Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ევროპის ველო-დედაქალაქი

ევროპის ველო-დედაქალაქი

ცხელი სეზონი დაიწყო. შორტები, სანდლები, კეტები, მაისურები, სათვალე და ... რაღათქმაუნდა ველოსიპედი. ბათუმში ველოსიპედი გადაადგილების სულ უფრო და უფრო პოპულარული საშუალება ხდება. ძალიან კარგია ახალმა მთავრობამ ველოსიპედების ( "ბათუმიველო") რიცხვი რომ არ შეამცირა. ბათუმში ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება რომ ეს მართლაც მშვენიერი იდეაა და გაცილებით იაფი ვიდრე კერძო პირისაგან ველოსიპედის ქირით აღება.

მართალია ველობილიკებზე მოსიარულე "ზომბების" რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც გამოჩნდება წითელი ბილიკის მოყვარული "პირი" ... თუმცა მათზე სხვა დროს. ეს თემა ისევ გახდება ცოტა ხანში აქტუალური. მანამდე კი ერთ ქალაქზე მინდა გიამბოთ.




გეოგრაფიული ლანშაბტის,  ველობილიკების თითქმის 300 კილომენტრიანი მონაკვეთისა და ავტომობილების სიმცირის გამო მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ევროპის ველო-დედაქალაქი. ამ შემთხვევაში ჩვენ არა ამსტერდაზე, არამედ კოპენჰაგენზე ვსაუბრობთ. დანიელებმა შესძლეს არამხოლოდ სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ველოსიპედის - როგორც ეკონომიურად მომგებიანი, ეკოლოგიურად სუფთა და მოსახერხებელი ტრანსპორტის სახეობის სათანადო პოპულარიზაცია.


ველობილიკები, ისევე როგორც ბათუმში ( სიამაყით ავღნიშნავ ამას ) გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარის სიმაღლეზეა წამოწეული და სხვა ფერზეა შეღებილი. ველოსიპედისტს ენიჭება პრიორიტეტი არა მხოლოდ ქვეითად მოსიარულე ადამიანის წინაშე, არამედ ავტომობილთან მიმართებაშიც. გზაჯვარედინზე ველოსიპედისთვის მწვანე რამოდენიმე წამით ადრეც კი ინთება. ასეთმა მიდგომამ განაპირობა ველოტრანსპორტით გადაადგილების მსურველთა რაოდენიბის ერთი-ორად გაორმაგება.


ერთი რამ, რითაც ბათუმის მერია ( ამ საკითხში ) მოიკოჭლებს კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტის წინაშე გახლავთ ის , რომ იქ, სპეციალურად ქალაქისთვის შეძენილი დიდი რაოდენობით ველოსიპედი მსურველს შეუძლია დროის ლიმიტის გარეშე აიღოს და ისარგებლოს. ერთადერთი შეზღუდვა ის არის რომ ამ ველოსიპედით ქალაქის ფარგლებს გასვლა არ შეუძლიათ.


ყოველ ველოს საჭეზე მიმაგრებული აქვს ქალაქის რუქა, სადაც აღნიშნულია ველობილიკები და პარკინგის ადგილები.


ქალაქის ცენტრში 100 სადგომია, სადაც შეგიძლიათ გააჩეროთ ან იქირაოთ ველოსიპედი. თუმცა ქირა აქ სიმბოლურია. 20 კრონის საფასურად გაგყავთ ველო, დაბრუნებისას კი ფულიც უკან გიბრუნდებათ. კარგი იქნებოდა ჩვენთანაც შემოეღოთ ანალოგიური რამ, ნუ თანხის ნაწილი მაინც. თუმცა როდესაც საკუთარი ველო გყავს ამაზე ნაკლებად ნაღვლობ.


ასე რომ ბატონებო, ვინც ვლოსიპედების გამოჩენას ირონიით შეხვდა. ყოველ წელს ველოსიპედი ჩვენთანაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ველობილიკების რაოდენობაც თუ გაიზრდება და შესაბამისად მასზედ მოხეტიალე "ზომბების" რაოდენობა შემცირდება. მალე ბათუმს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ (კავკასიის თუ არა)  საქართველოს ველო-დედაქალაქი.


ხო, თუ კოპენჰაგენში მოხვდებით აი ეს საიტი გამოგადგებათ ( ეს ) .
ახლა კი ველოს დროა... დროებით. 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]