Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ყავა, კატა, ძაღლი, ველოსიპედი და არანაირი WiFi

ყავა, კატა, ძაღლი, ველოსიპედი და არანაირი WiFi

მახსოვს ვწერდი „რა ცუდია ქალაქში ნორმალური კაფე რომ არ არის მეთქი“. ძალიან მიხარია რომ ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს ყველა იპოვის თავისი გემოვნების და მოთხოვნის შესაფერისს კაფე-ბარს. თუმცა, მადა ჭამაში მოდისო- აი ეს ამბავია. ახლა შეიძლება ვიწუწუნოთ იმის თაობაზე, რომ ყველა კაფე რაღაცნაირად ერთფეროვანია. ზოგი ზე მინიმალისტური, ზოგიც იმაზე მეტად დაძველებული და დანესტილ-დაჭაობებული ვიდრე უნდა იყოს. ზოგიც იმდენად „შინაურული“ რომ იქედ ვარდები უხერხულ მდგომარეობაში, ზოგიც იმდენად ზეოფიციალური რომ პირის გაღებაც გეუხერხულება. ნუ ... ეს ისე, ზოგი. თორემ უმეტესობა მშვენივრად დაბალანსებული კაფეა.

მაგრამ .... ძნელად თუ ნახავთ კაფეს რომელიც გათქმევინებთ - ხოო, აი ასეთი რამ ... არ მინახავს ( კარგი გაგებით ძმაო )

გადავათვალიერე ქსელი და რამოდენიმე საინტერესო კაფეს გადავაწყდი. რითია საინტერესო ?! აი მაგალითად. სხედხართ კაფეში, მიირთმევთ ყავას კრუასანს აყოლებთ და ფეხებთან ლამაზი, ფუმფულა კატა მოგელაქუცათ. მესმის რომ კატის ფეხებში ბორიალით ვერავინ დარჩება გაკვირვებული. მაგრამ თუ თქვენი ამ კაფეში მოსვლის  მთავარი მიზეზი სწორედ ეს არსებაა ?!

 Cafe des Chats

ეს კაფე საფრანგეთში. ზოგიერთისთვის საოცნებო პაარიზის გარეუბანში მდებარეობს. რამოდენიმე მეგობარმა უპატრონო (ქუჩის) კატებისთვის თავშესაფრის გაკეთება გადაწყვიტეს. შემდეგ თქვეს, ბარე კაფეც გაგვეხსნაო და გახსნეს კიდეც.


 კატები აქ სპეციალურად მოწყობილ პატარა სახლებში ცხოვრობენ. მათთან ყავაზე მისული სტუმარი კი  მათთან ურთიერთობით ერთგვარ კატათერაპიას გადის. მოგეხსენებათ ამბობენ კატებს საოცარი უნარი აქვთ დაღლილობის ან ტკივილის შემსუბუქებისო. ( ააქვთ ?!)


რათქმაუნდა ეს იმ ხალხს ეხება, ვისაც კატა უყვარს. სხვათაშორის ისიც აღსანიშნავია რომ საფრანგეთშია ეს კაფე, სადაც სანიტარულ ნორმებს ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ და დავასწრებ თქვენს კითხვას - კატა საჭმელთან როგორ შეიძლებაო?! და გადმოგცემთ მფლობელების დანაბარებს - ნუ ღელავთ, აქ ყველა სანიტარული ნორმა დაცულიაო. ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობს კატათერაპია და ეს კაფე. აქ მოსახვედრად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სათადარიგოდ ჩაწერაა საჭირო.


და ეს კატები ?! თავს დავდებ. დადიან ამაყად და ზემოდან უყურებენ მათ სახლში შემოსულ, აბეზარა კლიენტებს...  "ჰმ... დადიან აქ.... როგორც საკუთარ სახლში..."

BauHouse Dog Cafe

თუ კატები დიდად გულზე არ გეხატებათ და ძაღლი უფრო მოგწონთ- კი ბატონო. სეული. ოცამდე ბინადარი ყოველთვის კუდის ქიცინით ხვდება კაფის სტუმარს. რამდენიც გინდათ იმდენი ეფერეთ და აჭამეთ.


ოღონდ საკვები სწორედ ამ კაფეში უნდა იყოს შეძენილი. სამაგიეროდ შეგიძლიათ თქვენი ოთხფეხა მეგობარიც მოიყვანოთ თან და უცქიროთ თუ როგორ ერთობა თავის მეგობრებთან ერთად ( ან ვინმე ისეთი ვინც გინდათ რომ დაკბინონ). ფრანგი კოლეგასავით სეულის კაფის მეპატრონეც ირწმუნება რომ აქ ძაღლები კი არიან, მაგრამ ჰგიენის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა-ო. იმედია აქ ყველა ძაღლი მაძღარი და ბენიერი იქნება. თორე კატისგან განსხვავებით ძაღლებისაგან თავის დაღწევა ცოტა უფრო პრობლემატურია. პლიუსიცაა.


 ამ ბარს არასდროს არ ეწვევა ქურდი.

The Mill

Four Barrel Coffee

პირველი თხოვნა, რომელიც კაფეში მემიუს შეკვეთის შემდეგ ისმის ეს - WIFI პაროლი რა გაქვთ ?! აი ამ კაფეში კი ამ კითხვაზე გულთბილად გაგიღიმებენ და უხმოდ გაგეცლებინ.
კაფე ყოველგვარი ინტერნეტის გარეშე. აი ეს არის ნამდვილი კაფეო ირწმუნება დეინტერნეტიზაციის მომხრე ჯოდი ჯირინი. მან ჯერ კიდევ 2010ო წელს გახსნა უინტერნეტო კაფე კალიფორნიაში. 



მაგიდები აქ გადამუშავებული ნედლეულისაგანაა დამზადებული. კედელზე კი ზედმეტად რეალისტური „შტეპსელებია“ მიხატული. შემთხვევით შემოსულ ადამიანს რომ ყოველთვის სწადია შიგ თავისი ნოუთბუქის, ტელეფონის ან პლანშეტის სატენი შეუერთოს. არანაირი ინტერნეტი. მხოლოდ ჯანსაღი, მამაპაპური ურთიერთობა ადამიანური, ვერბალური, ემოციური გზით და ბეევდრი ყავა.

Velokafi

რაკი ჯანსაღ ურთიერთობებზე დავიწყეთ საუბარი. მგნი უადგილო არ იქნებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესიც გვეხსენებინა. ხოდა აი ისიც - ველოკაფე.


ციურიხში, ველოსპორტის მხარდასაჭერად ქალაქის ადმინისტრაციამ სპეციალური კაფეების შექმნის პროექტი დააფინანსა. კაფე ღია ცის ქვეშ მდებარეობს ხოლო მაგიდა, უფრო სწორედ კი სკამი, რომელზედაც კლიენტი ზის - ველოსიპედია.


ვთქვათ სეირნობ შენთვის. მზიანი დღეა, ტკბები სუფთა ჰაერით. მოგინდა ყავა. კი ბატონო - შეაყენე შენი ველო ამ მაგიდის ქვეშ და მიირთვი. რაკი შენი ველოთი ხარ - ესპრესო უფასოა. დიახ - უფასო. ოხ, რა კარგი იქნებოდა ასეთი კაფე ბათუმშიც რომ გაეკეთებიათ. ველოსპორტის პროპაგანდაც იქნებოდა და ყავის სმის აპოგეაა J მოკლედ. კარგი რამაა


ძაღლის და კაის რა მოგახსენოთ. მაგრამ აი კარგი ყავა და შესაბამისი გარემო ყოველთვის კარგი მოტივატორია საიმისოდ რომ ერთხელ შემოსული ადამიანი ხელმეორედ მიბრუნდეს იმ ბარში. თუ ეს ველოსიპედით მოხდება :) რატომაც არა.

მოკლედ აი ასე შეგაპარეთ მორიგი გასეირნება ჩემს ვირტუალურ კაფეში. მორიგ შეხვედრამდე.

3 comments:

  1. რა მაგარი იდეებია

    ReplyDelete
    Replies
    1. კარგი იქნებოდა სადმე ჩვენთანაც რომ იყოს ასეთი - განხორციელებული იდეა :) ან იდეები

      Delete
  2. ყველა ვარიანტი მომწონს მე… ძაღლების და ველოსი განსაკუთრებით :) ნეტა საქართველოშიც გვეღირსოს მსგავსი რამ.. :) :/

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]