ძალიან მიყვარს მისი კაბინეტი. იქაც ერთგვარი მუზეუმია. ოღონდ მოგზაურობის მუზეუმი. ჭერამდე აწვდილ წიგნის თაროებზე შემოწყობილი სხვადასხვა ქვეყნიდან წამოღებულ-გამოზავნილი სუვენირებითა და ღია ბარათებით. წიგნების ბარიკადებითვე გარსშემორტყმულ საწერ მაგიდაზეც არანაკლები "ტრაფეი" ალაგია. ყავა, თხილი და შოკოლადი ყოველთვის მოეპოვება რაციონში, ისევე როგორც ერთი-ორი საინტერესო ისტორია.
ვინ არ იცნობს ნინოს?! ეჭვი მეპარება ბათუმში ასეთი ადამიანის არსებობაში. ხოდა თუ არსებობს ასეთი ადამიანი - მაშინ ეს გადაცაემა მით უფრო უნდა ნახოს.
მთვარის კლუბის სტუმარი - ბერძნული და რუსილი ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი - ნინო ძნელაძეა
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!