Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Apple-ს სათაო ოფისი. სტივის კოსმოსური ხომალდი

Apple-ს სათაო ოფისი. სტივის კოსმოსური ხომალდი

რამოდენიმე ხნის წინ საინტერესო დიზაინის მქონე ოფისებზე დავწერე. დარწმუნებული ვარ ძანლაინ ბერ თქვენთაგანს გაუხარდებოდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ოფისში მუშაობა. ნუ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იმ საინტერესო და ორიგინალურ ინტერიერს შესაბამისი ხელფასიც დაემატებოდა ... ხო. ამჯერად კიდევ ერთი ოფისის შესახებ მინდა მოგითხოთ. არც მეტი, არც ნაკლები ვაშლზე და მებაღეზე. ეიპლის სათაო ოფისზე.



სტივი ყოვლთვის გულისტკივილს გამოთქვამდა ( თურმე ) იმის გამო რომ მის კომპანიას მუდმივად ქირით უხდებოდა სასურველი საოფისე ფართის შეძენა. ამიტომაც სამომავლოდ თავისი პირმშოს სათაო ოფისის ხორცშესხმის იდეა Foster and Partners არქიტექტურულ ბიუროს მიანდო. პროექტი მის სიცოცხლეშივე დამზადდა და მოწონებულიც იქნა.


გიგანტურ კომპანიას ოფისიც სათანადო უნდა ქონდესო იფიქრეს არქიტექტორებმა და ჯობსის იდეებს აყოლილებმა, 60,7 ჰეკტარზე ვეება, სადა და პრაქტიკული შენობის აშენება დაგეგმეს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით ანალოგიური პროექტის განხორციელების თვითღირებულება 300 მილიონ დოლარს არ ჩამოუვარდება.


ოთხ სართულიანი ოფისის საერთო ფართობი 26 ჰეკტარი იქნება განთავსებული.


სტივის სურვილისამებრ ახალი ოფისი ძალიან წააგავს კოსმოსურ ხომალდს. ეტყობა თავის დროზე კოსმოსური ოდისეით შეპყრობილა პატარა სტივი. ახლა კი მისი ფანტაზიების ხორცშეხმა ინდომა.


ეს კოსმოსური ხომალდი თავის თავში გააერთიანებს საოფისე ფართს. ფინანსურ ცენტს, ცენტრალურ საწარმოო განყოფილებას და საკონცერტო დარბაზს 1000 ადამიანზე. შენობა დაპროექტებულია ისე რომ მაქსიმალურად შეამციროს ელექტროენერგიის ხარჯვის მაჩვენებელი. სახურავის მთელს პერიმეტრზე დაგეგმილია ჰელეოსისტემის დაყენება


თავად ოფისი ცამეტი ათას თანამშრომელზეა გათვლილი. სავარაუდოდ აქვე განლაგდება სპორტული მოედნები და სასეირნო ბილიკები. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების ჯანსაღ ცხოვრების წესზე. როგორ გავს ჩემს სამსახურს - გაჭრილი ვაშლივით.

პროექტი საბოლოო სახელს 2015 წელს მიიღებს. მანამდე კი ... ვუყუროთ ფილმს ძია სტივზე, ვინატროდ ან ვიხმაროდ მისი წარმოებული ვაშლი და ჩვენს "მშობლიურ" ოფისებში შესვლისას ყოველთვის გავიხსენოთ რომ ყველაფერი დიდი - მცირედიდადნ იწყება :)

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]