბორბლიანი ტრანსპორტის ამ სახეობის მატარებელი ერთადერთი სუბკულტურა. იყვნენ სხვებიც, ისინი საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ და მათთან ჭიდილი ლამის ჩეულებრივ მოვლენად იქცა 50-60 იანი წლების ბრიტანეთში. 

დღეს მინდა სწორედ მათზე გიამბოთ. არა როგორც ბაიკერების, იგივე კაფერესერების საქილიკო ობიექტზე. არამედ განსხვავებულ, ანგარიშგასაწევ და საკმაოდ საინტერესო სუბკულტურის წარმომადგენლებზე. დღეს ჩვენ მოდებზე ვისაუბრებთ


ზოგს მძლავრი და სწრაფი მოტო უყვარს, ზოგსაც თუხთუხა და გრძელი გზის მოყვარული ჩოპერი, ზოგს ყველგანმავალი მოტოები. ზოგსაც კი სკუტერები. ორბორბლიანთა ოჯახის ყველაზე უწყინარი წარმომადგენლები. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ მათი მფლობელები სკუტერივით ნაზები და სათნოები არიან. თუმცა მივყვეთ ისტორიას

მოდი - ისტოროა

ისინი გასული საუკუნის ორმოცდაათიანების მიწურულს გაჩდნენ. თუ ტყავის ქურთუკი, ჯინსი და მოტო ეს კაფერეისერი იყო. სკუტერი, სახელდახელოდ შეკერილი პიჯაკი და შარვლები მოდების კუთვნილებას წარმოადგენდა.
მოდი, ანუ მათი ზედმეტსახელი მოდერნიზმისგან მომდინარეობს. ამ სუბკულტურის წარმომადგენლებს ლამის ფეტიშამდე ყავდათ აყვანილი საკუთარი ვიზუალის თემა. ევროპულ, ძირითადად იტალიურ მოდაზე აქცეტირებულებს სკუტერებიც ძირითადად იტალიური წარმოების ყავდათ. მათი კიდევ ერთი მახასიათებელი ამფიტამინებისადმი დიდი სიყვარული გახლდათ. ისინი ძირითადად საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ და მათი მისწრაფებები სავსებით განსვავდებოდა იმ დროს პოპულარული კაფერეისერების მისწრაფებებისგან.


იმ დროის ლონდონში რესტორნები ღამის თერთმეტ საათზე უკვე იკეტებოდა. ამიტომ ღამე ხეტიალის და გართობის მოყვარულ ახალგაზრდებს ტრასასთან ახლომდებარე კაფეებიღა რჩებოდათ თავშეყრის ადგილებად. განსაკუთრებით  პოპულარული იყო ის კაფე, სადაც მუსიკალურ ავტომატს აღმოაჩენდნენ. აი მაშინ იწყებოდა გართობა. თუმცა ამ კაფებარებს ზემოდჩამოთვლილი მიზეზის გამო არა მხოლოდ მოდები აკითხავდნენ. აქვე იყვნენ კაფერეისერებიც. წარმოიდგინეთ ორი სუბკულტურა და ერთი მუსიკალური ავტომატი.

Rock'n'roll VS R&B

თუკი ტყავის ქურთუკიანი ბიჭები ამერიკულ როკ ენ როლს ანიჭებდნენ უპირატესობას. ტიდის იტალიურ თარგზე შეკერილ პიჯაკიანი ბიჭები ამერიკულ სოულს, ბიტს და ახლადგამომცხვარ არ ენ ბის უსმენდნენ. წარმოიდგინეთ მათი პაექრობა და გადაძახილი, როცა ბარის კუთხეში დამონტაჟებული მუსიკალური ავტომატი რომელიმე სუბკულტურისთვის მიუღებელ, არასასურველ ჰანგებს ააჟღერებდა.


თუმცა აქვე უნდა ითქვას ერთი, ძალზედ საინტერესო ფაქტი, სწორედ მოდების მოძრაობას უნდა ვუმადლოდეთ თანამედროვე კლუბების არსებობას. დიახ, ეს ასეა და გასაგებია კიდეც რატომ. თუ როკი კაფერეისერისთვის მოტოციკლეტზე მაქსიმალური სისწრაფის აღების მოტივატორი იყო. მოდისთვის მუსიკა დასვენების და რეალობიდან მოწყვტის საშუალებას წარმოადგენდა. მითუმეტეს როცა სკუტერი მათთვის მხოლოდ კაფიდან კაფემდე გადასაადგილებელ საშუალებას წარმოადგენდა და მასზე განვითარებული სიჩქარეც დიდ საფრთხეს არ წამოადგენდა ამფიტამინებით გაჟღენთილი ტვნინისთვის.


თანამედროვე კლუბი და "ტუსოვკა" სწორედ მოდების დამსახურებაა. ლონდონს მალე შეემატა ისეთი სახელგანთქმული კლუბები, როგოროცაა; The Roaring Twenties, The Scene, La Discothèque, The Flamingo и The Marquee . ხოლო მუსიკას რაც შეეხება, სწორედ მოდებთან მივყავართ ისეთ ჯგუფებს როგორიცაა; The Rolling Stones, the Yardbirds and The Kinks და The Who. 

ასე რომ მოდები არა მხოლოდ მოდის მიმართულებით აკანონებდნენ ერთგვარ სტილს, არამედ მუსიკის, ხელოვნების და კლუბური ცხოვრების სფეროშიც ქმნიდნენ ამინდს.

შემდეგ


1966 წლისთვის მოდების მოძრაობა ვეღარ ინარჩუნებს თავის პოპულარობას. უკვე ასპარეზზე ფიპები გამოდიან. სექსი, მშვიდობა, სიყვარული გაცილებით უფრო მისაღები ხდება ვიდრე მკაცრად დაცული რაღაც კონკრეტული სტილი. მოდების ნაწილიც დიდი სიამოვნებით უერთდება ჰიპებს მოძრაობას. თუმცა ამ შეერთებაში დიდი სირთულე არც ყოფილა. უბრალოდ გაცილებით თავისუფალი, უფრო წორედ ყველანაირ კლიშეებს მოკლებული ჩაცმის სტილი და ამფიტამინების ნაცვლად - მარიხუანა.  
თუმცა ყველა ჰიპებს არ გაჰყოლია. მოდების დაჯგუფებიდან ყველაზე რადიკალური ფრთა სულ სხვა მიმართულებით წავიდა - ჩვენ მათ დღეს სკინჰედების სახელით ვიცნობთ.

სკუტერი


მოდების ორთვალა ტრანსპორტი, როგორც უკვე ვთქვი< ძირითადად იტალიური წარმოების იყო. მათ ტიუნინგზე, კაფერეისერებისგან განსხვავებით, მოდები დიდ ძალისმევას არ ხარჯავდნენ. ძირითადად ორ ფერად შეღებილი სკუტერები განწყობის შესაბამისად იფარებოდა საღეჭი რეზინების, ფირმების, მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებიანი სტიკერებით. ხოლო სარკეებზე, რომელიც როგორც წესი ძალიან ბლომად ქონდათ - მფლობელის სახელებს აწერდნენ. კიდევ ერთი ნიუანსი რაც მათთვის იყო დამახასიათებელი - ეს სკუტერებზე ბარგისთვის განკუთვნილი სათავსოების სიმრავლე იყო. კი, მათ უყვარდათ მოგზაურობა.


მათ უყვარდათ თავგადასავლები, ნარკტიკები, მუსიკა და ყველაფერი რაც მათ სტილში იჯდა. ხოლო რაც არ იჯდა.. თუმცა მოდ-ებისა და როკერების დაპირისპირებას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მანამდე კი... მშიდობიან გზას და კარგად გართობას გისურვებთ .

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]