Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბრეჟნევი და ლამა

ბრეჟნევი და ლამა


კატა, კნუტი, ფისო... ამ ფუმფულა ოთხფეხებს ინტერნეტ სივრცის თითქმის ნახევარი ისე დაბეჯითებით უკავიათ რო ეჭვიც არ გიჩნდება.. მათია- აი ისე, როგორც სახლში თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. მესროლოს ქვა პირველად იმან ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოუქვეყნებია, ან მოუწონებია სოციალურ ქსელში ამ ოთხფეხა, ფაფუკი არსების ფოტო ან ვიდეო. ჩემს გვერდზე ხომ მითუმეტეს, კატის, ყავის და მოტოციკლის მეტი თითქმის არც არაფერია.  ხოდა ეს პოსტიც მინდა კატებს მივუძღვნა. არა, მე აქ არ გამოვაქვეყნებ ფუმფულა კატების ამსახველ ფოტოს ან ვიდეოს იმის დასადასტურებლად თუ "ვაიმეე, რა საყვარლობაა".

მე მინდა  ზოგადად კატებზე მოგითხროთ. ამ პოსტით კი ეს თემა ოფიციალურად ახლდება ჩემს ბლოგზე. მაოს ეს ძალიან გაუხარდება.

კატა 

ის ან გვიყვარს, ან არა. თუმცა ორივე მხარე აღიარებს რომ ამ არსებაში არის რაღაც ამოუცნობი, იდუმალი, ერთდროულად მომნუსხველიც და საშიშიც. ზოგი მას არაამქვეყნიურ არსებად მიიჩნევს, ზოგიც სამყაროთა შორის საზღვრის მცველად აღიარებს, ზოგიც დაპატარავებულ სიკვდილის მანქანად ნათლავს და ზოგიც უბრალოდ ფუმფულა, ცბიერ და საყვარელ ასებად თვლის. ყველა თანხმდება იმის თაობაზე რომ ამ იდუმალ არსებას ზებუნებრივი უნარი გააჩნია შეიგრძნოს, იწინასწარმეტყველოს მოსალოდნელი კატასტროფა ან უბედური შემთხვევა. დიდად მაგალითების მოყვანით ამჯერად თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ მოგითხრობთ ერთ კატაზე, რომლის ფუმფულა თათებს ქვეშ მთელი იმპერიის ბედ-იღბალი იყო მოქცეული.

ბრეჟნევი და ლამა

როცა საბჭოთა კავშირზე ვსაუბრობთ "საღი აზრი და დიადი პარტია" ყოველგვარ "ცრუ რწმენას" თავისთავად გამორიცხავს. დიადი იდეოლოგიის შვვილებს აბა სად ეცალათ ასეთი სისულელეებისთვის. თუმცა ...

1969 წლის იანვარში ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი ოფიციალური ვიზიტით ეწვია მეგობრულ ინდოეთს. საკმაოდ დიდხნიანი ცეკვა თამაშის და ნადიმის შემდეგ.  საბჭოთა კონსულმა ბრეჟნევს დალაი ლამა გააცნო. დალაი ლამა გადარჩა, ბრეჟნევს მისთვის არ უკოცნია. უბრალოდ ხელი ჩამოართვა. ეს "უბრალო ხელის ჩამორთმევა" კი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ რომ დალაი ლამას თარჯიმნისთვის ეთქვა - "ჩვენს პატივცემულ სტუმარს ცამეტი წლის წინ გულის შეტევა ქონდა"-ო. ( რაც სრული ჭეშმარიტება იყო და ამის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრემ თუ იცოდა) მაგრამ სიურპრიზები ამით არ დასრულებულა.

დალაი ლამამ ბრეჟნევი მოსალოდნელი, მომაკვდინებელი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა და ძღვნად არც მეტი, არც ნაკლები - შავი კატა გადასცა. კატა, რომელსაც მომავლის განჭვრეტის უნარი ქონდა. თან დაარიგა, კატისთვის მხოლოდ ბრეჟნევს უნდა ეჭმია საკვები და ისიც უმი ხორცი. კარგად გაფრთხილებოდა მას და კატაც დაიცავდა მის სიცოცხლეს. ხოლო როცა კატა მოკვდებოდა - პატრონის დღეც დამოკლდებოდა.

უცნაური საჩუქრით ხელდამშვენებული ლეონიდი დაუბრუნდა დიდ საბჭოეთს. სამთავრობო დაჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა, კატას მთელი ოთახი გამოუყვეს. მას ყოფილი პატრონის საპატივცემულოდ ლამა დაარქვეს. ლამა ბრეჟნეის გარეშე თურმე არავის იკარებდა. მხოლოდ მისგან ჭამდა საკვებს და ისიც მხოლოდ და მხოლოდ უმ ხორცს. ბევრს უკვირდა ეს "ახირება" მაგრამ მალე ყველას შეეცვალა აზრი.

შემთხვევა პირველი

1969 წლის 21 იანვარს მთელი საბჭოეთი მოუთმენლად ელოდა კოსმიური ჰორიზონტების დამყრობელი საბჭოთა კოსმონატების დედამიწაზე დაბრუნებას. ამ ღირშესანიშნავ მოვლენას რაღათქმაუნდა ბრეჟნევიც უნდა დასწრებოდა. მთელი საათის განმავლობაში მის სახლთან მდგარი სამთავრობო კორტეჟი უშედეგოდ ელოდა პირველ პირს. ბოლოს მოვიდა ბრძანება - კორტეჟი დაძრულიყო. თავად ბრეჟნევი კი ოდნავ მოგვიანებით შემოუერთდებოდა, ოღონდ სხვა ავტომობილით. 

ასეც მოხდა. სამთავრობო კორტეჟი კრემლისკენ გაემართა, პირველი პირის ავტომობილი, სადაც ასევე ისხდნენ ამ ღონისძიების მთავარი მოქმედი პირები. კოსმონავტები ბერეგავოი და ნიკოლაევი. ჩვეული სიჩქარით მიუახლოვდა კრემლის ჭიშკარს. უეცრად, ბრბოს გამოეყო მილიციელის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ადამიანი და ორი პისტოლეტიდან ერთდროულ გახსნა ცეცხლი. ბრეჟნევის ავტომობილი დაიცხრილა, დაიღუპა მძღოლი და დაიჭრნენ კოსმონავტები. ხოლო ადგილი, სადაც ბრეჟნევი უნდა მჯდარიყო ნატყვიარებით იყო სავსე.


ბრეჟნევის იმ ავტომობილში არ ყოფნის მიზეზი კი სწორედ კატა - ლამა იყო. დილიდანვე კატა უცნაურად იქცეუდა. ნაბიჯითაც არ შორდებოდა პატრონს. ხან კალთაში უხტებოდა, ხან ფეხებში ებლანდებოდა, საწყლად კნაოდა და ითხოვდა ხელში აყვანას. ხელში აყვანილი კი მზერას არ აცილებდა ბრეჟნევის თვალებს. ამ მომენტამდე წყნარი ლამას ასეთმა რეაქციამ დააფიქრა ბრეჟნევი. ბოლოს ბრძანება გასცა - "რადგან ამ დღესასწაულის გმირები კოსმონავტები არიან, ჩემს მანქანაში სწორედ ისინი ჩაჯდნენ. მე კი მოგვიანებით, სხვა ავტომობილით მოვალო"

შემთხვევა მეორე

1070 წლის 20 თებერვალს ბრეჟნევი სახლიდან გამოსასვლელად ემზადებოდა. ლამა კნაოდა, კარებთან მისულ ბრეჟნევს შარვლის კალთაზე ექაჩებოდა და წინ ეღობებოდა. ბრეჟნევმა გადაწყვიტა შუადღემდე დაეცადა და სამთავრობო "ზილი" ეკიპაჟითურთ ცვლის გადასაბარებლად გაუშვა. გზაზე, სადაც მათი ტრადიციული მარშრუტი გადიოდა საგზაო ავარია მოხდა. სამთავრობო "ზილი" ავარიაში მოხდა, ეკიპაჟმა და მძღოლმა სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ლამა კი კალთაში ეჯდა ბრეჟნევს და კრუტუნებდა.


შემთხვევა მესამე

ბრეჟნევი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისთვის ემზადებოდა. ლამას ისევ მოუსვენრობა დაეტყო. ბრეჟნევსაც რატომღაც დიდად არ სიამოვნებდა ეს ვოიაჟი. მოგვიანებით, სატელეფონო საუბარში ანდროპოვმა გაუმხილა ლეონიდს. კაგებეს ქონდა სიგნალი რომ საფრანგეთში შესაძლებელია მზადდებოდა ავდასხმა ქვეყნის პირველ პირზე. ფრენაც და ვიზიტიც გადაიდო.

შემთხვევა მეოთხე

ახალი ავიალაინერის პრეზენტაციაზე ბრეჟნევი ტაშკენტს ეწვია. ლამა თან არ ახლდა. ავიალაინერის დათვალიერებისას ქარხანაში შეკრებილი მუშებისთვის სპეციალურად შეჭედილმა ტრიბუნამ ვერ გაუძლეს მოზღვავებული მნახველების წონას და ჩამოინგრა. 

იმ დროს კი მოსკოვში, აგარაკზე დამწყვდეული ლამა ხაოდა, კბილებით გადახრა თოკი, ხელიდან დაუსხლტა დაცვას და ელვის სისწრაფიდ გავარდა ქუჩაში. სადაც მიმავალ ავტომობილს შეუვარდა ბორბლებს ქვეშ.

ბრეჟნევი ჩამონგრეულ ტრიბუნას გადაურჩა. 

არსებობს მოსაზრება რომ პატრონის სიცოცხლე, დროებით მაგრამ მაინც, ერგულმა ლამამ თავისით ჩაანაცვლა. თავი გასწირა.

ბრეჟნევი ლამას სიკვდილის შემდეგ ავად გახდა. იმავე წლის ნოემბერში კი გარდაიცვალა.

აი ასეთი უცნაური ამბავი. საინტერესოა თქვენ თავად თუ გადაგხდენიათ რაიმე რაც კატას და მის უცნაურ ქცევას უკავშირდება... იქნებ და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც გეუბნებათ რაღაცას ... რასაც უნდა ათხოვოთ ყური?!




2 comments:

  1. ჩემი წინა ფისო იყო მართლა უნიკალური.
    უპატრონო ფისოების ბაღიდან წამოვიყვანე, სადაც უამრავი კატა იყო, მაგრამ თვითონ ამირჩია და თავი "შემომატენა" პირდაპირი გაგებით. მთელი ცხოვრება მყავდა კატები, მაგრამ ეს ვიღაც განსაკუთებული იყო, ლამის 24 საათი ჩემთან იყო, ცუგასავით გამოყოლა იცოდა ყველგან და უბრალო ჩემ გვერდით ყოფნა.ზუსტად ისე იქცეოდა ყოველთვის როგორც საჭირო იყო, ჩემი ხასიათის, სიტუაციის და გარემოს შესაბამისად იდეალურად. ხადახან ისეთ საოცრებებს შვებოდა მეეჭვებოდა კატა იყო ნამდვილად თუ არა. ნუ ადამიანებზე უკეთესად რო ესმოდა ჩემი ნათქვამი ეგ ზუსტად ვიცი.

    ხოდა ალბათ ყველა ადამიანს ყავს თავისი ერთი ცალი ნამდვილი ფისო

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩვენი ნახევარი ფისო :) კი, სავსებით შესაძლებელია

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]