24.10.2013

მანდარინები - ფილმი ომზე ომის გარეშე


მართალი გითხათ წინასწარ იმ განცდით მივდიოდი რომ ვნახავდი „გასეირნება ყარაბახში - 4“ ს . მიშა მესხი, ავტმატით ხელში და ლოკალური კონფლიკტები. 
საერთოდ არ მიყვარს საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ ომებზე გადაღებული ფილმების ნახვა. ვიცი რომ დარბაზიდან აუცილებლად გულდაწყვეტილი გამოვალ - ან ცუდი ფილმის გამო, ან კიდევ იმ გახსნილი იარის გამო, რომელიც ისევ მახსენებს თავს.



არაერთი ისტორია ვიცი. არაერთი საშინელი ამბავი ომგამოვლილი ადამიანების ბაგეთაგან გაგონილი. შემზარავი, გულის მომწურველი, საზარელი. ამბები ომზე. ეს ის მოგონებებია, რომლებიც არ გავიწყდება, ვერ გავიწყდება. მათ უბრალოდ ინახავ სადღაც იქ. გონების საკუჭნაოში და მხოლოდ შემთხვევით თუ წააწყდები. შეგზარავს და ისევ გადადებ. გადამალავ. იმიტომ რომ ეგ ომია. შენი ომი და შენი იარა.


დღეს ეს გადანახულ, გადამალული მოგონებები ერთბაშად დამემხო თავზე. ყველა ისტორია და ყველა დეტალი ისევ წინ დამხვდა.

ეს არის ფილმი ომზე, სადაც ომი არ ჩანს... აქ მხოლოდ ადამიანთა უიარაღო ბრძოლაა იდეალებისთვის, იდეისთვის,ღირსებისთვის, სამართალისთვის, სიმართლისთვის. აქ ყველას მისი სიმართლე აქვს.


არ არის არც ზე სპეც ეფექტები,კომპიუტერული გრაფიკა, მრავალრიცხოვანი აფეთქებები, შენელებული კადრები, ქვემეხები და სისხლის ზღვა. აქ სულ რამოდენიმეჯერ ჩანს კადრში იარაღი. თუმცა არც არის საჭირო
ეს ის ფილმია - იარაღს რომ აგყრის.


ძალიან დიდხანს გამომყვა ... არ ვიცი რა დავარქვა, სევდა, ბრაზი, ტკივილი... თუ ყველაფერი ეს ერთად.

იმიტომ რომ ეს ჩვენი ომი იყო?!
ან იქნებ იმიტომ რომ ვიცი რამდენი ღიმილის ბიჭი ბიჭი ჩაიხოცა ამ ომში, ზოგი იარაღით და ზოგიც უიარაღოდ რომ იცავდა თავის სამშობლოს.
რამდენ ოჯახს ეწვია ომი საკუთარ სახლში.
ან იქნებ იმიტომ რომ რეჟისორმა ძალზედ კარგად მოახერხა გაეხსენებია, დაენახვებია და კიდევ ერთხელ ეგრძნობია ჩვენთვის თუ რა ხდება ომში.

ზოგი იტყვის რომ სიუჟეტი ბანალურია. რომ ზედმეტად ადამიანურია „მტერი“, რომ ზედმეტად მიამიტურია პერსონაჟები... რომ ეს ისე უნდა იყოს და ეს ასე და რომ ომი სულ სხვა რამაა....

ყველა სხვის ომში ბრძენია

ეს კი ის ომია - ჩვენი
ესეც ჩვენი ისტორიაა
ეს ჩვენი გაკვეთილია და ძალიან მინდა რაღაც მაინც ვისწავლოთ აქედან. რომ ეს გაკვეთილიც არ ჩაგვემარხოს სადმე... მანდარინებში


Post a Comment

2 комментария:

  1. Chemma megobarma mitxra am filmis shesaxeb da didad kmayofili ar iyo. Velodebi, rodis an sad iqneba online, rom vnaxo.

    Es chveni uaxlesi istoria ki namdvilad chkuis saswavlebeli unda iyos, ogond saukune tavze nacris dayra ara da arc taobebis dadanashauleba. Ubralod, unda gadalaxon adamianebma warsuli da momavlis uket shenebaze ifiqron warsulis demonebis gareshe.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ძალიან ძნელია ეს ყველაფერი და მგონი რომ სამწუხაროდ ჯერ არ ვართ ისევ. არადა დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. უნდა შევძლოთ რაღაცის გადალახვა ჩვენს თავში. მართალია

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!