ვლადიმერ ვოლფოვიჩს საქართველო და ქართველები დიდად რომ არ ეხატება გულზე, ეს იახლე ნამდვილად არარის. დღეს, ინფორმაციების ძიებისას მის ინტერვიუებს ჩავყევი და ერთი საკმაოდ საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ჯერ ერთი ჟირინოვსკი მისთვის უჩვეულოდ წყნარად და ტკბილად საუბრობს (ტემპი მაქვს მხედველობაში) რაც ძალიან დიდი იშვიათობაა. ხოლო მეორე ფაქტორი ჩემი დაინტერესებისა - ინტერვიუს ადრესატები გახდნენ. ინტერვიუ საბერძნეთის სახელმწიფო არხისთვის არის ჩაწერილი და ამ უუუდიდესი სითბოთ და სიყვარულით განსჭვალული 16 წუთიდან ბარე ათს ჩვენი ტკბილი მეზობელი საყვარელ საქართველოს და ქართველებს უთმობს.
სიმართლე გითხრათ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ არა ამ ადამიანზე, არამედ საკუთარ თავზე და ჩვენზე გავბრაზდი... ვბრაზდები, იმიტომ რომ აი ასეთებს ვაძლევთ საბაბს გვაქილიკონ და ნაციონალიზმში გვიკითხოს ლექციები. თითქოს და სატვირთო თვითმფრინავებში ნახირივით შეყრილი ხალხი ჩენ გამოვაძევეთ ქვეყნიდან და ლოზუნგი "რუსეთი რუსებისთვის" ჩვენ მოვუგონეთ მათ, რასაც არაერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა რუსეთში.
გამსახურდიას ნაციონალისტური იაღლიშები, ჩვენი ზედმეტი ქედმაღლობა კი მართლა გასათვალისწინებელია. მაგრამ როცა სხვის თვალში ჩავარდნილ ბეწვზე საუბრობ - საკუთარ თვალში გარჭობილი მორი არ უნდა დაგავიწყდეს.
თურმე სწორედ გამსახურდია ყოფილა ბერძნების და სხვა ეთნიკური უმცირესობების (მათ შორის რუსების) საქართველოდან გადინების მიზეზი. ნუ დავუშვათ რომ ასეა. რუსეთიდანაც და უკრაინიდანაც გამსახურდიამ "გაყარა" ?! რომ კითხო მხოლოდ კეთილი მეზობელია და აფხაზეთის კონფლიკტში ხელი არანაირად არ ურევია. მოკლედ. ჩემს ემოციებს ჯობია თავადვე მოვუვლი, თქვენ კი თქვენსას მიხედეთ.... ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ...
პ.ს. ანოტაცია ასეთი აქვს
Жириновский В.В. один из ярких,талантливых,беспринцыпных политиков современной России. В интервью данное греческому государственному каналу, политик дает очень точный анализ событиям в Грузии 90-х, в период прихода к власти режима Гамсахурдия, определяет истоки грузинского национализма

No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!