... ისე რატომ ქვია ამ ადამიანებს მიმტანი და არა მომტანი ?! სავარაუდოდ დაწესებულების მეპატრონეებმა შეარქვეს და არა კლიენტებმა.
წვიმიანია წელს ზაფხული. ცივი, ნესტიანი, არასტუმართმოყვარე. მაგრამ საამო. ხო, საამო. მართალია ეს "სიამე" დასასვენებლად ჩამოსულთ სულ სხვაგვარად ეღვრებათ გუნება განწყობაზედ. მაგრამ ბათუმელებისთვის რაღაცნაირი - მათი ზაფხულია.
პლაჟი ახლა რომანტიკოსთა საყვარელი ადგილია. აქ ვეღარ ნახავთ ჩამავალი მზის ხელის გულზე დადებით გატაცებულ ფოტომოყვარულებს. აქ საკუთარ თავთან და შორეთთან განმარტოვების მსურველები ჩამოდიან ასეთ ამინდში... ნუ.... თითო ოროლა ტალღებთან მოთამაშე - "ბათუმში ორი დღით ვარ და ბარე ზღვაშიც ვიცურაო, ამინდის დედაც" დამსვენებელი თუ შემოგხდება თორე.. სხვები სხედან ზღვის პირას და ... დაცურავენ ფიქრებში.
ხოდა სანამ აგვისტომ თავისი ამოქაჩა... მეც დიდი სიამოვნებით გავცურავ ფიქრებში. მითუმეტეს რომ ყავა მელოდება. ყავა, ზღვა და ზაფხული.
იმდენი მაქინაცია დამჭირდა კომენტარის დასაწერად, მგონი დამავიწყდა რა უნდა დამეწერა :D
ReplyDeleteხო, ახლა ზღვა ზუსტად ისეთია, როგორც თქვი. მაგიტომაც არ გავსულვარ, არადა სამი დღეა უკვე ბათუმში ვარ :) ამ ამინდში ზღვაზე მარტოობის შემეშინდება მგონი. ამიტომ ან მზეს დაველოდები, ან რამდენიმე დღის გასვლას, როცა მარტო აღარ ვიქნები :) მომენატრა ისე ზღვაც...
რატო გაგიძნელდა კომენტარი? არადა მგონი ძალიან ადვილია :) ზღვას რაც შეეხება - მშვენიერია. სინჯე, ეგებ მოგეწონოს კიდეც ;) ნუ, არარის აუცილებელი ტალღებს შეუვარდე. თან იქ იმდენი მეოცნებეა (ამ სიტყვის კარგი გაგებით) რომ მარტო ნამდვილად ვერ იგრძნობ თავს
ReplyDeleteადვილი კია, უბრალოდ ვორდპრესზე უფრო ადვილია ვორდპრესისთვის :) ხო, ზღვაზე ჩემი ასოციაციები მაქვს, არა გასარუჯ ამინდში მით უმეტეს. მარა შენმა პოტმა დამაფიქრა და გავალ ალბათ :)
ReplyDeleteგადი, არ ინანებ :) ნუ თუ პლიაზე არა. ახლომდებარე ბარში მაინც.. ზღვასთან ახლოს ოღონდ და ისეთიც არ შეარჩიო - დიჯეი რომ დაგამხობს თავზე მუსიკას. :)))
ReplyDeletedaviiit,magari xar raa!
ReplyDeleteგაიხარე ;)
ReplyDelete