პროექტის მიხედვით უნდა ამერჩია 12 ფოტო, უნდა გადაეღოთ ჩემზე პაატარა რგოლი (ვინ ხარ და რა ჯანდაბა გინდას მსგავსი) და უნდა ამერჩია ასევე ფილმი, რომელსაც ჩემი ფოტოების ცქერით დაქანცულ დამთვალიერებელს საღამოს გაატარებინებდა.
მართალი გითხრად, ფოტოების არჩევა გამიჭირდა, იმიტომ არა რომ "ყველა ჩემია და ღვიძლი შვილივით მიყვარს, ვერ გამოვარჩევ". არა გამოფენის ღირსი რომელი იყო ვერ მივხვდი. არც არავინ დამეხმარა და ბოლოს ალალ ბედზე, ყოველი მეშვიდე (გადარჩეულებიდან) გამოვფინე.
რგოლი - ეს ცალკე ისტორიაა, "კადრი გვაკლია და ... არ გაბრაზდეთ ხო?!"-ს სახეებით ჩემთან მესამედ რომ მოვიდნენ (მავნე რედაქტორის მიერ დატანჯული ბავშვები) გადავწვიტე თავად გამეკეთებია რაღაც, სადაც არ ვივლიდი ველოთი, არ ვივლიდი ფოტოკამერით და არ ვივლიდი საერთოდ. ნუ ჩემზე (წავინარცისე). ხოდა ახლა სწორედ აი ამ ყველაფერს, ერთად აკინძულს გთავაზობთ თქვენ. დიდი მადლობა მედიასკოლის ბავშვებს რომ ამიტანეს :) და ნათია როყვას რათქმაუნდა :)
ფილმის და რგოლის ... და საერთოდ წარსდგენა :)
ჩემზე(დ)
ფოტო კოლაჟი
მართლა ძალიან კარგი ფოტოებია, იყო კი ფოტო??? რაღაც უფრო სხვა იყო... ვუყურებდი, და ვიღიმოდი, ჩემს თვალწინ ჩაიარა ერთი ქალაქის წელიწადის ოთხმა დრომ... მადლობა დავით... შენ ეს მართლა გამოგივიდა
ReplyDelete:) მიხარია თუ მასეა. გაიხარე
ReplyDelete