ბათუმში 6 ბალიანმა შტორმა და ნაპირსამაგრი სამუშაოების სათანადოდ არ შესრულებამ შესაბამისი შედეგი დატოვა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ბათუმის ბულვარიდან. მოსილული ახალი ბულვარი და ნაპირმორღვეული სანაპირო აეროპორტის ტერიტორიაზე.
ამ სილის და ქვაღორღის ქვეშ სავალი ბილიკია |
ვეება ქვის სკამები ტალღამ თავის "გემოზე" შემოაბრუნა |
ახალი ბულვარის სავალი ნაწილი სილის საკმაოდ სქელი ფენითაა დაფარული |
ახალი ბულვარის მონაკვეთი |
აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. სამანქანო გზა |
ეს მონაკვეთი უკვე ერთი წელია "ნაპირგასამაგრებელ სამუშაოს" მოლოდინშია. ახლა კიდევ უფრო ჩამოანგრია ზღვამ |
ეს ზღვის კიდევ ერთი "მონაპოვარია". საკმაოდ გრძელი მონაკვეთი, რომელიც უკვე აღარ არსებობს. |
თავის დროზე დიდი ზარზეიმით მეწერა ხელი დემირელის კაშხლის მშენებლობას დაწყების დოკუმენტს. თურქეთში მშენებლობის დაწყებას ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძეც ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა რომ საქართელოს მხარეს უკვე ქონდა მეცნიერთა დასკვა კაშხლის მშენებლობის შედეგად გადაკეტილი ჭოროხის გამო სანაპირო ზოლში მოსალოდნელ პრობლემებზე - მაგრამ ვინ გადახედა დასკვნას ?! ხოდა ახლა გადახედეთ შავიზღვისპირა ზოლს !
Gegoneba taifunma gadauarao :-( didebuli kashxali augiat. Eg turqebi da uaresi Edika kidev, axla mainc ushvelon. Apirebs vinme rames? Shen garda sxvagan gashuqda es ambavi?
ReplyDeleteსაუბარი მიდის, მაგრამ ამ "საუბრის მსვლელობის" კონკრეტულ შედეგს ვერსად ვხედავ. მგონი იმას ელიან შემდეგ შტორმზე რამდენს მოარღვევს ზღვა. რაღაც პროექტები არის მილიონები ჯდებაო - თუმცა ამ ეტაპზე ელემენტარულიც არ არის გაკეთებული. გაშუქებთ გააშუქეს. მაგრამ შედეგი ნული
Delete