Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

აკვიატებული სიმღერა

აკვიატებული სიმღერა

გქონია არა მომენტები? ... თუმცა რა მომენტები?!საათობით და შესაძლებელია რომ მთლიანად ერთი დღის განმავლობაში, აი ასე, ტუტუცურად და ყოველგვარი ბოდიშის გარეშე აგეკიდება სიმღერა და არანაირად არ გშორდება. ეს იმას გავს -  „თეთრ ყვავზე არ იფიქრო და გამოგივა“-ო. არც კი გახსოვს სად მოისმინე, სად გადაეყარე. მაგრამ აგეკვიატა და მერამდენეჯერ იჭერ საკუთარ თავს იმაზე რომ გულიანად მღერი. თან ეს ოხერი რომ მთქნარებასავით გადამდებია? ჯერ ერთი რომ შენ ღიღინებ (და სავსებით შესაძლებელია რომ სხვისი ღიღინის დროს გადაგედო შენაც) მერე სხვაც იმასვე შვება და კიდევ აქედ გსაყვედურობს - „რა უბედურებაა, რას გადამადე ეგ სიმღერა“-ო.
არ ვიცი რატომ ხდება ასე. შესაძლოა ეს სწორედ შენი, იმ კონკრეტულ მომენტში არსებული განწყობის მელოდიური ჟღერადობა ემთხვევა ამ აკვიატებულ სიმღერას რასაც ასე ჯიუტად ღიღინებს შენი ქვეცნობიერი და რასაც მთელი დღე გრძნობ. შესაძლოა ...
საინტერესოა. როცა ასლოკინებ ამბობენ რომ ვიღაცა გახსენებსო. როცა ხელის გული გექავება - ფული მოდის, ან მიდისო. როცა ყური გიხურს - ვიღაცა გლანძღავს ან გაქებსო. როცა ცხვირი გექავება - ვიღაცა მოისწრაფის შენკენო. და როცა სიმღერას შენდაუნებურად ღიღინებ? ამაზე რას ამბობენ ნეტა?

მიდიხარ და ღიღინებ. მუშაობ და ღიღინებ. ზიხარ, დუმხარ და თითებით მაინც იმ სიმღერის რიტმი მიგყავს ... 

არა, სიმღერა და ღიღინი ჩემთვის უცხო ხილი ნაღდად არ არის. მაგრამ დღეს მთელი დღე აი ეს იყო... სიმღერა თავში გამუდმებით ტრიალებდა, ჩემს გარშემო მიმდინარე ცხოვრება კი უბრალოდ ვიზუალად - კლიპის კადრებივით ედებოდა მუსიკას. მდა ...
ხოდა საქმე იქამდეც მივიდა რომ აი აქაც. ჩემს ბლოგზეც კი შემოაღწია... დავჯექი, გავხსენი გვერდი, რაღაც მინდოდა დამეწერა და ის რაღაც აი ამან შეცვალა ისევ... ამ აკვიატებულმა სიმღერამ. 

თუ შენც აგეკვიატა და ღიღინებ ... ნუ მისაყვედურებ. ესეიგი შენი ქვეცნობიერიც ამ აზრზეა და ამასვე ღიღინებს ...


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]