ტაბურეტოსანთა ლაშქრობამ გასული კვირის განმავლობაში მომხდარი ძალიან ბევრი მოვლენა გადაფარა (სამწუხაროდ). არადა 18 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში ქუჩის მუსიკის დღე აღნიშნეს. იქ იყო ლუდი, ცოცხალი მუსიკა და რაღათქმაუნდა მხოლოდ პოზიტივი. გადაცემაში ხშირად "ვწუწუნებდით" რომ ძალიან გვაკლია ქალაქში ცოცხალი მუსიკა და კონცერტები. ხოდა მგონი დაიძრა ყინული. ან პრობლემას ეშველება, ან უბრალოდ სეზონის ბოლომდე მაინც დაგვეტყობა გამოცოცხლება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო კარგია ვიდრე ერთურთის "სიყვარულით" ცად აფრენილი ტაბურეტები და "ძლევაი საკვირველი".
რაც უფრო მეტ დროს დავუთმობთ მუსიკას, ხელოვნებას, წიგნს და შემეცნებას - გაცილებით ნაკლებად შევხვდებით სიძულვილით გაერთიანებულ ბრბოს. აი ეს წამოწყება კი ძალიან მახარებს. იმედია ერთჯერადი აქციის სახე არ მიეცემა და მომავალში უფრო მრავალრიცხობრივი, წარმომადგენლობითი და ფართომაშტაბიანი იქნება.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!