გასანსალებული ტრასა, ლურჯი ცა, მოლივლივე ზღვა, ქარისან აწეწილი თმები, მუსიკა და ის შეგრძნება. თუ გინდ ცოტა ხნით, თუ გინდ ყველაზე ბანალური მიზეზით, მაგრამ მაინც დააღწიე თავი ჩვეულ კარუსელს. მშვენიერი რამაა.
ადრე ვწერდი ხოლმე რომ მშვილდოსნისთვის ყველაზე დიდი "სასჯელი" ერთ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებაათქო. სულის აწანწალებამდე საჭიროა თუ გინდ მცირედი, მაგრამ მაინც ძალზედ საჭირო ხეტიალ-ღოღიალი. ხოდა აი, ხელსაყელი ამინდიც გამოვიდა. ავტოც დაიქოქა და წაბურავებით გაწვა თურქეთის გასანსალებულ ავტობანზე.
![]() |
ფიშტოიანი და თეთრ წინდებიანი თურქი მესაზღვრეები - სერიოზული ხალხი |
თუმცა მანამ მკაცრი თურქი მესაზღვრის გამსჭოლი მზერით დაგვასკანერეს, აგვწონ დაგვწონეს და როცა დარწმუნდნენ რომ "ეს ის ლაშქარი არარის თურქეთის სახელწიფოებრივობას საფრთხე რომ შეუქნასო" ქამარზე შეკიდული ფიშტოსა და თეთრი წინდების დემონტრირების ფონზე მოგვცეს "მწვანე". გზა თავისუფალია.
ერთ-ერთი რამ, რაზეც ყოველ ჩასვლაზე მწყდება გული და რეალურად მშურს. ეს საკმაოდ კარგად გამაგრებული სანაპირო ზოლი და თითქმის ყოველ 5 - 10 კილომეტრში გაკეთებული პატარა ყურეებია და ყოველთვის სინანულით დასმული რიტორიკული კითხვა - "ნუთუ ასე არ შეიძლება გაკეთდეს ჩვენთანაც ?!'
![]() |
განწყობის სპონსორი - ასკანელი. მესაჭე რათქმაუნდა არ სვამდა ! |

![]() |
ბავშვების სამოთხე |
საქორწილო "მაყრიონში" ამოვყევით თავი. მეფე-დედოფლის ავტოს ქართული ტრადიციის დარად კუდში ჩავუდექით და საყვირის გაბმული ზმუილით განვაგრძნეთ გზა. მართალია ვერც გავირვებულმა მაყრიონმა და ვერც ლამის ფანჯრიდან გადმომძვრალმა სიძემ ვერ ამოიცნო ჩვენში "ახლობელი". მაგრამ სათანადოდ მივაგეთ პატივი მათ დღესასწაულს მორიგ გზადკეცილამდე. შემდეგ ჩვენი გზები აი ასე - უსამართლოდ გაიყო. ჩვენ შინისკენ, ისინი კი - სადღაც.
ამ პროცესმა ცოტა გამოგვაფხიზლა. დაიწყო გასული დღის ყველაზე სასაცილო მომენტების ისევ "გადახურდავება". სამომავლო მარშრუტების დაგეგმვა - დალაგება.. მოკლედ ისევ აგვეშალა სახეტიალოდ საღერღელი. მადა ჭამაში მოდისო თქმულა. ხოდა ჩვენც ეს 220 კილომეტრი აღარ გვაკმაყოფილებდა. უფრო შორეთისკენ მიგვიწევდა გუი. არადა რეალირად რა ადვილია ეს ყველაფერი. ადექი, მოიფიქრე, ცოტა ორგანიზირება გაუკეთე და გზა ხსნილია. უბრალოდ საჭიროა გინდოდეს და გააკეთო.
ასეთი იყო ერთ დღიანი ხეტიალი ტრაპიზონში. ეს უფრო მოგზაურობის წყურვილის ერთი ყლუპით მოკვლას გავდა ვიდრე რაიმეს სხვას. ასეა თუ ისე მშვენიერი დღე გამოვიდა. რაც მთავარია ყინული დაიძრა და ხეტიალამაც აშალა აფრები. მართალია ეს ყველაფერი სულ სხვა თემა იქნებოდა ეს გზა, ეს გასანსალებული ტასა აწ უვე ჩემი მოტოთი რომ დამეფარა... მაგრამ დასაწყისისთვის არაუშავს... ხო, არაუშავს. მზე, ზღვა, განწყობა ... და ჯერ კიდევ დასაპყრობ-დასალაშქრი შორეთი.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!