ეს გრძნობა კარგახანია მივიწყებული, მიძნებული იყო. რაღაც საინტერესოს დასაწყისის მოლოდინში, გადაკეტილ ქუჩაზე ჩამწკრივებულ სკამებზე მოსუვენრად მჯდარი რომ შეჰყურებ შენს წინ შეჭედილ სცნაზე, ლამპიონებით განათებულ, დაშვებულ წითელ ფარდას. რომლის უკან რაღაც მზადდება, რაღაც ძალიან საინტერესო, რაღაც ახალი, რაღაც რაც არ გინახავს. ეს გრძნობა გაღელვებს, მართალია არ იმჩნევ, მაგრამ მაინც გრძნობ რომ ეს ასეა და ეს საოცრად გადამდებია. შენს ირგვლივაც იგივეს გრძნობ. სხვებიც შენსავით კისერს იგრძელებენ და სცდილობენ დაინახონ რაიმე, რაიმე მოძრაობა, ან ხმა გაიგონ. უკვე მერამდენედ გავარდა ხმა " ჰე, იწყებენ, ჩუ". მაგრამ როგორც ყოველთვის ეგ მხოლოდ მოთელვა იყო.
სავსეა ქუჩა, სკამები არ კმარა, ფეხზე დგანან, ვისაც გაუმართლა აივნიდან უცქერს სეირს. ხალხი ღელავს. მალე უნდა დაიწყონ. ყველას აინტერესბს ქუჩის თეატრის პირველი წარმოდგენის "დაჭაშნიკება".
"ჩუ, ახლა მართლა იწყებენ"
მშვენიერი საღამო იყო, მშვენიერი წარმოდგენა, მშვენიერი დადგმა რომელიც სცენარში გათვალისწინებულმა წვიმამ ორკესტრის სიზუსტით დაასრულა. ყოჩაღ. კარგები ხართ.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!