ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩემი საწერი მაგიდა ფანქრების, ფლომასტერების, საღებავების, რვეულების, ფურცლების, წიგნების და ათასგვარი ხელმისაწვდომი საკანცელარიო ნივთების ერთ დიდ ხროვას წარმოადგენა. დალაგება და გაკრიალება ჩემს მაგიდას მხოლოდ მაშინ უწევდა, როდესაც დედა ან მამა აღმზრდელობითი დიდაქტიკური სალექციო კურსის შემდეგ თითით მიმანიშნებდნენ რომ ეს "გროვა" დასალაგებელია რომ ბაბიაჩემის შვილიშვილს - რომელსაც ყოველთვის დაბწკრიალებული ქონდა საწერი მაგიდა ( ეკონომისტს), ასეთი საქციელი არ მეკადრება-ო. და ეს "არ მეკადრება" დაახლოებით თვეში სამჯერ მაინც ხდებოდა. შემდეგ კი მაგიდაზე "ზვინი" ნელინელ ისევ იზრდებოდა.
გავიზადე (ჰოი საიცრებავ) მაგიდებიც საკმაოდ ბლომად გამოვიცვალე, მაგრამ "ზვინის" ნაკლებობას არც ერთი არ გრძნობდა, ყველა მაგიდა ისე "მიყვარდა" როგორც საკუთარი, არაფერს არ ვაკლებდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მეტიც, როცა "ზვინი" მაგიდაზე აღარ (ვეღარ) ეტეოდა, არსებულის გვერდით დამხმარე მაგიდა ჩნდებოდა. ძალიან ხშირად მიხდებოდა თავის მართლება და ახლსნა რომ ეს ტყუილად კი არ ყრია, არამედ ყველაფერი რაც აქ "დევს" ძალზედ საჭირო და აუცილებელი რამაა. მერე ვიღაცამ მადლიანმა მცნება "художественный беспорядок" - მასწავლა და მას შემდეგ ეგ მაქვს აფარებული ფარად.
და რატომ დავიწყე ამაზე საუბარი ?! თანამშრომელმა სტეპლერის ტყვიები მთხოვა, მეც ჩავისუნთქე, ჩავყვინთე და დაახლოებით 3 წუთში მივაწოდე. რა არის ესო, ამდენი ნივთი და ფურცელი რად გინდაო.. მინდა მეთქი... ნუ გადამრიეო, ჭკვიან ადამიანებს მაგიდაც მოწესრიგებული აქვთო... რას მელაპარაკები, ჭკუა და მაგიდა ერთმანეთთან კავშირში თუ იყო არ მეგონათქო... კი, ასეაო. გადავწყვიტე გადამემოწმებია (შძლებისდაგვარად) იყო თუ არა ეს ასე... რამოდენიმე წუთში თანამშრომელი დავიბარე და საპირისირო დავუმტკიცე კიდეც. თუმცა მხოლოდ ის რომ არ დარჩეს თავისი აზრის მცდარობაში დარწმუნებული, მინდა თქვენაც შემოგთავაზოთ... საკმაოდ საინტერესო რამეს წავაწყდი. მაშ ასე:
 |
სტივ ჯობსი. |
 |
ბილ გეიტცი |
 |
სტივ ბალლერი |
 |
მაქს ლევჩინი - PayPal |
 |
ჯეფ ბეზოსი AMAZON |
 |
დენის კრაული - Foursquare |
 |
მარკ ცუკერბერგი |
და რათქმაუნდა "ნაგლობის" ევერესტი - უკვე ჩამოთვლილ პერსონებთან ერთად, ჩემი სამუშაო მაგიდაც :)
 |
დავით ტრაპაიძე - მთვარის კლუბი
და განახლებული ვერსია - 2014 წელი :)
|
ხუმრობა იქით იყოს და, პირადი კომფორტისა და სამუშაო ზონის შესაბამისად მორგების გარდა საწერ (სამუშაო) მაგიდას და მის დიზაინს დიდი არაფერი მნიშვნელობა არ ააქვს. მთავარია ღირებულს ქმნიდე თორემ სპილოს ძლის ფეხებზე შემდგარ მაგიდაზე შექმნი თუ რიყის ქვაზე - ამას არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არააქვს. თუმცა, "ზვინს" თუ უფრო იშვიათად დააგროვებთ, მით უფრო გაგიადვილდებათ მუშაობა. აი რამეხლა პოსტის დაწერა მაიძულა სტეპლერის ტყვიების უცებ ვერ პოვნამ :) აშკარად გასაფართოვებელია ჩემი მაგიდა.
როგორც გახსოვთ დიზაინზე და არქიტექტურაზე ცოტა "გართულება" მაქვს. ძალიან მინდა რომ ოფისი -
ოფისს გავდეს. სახლი -
სახლს და თუ ოდესმე ჩემი პირადი სამუშაო ოთახი თუნდაც აი ასეთი იქნება ...
ჩემი ბედნიერებაც მინიმუმ ამ ოთახის ხელა მაინც იქნება.მოკლედ, დღეისათვის აი ეს იყო. ახლა მივუბრუნდი მე ჩემს მაგიდას და საქმეს. აბა წარმატებები და მოკითხვა თქვენს მაგიდას... ჰა.. დასალაგებელია ?
უუმ,აღარ მერიდება ჩემი მუდმივად არეული მაგიდა :D :D
ReplyDeleteხო... "ჩვენ" გაცილებით ბევრნი ვართ :) ;)
Deleteდავით ტრაოაიძე - ხარ თუ ტრაპაიძე?
Deleteიმაზე ბევრი ვიდრე წარმოგიდგენია:) მიხარია ასეთ რაღაცეებს რომ წავაწყდები ხოლმე.ვხვდები, რომ მარტო არ ვარ:)
ReplyDeletemotivaciam agmaprtovana:)
ReplyDeleteდავით ტრაოაიძე - ხარ თუ ტრაპაიძე? :)
ReplyDeleteპირველი ხარ ვინც შენიშნა :))) ალელუია
Deleteმაგიდა რთული ამბავია :დ ჩემი ზედმეტი მოწესრიგებულობა ყველაფერზე ვრცელდება მაგიდის, და მისი მიმდებარე უჯრების გარდა ))
ReplyDeleteდენის კრაულის მაგიდაზე რამე მსხვილფეხა საქონელიც იქნება დამალული სადმე .
ReplyDelete