ბათუმში "ზაფხული 2013", "ბათუმობის" და შემოდგომის პირველი დღე ოფიციალური თავსხმა წვიმით და ქარიშხლით დაიხურა. ეს ყველაფერი ზაფხულის გაბრაზებულ კარის მოჯახუნებას უფრო გავდა ვიდრე ხავერდოვანი შემოდგომის ანონსს. თუმცა რას გაუგებ ამინდს .
მოკლედ, საკმაოდ საინტერესო რამ იყო "ზაფხული 2013". თუ არ ჩავთვლით იმ ჩვეულ მახასიათებლებს : უძილო ღამეები, ზღვა, სექსი, მუსიკა და შიგადაშიგ აუტანელი სიცხეც. იყო რაღაცეები რაც მხოლოდ მისთვის სახასიათო გახდა.
მაგალითად - ასე დატვირთული, მუდამ გადარბენებზე და მოუცლელი ( უფრო ზაფხულის მიწურულს ეხება ეგ) კარგახანია არ ვყოფილვარ. ის დრო მახსენდება, ბარში მიმტანად რომ ვმუშაობდი ( სტუდენტობისას) და დაღლილი ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი. სამაგიეროდ ის შეგრძნება რომ - სექტემბერი ოდნავ ამოვისუნთქავ - რაღაცნაირად მშველოდასავით.
ქალაქში ისევ დაბრუნდნენ მოსიარულე ძეგლები და თავები. კი ასდის ამ ყველაფერს რაღაც "კომუნისტური" ნესტის სუნი. მაგრამ იმედია ასე არ გაგრძელდება.
ნებისმიერ ფესტივალს, კონცერტს, გამოფენას და ღონისძიებას ამ ზაფხულს ოფიციალურად წვიმა "ხურავდა".
აუარება ტურისტები - "სადაა ხალხი"ს ფონზეც რომ ძალზედ ჭარბობდნენ. სხვათაშორის სლავებმა იმძლავრეს რაოდენობით. კარგია კარგი...
ხო, მთავარი - დაიქოქა ჩემი "მთვარის კლუბი" . მართალია სახსრების არ ქონიდან გამომდინარე ( და კიდევ საკმაოდ ბეეევრი რამიდან გამომდინარე) ეს მხოლოდ მკრთალი კარიკატურაა იმისა რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. მაგრამ ეგეც რომ არის ძალიან კარგია. კარგი იქნებოდა დილის გასართობ- შემეცნებით პროგრამას "განწყობის გენერატორსაც" იგივე ბედი გაეზიარებია. მაგრამ ეგეც - ნათელი , ადეკვატურად ანაზღაურებადი მომავლის იმედით თაროზეა შემოდებული, ისევე როგორც სხვა საინტერესო პროექტები.
ნუ ეს დანარჩენი კლანური "დიდი შეთქმულების თეორიები", ლუბიმჩკების ბუმი, მე ვარ რაც ვარ და ბოღმის ბუკეტები წლის ნებისმიერ დროს და მონაკვეთს "ამშვენებს". ასე რომ ამ მხრივ გამონაკლისები ნაღდად არ ყოფილა. ერთი ორი "მარგალიტი" შეემატა უბრალოდ.
აი ზოგადად ზაფხული კი - კარგი იყო. არც წვიმას შევუწუხებივა დიდად. სავარაუდოდ იმიტომ რომ ზღვაზე ნაკლებად მეფიქრებოდა. ღამითაც ტკბილად, გრილად და სასიამოვნოდ მეძინა ( თუ მაძინებდნენ ). ბარების, კლუბების, ღამის ვოიაჟების სიმცირესაც ვერანაირად დავიწუწუნებ.
ერთი რაც იყო - ეს ისევ და ისევ ქალაქიდან გაღწევის - გაცლის სურვილი იყო და ეგეც, რაღაცნაირად დავიკმაყოფილე. მტირალაზე ასვლას დასვენება არ ერქვა, უფრო არბენა და ჩამორბენა. მაგრამ ეგეც საქმე იყო.
ხო, რჩება კიდევ ერთი რამ. რაც ძააალიან, ძაალიან დააკლდა ჩემს ზაფხულს. აი ისე, როგორც დასვენება. იმედია ეს ბოლო ზაფხულია უმისოდ.
რაც შეეხება ბლოგს - საკმაოდ კარგი და საინტერესო იდეებია. მაგრამ ამ ყველაფერზე უკვე შემოდგიმის შუარიცხვებიდან. როგორც იტყვიან - ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ნუ, მოკლედ. კარგი იყო ზაფხული 2013. გაცილებით მხიარული ვიდრე ზაფხული 2012. ახლა შემოდგომა იქოქება. კინოფესტივალი, ათასი ღონისძიება, პროექტი და მოკლედ - ისევ თუხთუხი. არადა როგორ მინდა დასვენება... ხო, აი ეგ აკლდა კიდევ წლევანდელ ზაფხულს - დასვენება. ხოდა წავედი, ზუსტად ამინდიც რომ ძილისკენ გიბიძგებს ის მომენტია. მიყვარს მე ეს .
ასე დასრულდა ეს ზაფხულიც, მისი მკრთალი მოგონება შემორჩება გარუჯულ სხეულებს, ციფრულ ფოტოებს - რომელთა უმეტესობასაც სავარაუდოდ არასდოს ეღირსება დაბეჭდვა. სმარტფონებიდან გაკეთებულ ჩექინებს, ფეისბუქზე დატოვებულ ლაიქებს და ... ალაგ ალაგ ბლოგებს. მთლად გაგვიციფრულდა მოგონებები და მანდვეა შეგრძნებებიც. თუმცა ეგ სხვა თემაა...
აბა კარგად ზაფხულო. კარგი ხარ და მალე მოდი ხოლმე, ნუ ითრევ ფეხს...

აი ეს ტატუ მკლავები რომ არა - დიდი სიამოვნებით დავიბრალებდი - ჩემიათქო |
ნუ, მოკლედ. კარგი იყო ზაფხული 2013. გაცილებით მხიარული ვიდრე ზაფხული 2012. ახლა შემოდგომა იქოქება. კინოფესტივალი, ათასი ღონისძიება, პროექტი და მოკლედ - ისევ თუხთუხი. არადა როგორ მინდა დასვენება... ხო, აი ეგ აკლდა კიდევ წლევანდელ ზაფხულს - დასვენება. ხოდა წავედი, ზუსტად ამინდიც რომ ძილისკენ გიბიძგებს ის მომენტია. მიყვარს მე ეს .
ასე დასრულდა ეს ზაფხულიც, მისი მკრთალი მოგონება შემორჩება გარუჯულ სხეულებს, ციფრულ ფოტოებს - რომელთა უმეტესობასაც სავარაუდოდ არასდოს ეღირსება დაბეჭდვა. სმარტფონებიდან გაკეთებულ ჩექინებს, ფეისბუქზე დატოვებულ ლაიქებს და ... ალაგ ალაგ ბლოგებს. მთლად გაგვიციფრულდა მოგონებები და მანდვეა შეგრძნებებიც. თუმცა ეგ სხვა თემაა...
აბა კარგად ზაფხულო. კარგი ხარ და მალე მოდი ხოლმე, ნუ ითრევ ფეხს...
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!